On the Determination of Specific Measures in Public Institutions to Prevent the Possible Spread of the
Номер: 529
Тип закона: Decree of the Government of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 12/03/2020
Дата вступления в силу: --
TITLE: On the Determination of Specific Measures in Public Institutions to Prevent the Possible Spread of the Novel Coronavirus (COVID-19) No.: 529 DATE: 12/03/2020 TYPE: Decree of the Government of Georgia On the Determination of Specific Measures in Public Institutions to Prevent the Possible Spread of the Novel Coronavirus (COVID-19) + საქართველოს მთავრობის განკარგულება №529 2020 წლის 12 მარტი ქ. თბილისი ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: 1. (ამოღებულია - 29.03.2022, №537). 2. (ამოღებულია - 29.03.2022, №537). 3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში (მათ შორის, შენობა-ნაგებობებში) ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვა. 4. (ამოღებულია - 29.03.2022, №537). 41. (ამოღებულია - 29.03.2022, №537). 5. დასაქმებულმა პირებმა მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ექიმს, აგრეთვე აცნობონ დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურს/თანამდებობის პირს, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა. 6. ეპიდემიური საფრთხის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შინაგანაწესის შესაბამისად განსაზღვროს დაწესებულების თანამშრომელთა სამუშაო (მათ შორის, დისტანციურ) რეჟიმზე ყოფნის წესები და პირობები. შენიშვნა: დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება. 7. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა/დაწესებულებებმა/უწყებებმა უზრუნველყონ, ამ განკარგულების გათვალისწინებით, შიდაუწყებრივი სხვა დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში. 8. მიეცეს რეკომენდაცია ყველა პირს, მათ შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იხელმძღვანელონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული დებულებებით. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Cancel Save Annotate
--
--
Выделенная статья
📄Статья не выбрана
Выберите статью в документе для работы с ней
☰
🔍
Поиск
💬
Чат
🌐
Перевод
✕
Поиск по документу
✕
Результаты поиска появятся здесь
↑
↓
Чат с GPT помощником
Здравствуйте! Чем могу помочь? У Вас есть вопросы по документу?