Law of Georgia
on Supporting An Olympic Movement
--
--
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით
ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და ამ ინვესტიციების
დაცვის გარანტიებს.
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
ინვესტორი
− პირი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის
() ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს;
ბ)
ოლიმპიური სოფელი − ოლიმპიადის ჩასატარებლად საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოწყობილი ტერიტორია;
გ) ხელშეკრულება − საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
დ) კონტრაქტორი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს საწარმო, რომელიც ინვესტორის დაკვეთით
, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტ
ერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, საბაჟო საწყობის, სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ნაგებობებს, ან/და ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა
მშენებლობას;
ე) მშენებლობის დაწყების თარიღი − ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასაწყებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის პირველად გაცემის თარიღი.
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.
მუხლი 3.
ინვესტორის უფლებები
ინვესტორს უფლება აქვს:
ა)
ისარგებლოს ყველა
უფლებით
, რომლებ
ითაც სარგებლობს საქართველოში რეგისტრირებული
იურიდიული პირი;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე () საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, საბაჟო საწყობი, სპეციალური სავაჭრო ზონა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ობიექტები;
გ) საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად მოიზიდოს მშენებლობისათვის დამატებითი ინვესტიციები;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადებით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით;
ე) ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
მუხლი 4.
1. ინვესტორი და კონტრაქტორი გადასახადებით იბეგრებიან ამ კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ინვესტორი მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადისაგან:
ა.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო და დეკორაციული მასალების იმპორტისას;
ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას;
ა.გ) ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით) იმპორტისას;
ბ) მოგების გადასახადისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში;
გ) დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში.
3. ინვესტორს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უბრუნდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი.
4. ინვესტორი ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებით იბეგრება ამ ტერიტორიისათვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი განაკვეთით. ამასთანავე, იგი თავისუფლდება ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისაგან მშენებლობის დაწყების თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.
5. კონტრაქტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად ინვესტორისაგან მიღებული/მისაღები ანაზღაურების ნაწილში თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში.
6. მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის გასვლის შემდეგ ინვესტორსა და კონტრაქტორს უფლება არა აქვთ, გამოქვითონ წინა პერიოდის აუნაზღაურებელი ზარალი (ასეთი ზარალის არსებობის შემთხვევაში).
7. ინვესტორის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში ქონების ახალ მესაკუთრეზე (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინვესტორისა) არ გავრცელდება ამ მუხლით ინვესტორისათვის გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის რეჟიმი.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6938-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.
მუხლი 6.
დავის გადაწყვეტის წესი
ინვესტორსა და სახელმწიფო დაწესებულებას
შორის დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოში,
თუ მისი გადაწყვეტის წესი ხელშეკრულე
ბით არ არის განსაზღვრული.
მუხლი 7.
1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ
. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 15 მაისი.
№6175-რს
Выберите статью в документе для работы с ней