Law of Georgia
Law of Georgia on Compensating for Substitute Land Development Value and Sustained Damage When Allocating Agricultural Land for
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია, დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის, გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხების ოდენობა საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, მისი გადახდისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის წესი და პირობები, აგრეთვე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის ან მოსარგებლისთვის მიწის ნაკვეთის დროებითი სარგებლობით, მისი უფლებების შეზღუდვით ან მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხები.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3240
–
ვებგვერდი, 13.07.2018წ.
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საძოვრის, სათიბის, სახნავის () ან საკარმიდამოს კატეგორიის მიწა, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე;
ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა;
გ) მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში გადაყვანა;
დ) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია − ტერიტორია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკომპენსაციო თანხა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულების თანხა.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1411 - სსმ I, №22, 18.05.2005წ., მუხ.155
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3240
–
ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 25
ივნისის
კანონი №4857
–
ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 3.
1. ამ კანონის შესაბამისად მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ექვემდებარება:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;
ბ) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;
გ) სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
2. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას არ ექვემდებარება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრების გარეთ მდებარე, საქართველოს მოქალაქეების (კომლების, ოჯახების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე მესაკუთრის პირადი საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3240
–
ვებგვერდი, 13.07.2018წ.
მუხლი 4.
მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უფლებამოსილი ორგანო
მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ().
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 5.
()
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2638 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.46
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1977 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.265
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 6.
()
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 7.
1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის გადახდას არ ექვემდებარება:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა;
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყოფა;
გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა.
3.საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოსაყოფი მიწების სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1919 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.229
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3514 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.315
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი (გამოყენებული, განკარგული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხისა და მიყენებული ზიანის გაანგარიშება და მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

მუხლი 8.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის გაანგარიშება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის შემთხვევაში ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხაა:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის – 100 000 ლარი;
ბ) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის – 34 001 ლარი.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3240
–
ვებგვერდი, 13.07.2018წ.
მუხლი 9.
()
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3514 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.315
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 10.
არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოსაყენებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვის წესი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები ირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
მუხლი 11.
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას უნდა ანაზღაურდეს მიწის ხარისხის გაუარესებით მიწის მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანი.
2.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანი გაანგარიშდება ამ კანონის №1 დანართში მოცემული თანხების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4417-ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 12.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხების ჩარიცხვის წესი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებელი თანხები ირიცხება დაზიანებული მიწის მესაკუთრის ანგარიშზე.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
მუხლი 13.
()
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.43
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
მუხლი 14.
()
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.43
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302
მუხლი 15.
პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
1. გარდამავალი დებულებანი საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1079 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.
1. გარდამავალი დებულებანი საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1079 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.
მუხლი 151.
გარდამავალი დებულება
2015 წლის 1 ივლისამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
კანონი №1079 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს 201
4
წლის 25 დეკემბრის
კანონი №2982 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.
დასკვნითი დებულებანი
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 16.
კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვის შესახებ კანონების მიღების შემდეგ, მათი ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 2 ოქტომბერი.
№900–Iს
დანართი №1
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას მიყენებული ზიანის გაანგარიშებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით ()
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3240
–
ვებგვერდი, 13.07.2018წ.
მუნიციპალიტეტების
დასახელება
1 ჰა სასოფლო - სამეურნეო
დანიშნულების მიწის სანაცვლო
საკომპენსაციო თანხა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
1.
გაგრა
30715
2.
გალი
34001
3.
გუდაუთა
30858
4.
გულრიფში
30858
5.
სოხუმი
33858
6.
ოჩამჩირე
33858
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
7.
ქედა
28572
8.
ქობულეთი
34001
9.
ხელვაჩაური
33429
10.
ხულო
26429
11.
შუახევი
26429
მუნიციპალიტეტები
1.
ახალგორი
26286
2.
აბაშა
33001
3.
ადიგენი
19715
4.
ამბროლაური
22000
5.
ასპინძა
19715
6.
ახალქალაქი
28572
7.
ახალციხე
26429
8.
ახმეტა
26429
9.
ბაღდათი
28572
10.
ბოლნისი
30715
11.
ბორჯომი
19857
12.
გარდაბანი
34001
13.
გორი
30715
14.
გურჯაანი
30858
15.
დმანისი
28572
16.
დედოფლისწყარო
30858
17.
დუშეთი
19715
18.
ვანი
28572
19.
ზესტაფონი
28572
20.
ზუგდიდი
31858
21.
თელავი
30858
22.
თერჯოლა
29715
23.
თეთრიწყარო
27429
24.
თიანეთი
23858
25.
კასპი
28572
26.
ლაგოდეხი
29715
27.
ლანჩხუთი
30858
28.
ლენტეხი
16428
29.
მარნეული
34001
30.
მესტია
15429
31.
მარტვილი
28572
32.
მცხეთა
30715
33.
ნინოწმინდა
28572
34.
ოზურგეთი
30857
35.
ონი
17718
36.
საგარეჯო
27429
37.
სამტრედია
33429
38.
საჩხერე
24286
39.
სიღნაღი
28572
40.
ტყიბული
19715
41.
ქარელი
28572
42.
ყვარელი
28572
43.
ყაზბეგი
14286
44.
ცაგერი
23143
45.
ჩოხატაური
22429
46.
ჩხოროწყუ
26429
47.
წალენჯიხა
28572
48.
წალკა
25286
49.
წყალტუბო
33858
50.
სენაკი
30858
51.
ჭიათურა
15429
52.
ხაშური
28572
53.
ხარაგაული
18715
54.
ხობი
30858
55.
ხონი
30858
56.
ცხინვალი
30715
57.
ჯავა
30715
58.
თბილისი
34001
59.
ქუთაისი
33858
60.
ფოთი
31858
61.
ბათუმი
34001
62.
რუს
--
--
Выберите статью в документе для работы с ней