Law of Georgia
On Competition
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. ეს კანონი
ადგენს
თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის
პრინციპებს, რაც
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია.
2. ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს
კომპეტენცია
.
3. ეს კანონი ვრცელდება:
ა) ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი თანამდებობის პირის და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იწვევს ან/და რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ქვეყნის სა
ზღვრების გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას ან/და არსებითად აუარესებს კონკურენტულ გარემოს.
4. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) შრომით ურთიერთობებზე;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უფლებები კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისათვის გამოიყენება;
გ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126);
დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებზე.
5. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5662 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 2.
კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ:
ა) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა;
ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისთვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, გადაწყვეტილებისა და შეთანხმებული ქმედების აკრძალვა და იმ კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა;
ე) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების ან/და შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც არამართლზომიერად ზღუდავს კონკურენციას;
ვ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 3.
კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეკონომიკური აგენტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა გაერთიანება ან ასოციაცია, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, განურჩევლად რეზიდენტობისა, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმისა;
ბ) კონკურენცია – შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ
ეკონომიკურ აგენტებს შორის
მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად;
გ)
კონკურენტი ეკონომიკური აგენტი
–
შესაბამის ბაზარზე მოქმედი ან პოტენციური ეკონომიკური აგენტი;
დ)
პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტი − დაინტერესებული ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს დასაბუთებული განზრახვა შესაბამის ბაზარზე შესასვლელად;
ე) არაკონკურენტი ეკონომიკური აგენტი
− ეკონომიკური აგენტი, რომელიც არ არის კონკურენტი ეკონომიკური აგენტი;
ვ) ურთიერთჩანაცვლებადი საქონელი
და მომსახურება – საქონელი ან საქონელთა ჯგუფი ან/და მომსახურება ან მომსახურებათა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, მოთხოვნის არსებითად დაკმაყოფილების ან სხვა მახასიათებლების მიხედვით შეიძლება მეორით ჩანაცვლდეს მოხმარების ან/და საწარმოო პროცესში;
ზ) შესაბამისი ბაზარი – საქონლის, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება საქონლის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად;
თ) ().
ი) დომინანტური მდგომარეობა – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისგან, მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუკი სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები არ ჩაითვლება/არ ჩაითვლებიან დომინანტური მდგომარეობის მქონედ/მქონეებად, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. ორი ან ორზე მეტი ეკონომიკური აგენტიდან თითოეული ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ, თუ ისინი არ განიცდიან მნიშვნელოვან კონკურენციას განსახილველი ჯგუფის შიგნით და მის მიღმა შესაბამის ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტებისგან, ნედლეულის წყაროს და გასაღების ბაზრის შეზღუდული ხელმისაწვდომობის, შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამასთანავე:
ი.ა) არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;
ი.ბ) არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;
კ) (ამოღებულია - 21.03.2014, №2159);
ლ) ურთიერთდამოკიდებული პირები – პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან/და მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან:
ლ.ა) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და იმავდროულად სხვა ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;
ლ.ბ) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იმავდროულად ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;
ლ.გ) პირი, რომელიც ფლობს ერთი ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას და იმავდროულად – სხვა ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;
ლ.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებული პირები;
მ) კონტროლი – ისეთი მდგომარეობა, როდესაც პირს შეუძლია პირდაპირ ან არაპირდაპირ არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკური აგენტის გადაწყვეტილებაზე და იმავდროულად:
მ.ა) პირი ფლობს ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დანიშნოს მმართველი ორგანოს წევრთა უმრავლესობა;
მ.ბ) პირი ფლობს საოპერაციო აქტივებს მთლიანად ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს;
მ.გ) პირი არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
მ.დ) პირს აქვს მნიშვნელოვანი ხმის უფლება გარიგებებზე;
ნ) განმცხადებელი – პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს;
ო) მომჩივანი – ეკონომიკური აგენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს;
ო1) თანამშრომლობის პროგრამა − კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირის ამ კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სპეციალური წესი;
პ) ჰორიზონტალური შეთანხმება – შეთანხმება წარმოების რგოლის ან/და სადისტრიბუციო რგოლის ერთსა და იმავე დონეზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს ან/და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის;
ჟ) ვერტიკალური შეთანხმება − შეთანხმება შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს ან/და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომელთაგან თითოეული, ამ შეთანხმების მიზნებისთვის, მოქმედებს წარმოების რგოლის ან/და სადისტრიბუციო რგოლის სხვადასხვა დონეზე, ამასთანავე, ეს შეთანხმება ეხება მხარეების მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენის ან/და გაყიდვის პირობებს;
რ) ეკონომიკის რეგულირებადი სფერო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სფერო, მუნიციპალური მომსახურების სფერო, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვრება და სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება;
ს) სახელმწიფო დახმარება – სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისთვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება;
ტ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო – სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, სახელმწიფოს სახელით მოქმედი შუამავალი ეკონომიკური აგენტი, რომელიც სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნით შესაბამის უფლებამოსილებას პირდაპირ ან არაპირდაპირ იყენებს;
უ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126);
ფ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126).
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6544 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1040 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1586 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5650 – ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
მუხლი 4.
1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
კანონი
№1040 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014
წლის 21
მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შეზღუდვა და კონცენტრაცია
ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შეზღუდვა და კონცენტრაცია
მუხლი 5.
1. დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
2. ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს და საბაზრო ძალაუფლებას განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 6.
1. ერთი ეკონომიკური აგენტის ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის (ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის შემთხვევაში) მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
2. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);
ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;
გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 7.
1. აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შემდგომ – შეთანხმება), კერძოდ:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);
ბ) წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა;
გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება;
დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
ე) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალული შეთანხმება ბათილია, თუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი გამონაკლისები.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 8.
1. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება;
ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება;
გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური შეთანხმების, ისე ვერტიკალური შეთანხმების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ შეთანხმებად ან ვერტიკალურ შეთანხმებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 9.
1. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას, თუ ეს დებულებები:
ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან;
ბ) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასაბუთება ევალებათ შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს.
3. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისები, რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
მუხლი 10.
სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა
სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება:
ა) კავშირის, ასოციაციის, გაერთიანების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურის შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებას ან შეზღუდვას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი შეღავათის დაწესება, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური საქმიანობის ან/და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციისთვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა ან არსებული სახელმწიფო სტრუქტურისთვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც შეზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეკონომიკურ აგენტს დომინანტურ მდგომარეობას უქმნის, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნასა და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2014
წლის 21
მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 101.
მარეგულირებელი ქმედების კონკურენტული ეფექტის შეფასება
კონკურენციის პროცესის ადვოკატირების უზრუნველსაყოფად სააგენტო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე აფასებს ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებულ მისაღებ გადაწყვეტილებებსა და სამართლებრივ აქტებს, განსახორციელებელ საპრივატიზებო და საინვესტიციო პროექტებს მათი ამ კანონთან შესაბამისობის დადგენისათვის.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 11.
1. კონცენტრაცია არის:
ა) ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმა, რის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი წარმოიქმნება;
ბ) ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირი ან ირიბი, სრული ან ნაწილობრივი კონტროლის მოპოვება სხვა ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის მიერ ან სხვა ისეთი ერთი ან რამდენიმე პირის მიერ, რომელიც/რომლებიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის/არ არიან მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად/ეკონომიკურ აგენტებად და რომელიც/რომლებიც უკვე აკონტროლებს/აკონტროლებენ სულ მცირე ერთ ეკონომიკურ აგენტს;
გ) ერთობლივი საწარმოს შექმნა, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას.
2. კონცენტრაციის მიზნებისთვის კონტროლის განსახორციელებლად გამოიყენება ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთად ქმნის ეკონომიკურ აგენტზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, კერძოდ:
ა) ეკონომიკური აგენტის წილის ფლობა, ამ წილის ან/და მისი აქტივების სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლება;
ბ) უფლება (ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და სხვა), რომელიც იძლევა ეკონომიკური აგენტის მმართველი ორგანოების შემადგენლობაზე, ხმის უფლებასა და გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას.
3. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
4. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, დაუშვებელია.
5. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს.
6. იმ პირების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომლებსაც ეკისრებათ ამ კანონის 111 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია არსებობდეს სააგენტოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შესახებ. სააგენტოს უარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
7. თუ განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შეიძლება სააგენტოს შესთავაზოს/შესთავაზონ ოპერაციის ცვლილების (მოდიფიკაციის) განხორციელება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოდიფიკაციის შედეგად კონცენტრაცია დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააგენტოს გადაწყვეტილებაში შეიძლება მითითებული იყოს ინფორმაცია კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების თაობაზე და მისი განხორციელების ვადა.
9. თუ კონცენტრაცია განხორციელდა და კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შესაბამის ვადაში არ განახორციელა/არ განახორციელეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, სააგენტო მას/მათ აკისრებს ჯარიმას ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს/დაეკისროთ სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
საქართველოს 2014
წლის 21
მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
მუხლი 11
1. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება
1. სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
2. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.
3. სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისთვის დაწესებული საფასური შეადგენს 5 000 ლარს, რომელიც შეიტანება სააგენტოს ბიუჯეტში.
4. სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია ამ კანონის რეგულირების სფეროში, და ამის შესახებ აცნობებს აღნიშნული შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს.
5. თუ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა ამ კანონის რეგულირების სფეროში, სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვას იწყებს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია აღნიშნული შეტყობინება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 25 სამუშაო დღისა განიხილოს და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;
ბ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი არ იყოს ან თუ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი საკითხის დამატებით შესწავლა.
7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიუღებლობა დადებით პასუხად მიიჩნევა.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაცული უნდა იქნეს კონცენტრაციის მონაწილე პირთა შესახებ მონაცემების კონფიდენციალურობა. ამასთანავე, ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და ეკონომიკის სფეროს/ბაზრის თაობაზე, რომელსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება განიხილოს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ამ ვადაში სააგენტოს მიერ აღნიშნულ შეტყობინებაზე პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად მიიჩნევა.
10. სააგენტოს უფლება აქვს, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ახალი ვადა, რაც ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების შეჩერების საფუძველია.
11. ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.
12. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.
13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარუდგენლობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, განსაზღვრავს ამ შეტყობინების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
14. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ კონცენტრაციის განხორციელებისას ან/და ამ მუხლის მე-11 ან მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის შედეგად უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს/დაეკისროთ სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
საქართველოს 2014
წლის 21
მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
მუხლი 11
2. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება
1. კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში სააგენტოსთვის კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ:
ა) კონცენტრაცია გადახდისუუნარობის შედეგია და ხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროცესში კონტროლს მოიპოვებს ვალაუვალი საწარმოს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც ვალაუვალი საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან;
ბ) კონტროლი მოიპოვება დროებით, იმ პირობით, რომ არ იქნება გამოყენებული წილის ფლობით მოპოვებული უფლებები (), გარდა ინფორმაციის მიღების, წილის/აქციების გაყიდვისა და დივიდენდის მიღების უფლებებისა და სესხის უზრუნველყოფის შემთხვევაში საკუთრებაში მიღების უფლებისა;
გ) კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებს ეხება.
2. თუ კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარე ეკონომიკის ერთი რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტია, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს ეკონომიკის აღნიშნული რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, ამ მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძვლების გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7167 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
1. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
1. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
მუხლი 113.
1. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაუშვებელია.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერ კონკურენციად მიიჩნევა ეკონომიკური აგენტის ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტისა და მომხმარებლის ინტერესებს, მაგალითად:
ა) კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის მეშვეობით) საქონლის ან/და მომსახურების თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებს;
ბ) ეკონომიკური აგენტის მიერ მხარის შეცდომაში შესაყვანად გარიგების ნამდვილი მიზნის დამალვა და ამით კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება;
გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (საწარმოზე, პროდუქციაზე, სამეწარმეო საქმიანობასა და სავაჭრო საქმიანობაზე არასწორი წარმოდგენის შექმნა), მისი უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია;
დ) კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება;
ე) სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ან სავაჭრო ინფორმაციის ან კომერციული საიდუმლოების მისი მფლობელის თანხმობის გარეშე მიღება, მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება;
ვ) შემსყიდველის, მიმწოდებლის, მისი თანამშრომლის ან გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოსყიდვა, რათა მან დამქირავებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს ან უგულებელყოს მომხმარებლის ინტერესები;
ზ) ბოიკოტისკენ მოწოდება.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
სახელმწიფო დახმარება
სახელმწიფო დახმარება
მუხლი 12.
1. აკრძალულია სახელმწიფო დახმარება, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, თუ ის:
ა) გაიცემა ინდივიდუალური მომხმარებლისათვის სოციალური დახმარების სახით, იმ პირობით, რომ დახმარება არ გამოიწვევს შესაბამისი საქონლის/მომსახურების მწარმოებლის დისკრიმინაციას;
ბ) მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენის ან ფორსმაჟორული გარემოების შედეგების აღმოფხვრას;
გ) მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელებას;
დ) მიზნად ისახავს საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული უფლების განხორციელებას ან მოვალეობის შესრულებას;
ე) გაიცემა ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების სახით, უმნიშვნელო ოდენობით. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ვ) მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტის განხორციელებას, თუ ამის თაობაზე საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება.
3. სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას ან არ ქმნის მისი მნიშვნელოვნად შეზღუდვის საშიშროებას და რომელიც გაიცემა:
ა) გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისათვის;
ბ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 13.
1. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმის, ოდენობისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის თაობაზე.
3. სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარუდგენს იმის დასაბუთებას, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება არსებითად არ ზღუდავს კონკურენციას.
4. სააგენტო მისთვის წარდგენილი განცხადების (ინფორმაციის) საფუძველზე ამოწმებს გასაცემი სახელმწიფო დახმარების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა გასცემს სათანადო დასკვნას. საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეს ვადა შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს. დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ დასკვნის გაუცემლობა თანხმობად მიიჩნევა.
5. სააგენტოს უფლება აქვს, სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს ან/და მიმღებ ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას სააგენტო წარუდგენს სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს და საქართველოს მთავრობას.
7. საქართველოს მთავრობა, რომელსაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა წარედგინა, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საკითხზე.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 14.
1. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, რომელიც სააგენტოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრში შეტანას.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრის წარმოების პროცესში სააგენტო დაადგენს, რომ გაცემული ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობას, იგი ამზადებს სათანადო დასკვნას და მას უგზავნის როგორც სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს, ისე მის ზემდგომ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
მუხლი 15.
გაცემული სახელმწიფო დახმარების გასაჩივრება
თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს შესაბამის ბაზარზე კონკურენციას ან/და დარღვეულია კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურასთან დაკავშირებით, პირს, რომელსაც უშუალოდ მიადგა ზიანი, შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს გაცემული სახელმწიფო დახმარება.
სააგენტო
სააგენტო
მუხლი 16.
1. კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო.
2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით.
3. სააგენ
ტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
4. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.
41. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოში დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას, კერძოდ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ახორციელებს შესწავლას და სათანადო დასკვნას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
42. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას.
43. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას.
5. სააგენ
ტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის.
6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის.
7. (ამოღ
ებულია - 16.09.2020, №7126).
8. სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
9. სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
10. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №524 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3111 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
მუხლი 17.
1. სააგენტოს საქმიანობის პრინციპებია: დამოუკიდებლობა, არადისკრიმინაციულობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
2. სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მისი გადაწყვეტილება საჯარო უნდა იყოს.
მუხლი 171.
1. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.
3. სააგენტოს თავმჯდომარე განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.
4. სააგენტოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს).
5. სააგენტოს თავმჯდომარედ ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) აქვს ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
გ) აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;
დ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
6. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
მუხლი 172.
სააგენტოს ფუნქციები
სააგენტოს ფუნქციებია:
ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;
ბ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად ამ ბაზრების მონიტორინგი;
გ) ამ კანონის მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კონკურენტული ეფექტის სავალდებულო შეფასება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება და მიღება;
დ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
დ1) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ე) მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა;
ზ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;
თ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებში საზოგადოების გათვითცნობიერება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა;
თ1) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
თ2) „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ი) სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3111 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
მუხლი 18.
1. სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;
ბ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;
გ) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ;
დ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი;
ვ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად;
ზ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ზ1) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;
ზ2) ეკონომიკურ აგენტს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები;
თ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;
ი) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში;
კ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126);
ლ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ ამ კანონის არაერთგზის დარღვევისას სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ ეკონომიკური აგენტის დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია;
ლ1) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე;
ლ2) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ;
მ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
ნ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას.
ო) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს 1 წლის ვადით გადანაწილების თაობაზე.
2. სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია:
ა) ამ კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;
ბ) აღნიშნულ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
გ) ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი საკითხი განსახილველად დასვას ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;
დ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
ე) აღნიშნულ ორგანოს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე;
ზ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტაციის მიღება;
თ) ამ კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული საქმის მოკვლევის ფარგლებში აღნიშნულ ორგანოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;
ი) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისგან სააგენტოს მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვისა და მიღების მიზნით.
3. სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3111 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
Выберите статью в документе для работы с ней