Law of Georgia
On Establishing the Legal Entity Under Public Law (LEPL) Called '112' of the Ministry of Internal Affairs of Georgia
ზოგადი დებულებები
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
() შექმნა,
მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა
და მიმართულებების განსაზღვრა.
მუხლი 2.
„112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
„112“-ის
საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობა და „112“-ის
დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი ().
ძირითადი დებულებები
ძირითადი დებულებები
მუხლი 3.
„112“-ის სამართლებრივი სტატუსი
„112“
არის ამ კანონით დაფუძნებული, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 4.
1. „112“-ის
მიზანია სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „
112“-ის − საშუალებით.
2. „112“-ის
საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება,
შეფასება და მათზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისათვის
ინფორმაციის მიწოდება;
ბ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების მართვის მიზნით სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობა;
გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების
აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
დ) „112“-ის
კომპეტენციისთვის
მიკუთვნებულ
საკითხებზე საქართველო
ს და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ე) საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. „112“-ის
საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევები, „112“-ის
ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“-ის
დებულებით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეიძლება გამოიცეს მინისტრის ნორმატიული აქტი.
მუხლი 5.
1. „112“-ს
ხელმძღვანელობს „112“-ის
დირექტორი
, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. „112“-ის
დირექტორი
:
ა) წარმოადგენს „112“-ს
;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს სამართლებრივ აქტს) „112“-ის
კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე;
გ) თანამდებობებ
ზე ნიშნავს და თანამდებობებ
იდან ათავისუფლებს „112“-ის
თანამშრომლებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს „112“-ის
სახსრებსა და ქონებას;
ე) ახორციელებს „112“-ის
დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. „112“-ის
დირექტორს
ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობებ
ზე ნიშნავს და თანამდებობებ
იდან ათავისუფლებს „112“-ის
დირექტორი
.
4. „112“-ის
დირექტორის
მოადგილეების რაოდენობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“-ის
დებულებით.
მუხლი 6.
1. „112“
თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების
მეშვეობით.
2. „112“-ის
სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების
კომპეტენცია განისაზღვრება „112“-ის
დებულებით.
მუხლი 7.
1. „112“-ს
საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. „112“-ის
ქონება შედგება
ძირითადი და საბრუნავი საშუალებების
, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა
და ფინანსური რესურსებისაგან
, რომლებ
იც აისახება „112“-ის
დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 8.
1. „112“-ის
დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
გ
) „112“-ის
მომსახურების საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე
) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. „112“-ის
მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელი პირების წრეს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა
.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება „112“-ის
მიზნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობას
.
მუხლი 9.
„112“-ის სახელმწიფო კონტროლი
„112“-ის
სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო.
მუხლი 10.
„112“-ის საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი
„112“-ის
საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 11.
1.
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრმა 2012
წლის 1 იანვრამდე
:
ა) დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
დებულება;
ბ) თანამდებობაზე დანიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
დირექტორი;
გ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
შექმნისათვის აუცილებელი სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
2
. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“-ისათვის
გადაცემა.
მუხლი 12.
კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ნოემბერი.
№
5339-IIს
Выберите статью в документе для работы с ней