Law of Georgia
On Special State Ranks
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდეგში – სპეციალური წოდებები) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
2. სპეციალური წოდებები წესდება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
გ) (ამოღებულია).
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ე1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
ე2) (ამოღებულია - 24.06.2025, №711);
ე3) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
ზ) (ამოღებულია – 05.05.2011, №4652);
თ) (ამოღებულია - 05.07.2018, №3134);
ი) (ამოღებულია - 26.06.2025, №766);
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ლ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4084);
მ) საქართველოს პროკურატურა;
ნ) (ამოღებულია - 26.06.2025, №807);
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი.
4. აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1889-სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.16
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4273-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.432
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5677-სსმI, №49, 28.12.2007წ., მუხ.432
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №222, სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.138
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №469-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.188
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №967-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.339
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4425-ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4462 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4652 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1799 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3959 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2614 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3134 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3290 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3818 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4084 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4266 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4400 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4900 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1327 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №711 - ვებგვერდი, 25.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №766 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №807 - ვებგვერდი, 30.06.2025წ.
მუხლი 2.
სპეციალური წოდებების კატეგორიები
სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
სპეციალური წოდებები
სპეციალური წოდებები
მუხლი 3.
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (გარდა გენერალური ინსპექციისა), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პროკურატურის სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
2. (ამოღებულია).
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი,უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი.
31. (ამოღებულია - 29.11.2019, №5400).
32. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
33. (ამოღებულია - 29.11.2019, №5400).
4. ამ მუხლის 11, მე-3 და 32 პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ წოდებებს წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №222, სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.138
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №469-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.188
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3134 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3818 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5400 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3701 - ვებგვერდი, 05.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3991 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 4.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.
3. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებებს – სამსახურის უფროსის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3101-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.226
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3393-სსმI, №5, 04.03.2004წ., მუხ.15
საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1623-სსმI, №33, 01.07.2005წ., მუხ.207
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4273-სსმI, №51,31.12.2006წ., მუხ.432
საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3722 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 5.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გარდა) წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე - პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ - მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ - პოლკოვნიკი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ - სერჟანტი/მასტერ - მიჩმანი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან - ლეიტენანტი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე - პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლკოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ - მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ - ლეიტენანტი/ადმირალი.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
3
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სისტემის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა) მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „პოლიციის“.
41. (ამოღებულია - 07.12.2017, №1709).
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის“.
5
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „სამოქალაქო უსაფრთხოების“.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2217-სსმI, №15,04.06.2003წ., მუხ.107
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3150-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.138
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5596 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1709 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4084 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 51.
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტანანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე - პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ - მაიორი, გენერალ - ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდების წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის“.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1889-სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.16
მუხლი
52
.
(ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5677-სსმI, №49, 28.12.2007წ., მუხ.432
საქართველოს 2008 10 დეკემბრის კანონი №672-სსმI, №38, 19.12.2008წ., მუხ.240
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3056-სსმI, №26, 20.05.2010წ., მუხ.176
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4425-ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4652 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
მუხლი 53.
()
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №967- სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.339
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1148-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.39
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1934-სსმI, №35, 19.11.2009წ.,მუხ.239
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2210-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.314
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1799 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3546 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3134 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 54. (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2985-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.151
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №766 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 55.
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „თავდაცვის“.
3. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური წოდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) განსაზღვრული კურსის გავლის შემთხვევაში პირს შეიძლება მიენიჭოს უმცროსი სპეციალური წოდება – უმცროსი სერჟანტი ან საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი;
ბ) განისაზღვრება ის თანამდებობები, რომლებზე დანიშვნის შემთხვევაშიც სპეციალური წოდების ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს ავტომატურად ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.
5. მორიგი წოდების მინიჭებისათვის შესაძლებელია შემოღებულ იქნეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474
მუხლი 56.
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „სახელმწიფო უსაფრთხოების“, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის სპეციალურ წოდებას − სიტყვა „დაზვერვის“.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3959 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №766 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 57.
()
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1709 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4084 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 58.
23.0
9.201
9წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1327 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №711 - ვებგვერდი, 25.06.2025წ.
Выберите статью в документе для работы с ней