Law of Georgia
On the Calculation of the Subsistence Minimum
ძირითადი ნაწილი მუხლი 1. კანონის მიზნები ეს კანონი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ძირითადი სოციალური ნორმატივის – საარსებო მინიმუმის ფორმირებისა და გამოყენების პრინციპებს, მისი დამტკიცებისა და გადასინჯვის წესს.
ძირითადი ნაწილი მუხლი 1. კანონის მიზნები ეს კანონი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ძირითადი სოციალური ნორმატივის – საარსებო მინიმუმის ფორმირებისა და გამოყენების პრინციპებს, მისი დამტკიცებისა და გადასინჯვის წესს.
მუხლი 2.
საარსებო მინიმუმის ცნება
საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
მუხლი 3.
საარსებო მინიმუმის დანიშნულება
1. საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება:
ა) მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვისათვის;
ბ) მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის;
გ) ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის;
დ) სოციალური პროგრამების, ეროვნული მეურნეობის განვითარების ისეთი მოდელის შესამუშავებლად, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან.
2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური () გაიანგარიშებს საარსებო მინიმუმის ღირებულებას, რომლის საფუძველზედაც დგინდება თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის.
3. სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით სამომხმარებლო ფასების ზრდის შედეგად საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გაუარესებისას გადაისინჯება მინიმალური შემოსავლის ოდენობა საარსებო მინიმუმთან დადგენილი თანაფარდობის აღსადგენად.
4. აღნიშნულის საფუძველზე მინიმალური შემოსავლის ოდენობის გადასინჯვა ხდება ბოლო კორექტირებიდან სამი თვის შემდეგ.
5. სამომხმარებლო ფასების და ინფლაციის სტაბილიზაციის პირობებში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესაბამისად მოხდება შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ეტაპობრივი მიახლოება საარსებო მინიმუმთან.
საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2292 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.323
მუხლი 4.
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი
1. საარსებო მინიმუმი გაიანგარიშება ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე, მიმდინარე () საშუალო ფასების მიხედვით. ნორმატიული მეთოდის გამოყენებით ფორმირდება სასურსათო კალათა, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტიურ დონეს.
2. საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა.
მუხლი 5.
საარსებო მინიმუმის ნორმებისა და ნორმატივების განსაზღვრა
საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობას, ნორმებსა და ნორმატივებს ადგენს და აუცილებლობის შემთხვევაში გადასინჯავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3070 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 6.
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე.
საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2292 – სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.323
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 – ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1245 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3070 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
დასკვნითი დებულებანი
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7.
კანონის ძალაში შესვლა
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 17 აპრილი.
№649_IIს
.
Выберите статью в документе для работы с ней