Law of Georgia
On Higher Education
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;
ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა უფლება, დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სწავლა;
გ1) ატესტაცია – პროფესორის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება;
ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
ე1) აკადემიური უმაღლესი განათლება − უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე2) ();
ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ვ1) ერთობლივი აკადემიური ხარისხი – საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად მათ მიერ პირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია;
ვ2) ასოცირებული ხარისხი − კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად;
ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის;
თ) აკრედიტაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში;
ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;
კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
მ1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
ნ) ბაკალავრიატი − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური;
ნ1) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით;
ნ2) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში;
ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ო1) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს მედიკოსის/სტომატოლოგის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის;
ო2) განათლების მაგისტრი – იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. განათლების მაგისტრის აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება;
ო3) ვეტერინარიის მაგისტრი − იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება;
პ) (ამოღებულია);
პ1) (ამოღებულია);
პ2) დისტანციური სწავლება – საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე უმაღლესი განათლების მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მიღებული განათლების შინაარსის და საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მისთვის ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად;
რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;
ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;
ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური;
ტ1) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არის სასწავლო კომპონენტისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობა და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-8 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;
უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;
უ1) ელექტრონული სწავლება − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტებისთვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე, ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ფ1) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438);
ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში;
ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;
ღ) (ამოღებულია);
ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;
ღ2) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438);
ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა) შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად;
შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;
ძ2) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური;
წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრის ან განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაში გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებლად, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ3) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
წ4) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ5) მეცნიერი – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
წ6) პოსტდოქტორანტი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით;
წ7) ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ8) ვეტერინარის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
წ9) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სწავლის შედეგებს და უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების მიღწევას;
წ10) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ11) სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
წ12) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარებაც სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა;
ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;
ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ჰ2) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა, შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება;
ჰ3) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების მეშვეობით;
ჰ4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;
ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები, მათ შორის, ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);
ჰ7) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ან ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით;
ჰ8) (ამოღებულია);
ჰ9) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება;
ჰ10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი − სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისთვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ჰ11) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება;
ჰ12) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;
ჰ13) (ამოღებულია);
ჰ14) სტუდენტი − პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, და საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ15) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6−მე-8 დონეების შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას და დასტურდება კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;
ჰ17) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამას, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს;
ჰ19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის, ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად შექმნილი საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახით;
ჰ20) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (გარდა საერთაშორისო სკოლისა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისა) წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ21) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ22) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას;
ჰ23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმებისა და ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;
ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩასატარებელ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;
ჰ27) (ამოღებულია – 22.03.2013, №388);
ჰ28) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;
ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;
ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი;
ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;
ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით;
ჰ33) (ამოღებულია - 27.06,2024, №4298);
ჰ34) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438);
ჰ35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ36) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438);
ჰ37) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ ზედამხედველობით უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით;
ჰ38) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი;
ჰ39) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ჰ40) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა;
ჰ43). (ამოღებულია - 21.07.2018, №3271);
ჰ44) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ45) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება;
ჰ47) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;
ჰ48) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას/დაწესებულებებს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, აგრეთვე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ დოკუმენტები;
ჰ49) სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა − სამინისტროს ან სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების, მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელზე ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლება ან საბაზო ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ჰ50) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე;
ჰ51) საერთაშორისო სკოლა − ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელსაც მართავს საერთაშორისო სკოლის მმართველი;
ჰ52) საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა − ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელსაც მართავს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი;
ჰ53) საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი − უცხო ქვეყანაში დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნამდე ჰქონდა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და სხვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ან ზედამხედველობის) არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას მართავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ჰ54) სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმში) შემავალი ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241
საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4209 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4431 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6014 – ვებგვერდი, 20.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1627 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2791 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №953 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1185 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3041 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3271 – ვებგვერდი, 31.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6287 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1035 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1548 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2251 – ვებგვერდი, 14.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3826 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 10 ივნისის კანონი №606 – ვებგვერდი, 12.06.2025წ.
მუხლი 3.
1. საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, მათ შორის, მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, მათ შორის, მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ბ) უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;
დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარებას, რაც გულისხმობს ავტორიზაციის სისტემის, აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) მექანიზმების ფუნქციონირებას;
ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში;
თ) უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სწავლის პირობების შესაქმნელად;
ე) ხელს უწყობს თავის ფ
არგლებში სპორტის განვითარებას;
ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;
თ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში;
ი) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესისა და სხვა ნიშნით;
ლ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
4. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისათვის – საორგანიზაციო საკითხებსა და პრიორიტეტების განსაზღვრაში;
ბ) სწავლების თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების დამტკიცების საკითხებში;
გ) სწავლის თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში;
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამეცნიერო კვლევის განხორციელება და ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულებით ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები.
6. სახელმწიფო უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებას.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №953 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6846 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3997 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 31.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა
დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4447 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
Выберите статью в документе для работы с ней