TITLE: On Approval of Temporary ID card Form No.: 52 DATE: 15/11/2014 TYPE: Order of Minister of Georgia On Approval of Temporary ID card Form +
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №52 2014 წლის 15 ნოემბერი ქ. თბილისი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის თანდართული ფორმა. 2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი Cancel Save Annotate
--
--
Выделенная статья
📄Статья не выбрана
Выберите статью в документе для работы с ней
☰
🔍
Поиск
💬
Чат
🌐
Перевод
✕
Поиск по документу
✕
Результаты поиска появятся здесь
↑
↓
Чат с GPT помощником
Здравствуйте! Чем могу помочь? У Вас есть вопросы по документу?