Law of Georgia
On the Procedure for Enforcing
TITLE: On the Procedure for Enforcing Non-Custodial Sentences and Probation No.: 4956 DATE: 19/06/2007 TYPE: Law of Georgia საქართველოს კანონი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესსა და პირობებს, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, ამ კანონის შესასრულებლად გამოსცეს ბრძანება ამავე კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები 1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ; დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ; ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №954); ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ; ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ. 2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ; ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე). 21. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას. 22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესრულდება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. 4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2398 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №986 – ვებგვერდი, 17.10.2025წ. მუხლი 3. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. 2. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სააგენტოს უფროსის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. 4. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. 5. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან. 6. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის მოქმედება. 7. სააგენტოს სხვა თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 8. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების აღსრულებას და როგორც სასჯელის დანიშვნისას, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად ან თავისი ტერიტორიული ორგანოების – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიურო) მეშვეობით. 9. (ამოღებულია - 15.12.2023, №3990). 10. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულისა და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისთვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისთვის, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისთვის, მსჯავრდებულზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისთვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის), აგრეთვე მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია. 101. სააგენტო ახორციელებს „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 11. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში სააგენტო და პრობაციის ბიუროები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3990 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №341 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. მუხლი 4. (ამოღებულია) საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №434 - სსმ I, №31, 12.11.2008 წ., მუხ.204 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №964 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.336 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4329 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 5. პრობაციის ბიურო 1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით. 11. თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი), სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. 2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი. 3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი. 31. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას. 4. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. 2. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნისა. 3. მსჯავრდებულსა და სააგენტოს სხვა ბენეფიციარზე, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიუხედავად, თანაბრად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სააგენტო ვალდებულია დაიცვას მის ბენეფიციართა უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე მათი თანასწორობა. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481 საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 7. სააგენტოს მიზანი
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
კანონის გამოყენების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესსა და პირობებს, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, ამ კანონის შესასრულებლად გამოსცეს ბრძანება ამავე კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
მუხლი 2.
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები
1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ;
დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ;
ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №954);
ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ;
ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ.
2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ;
ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;
გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე).
21. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას.
22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესრულდება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2398 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №986 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
მუხლი 3.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
2. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სააგენტოს უფროსის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.
4. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.
5. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.
6. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის მოქმედება.
7. სააგენტოს სხვა თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
8. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების აღსრულებას და როგორც სასჯელის დანიშვნისას, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად ან თავისი ტერიტორიული ორგანოების – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიურო) მეშვეობით.
9. (ამოღებულია - 15.12.2023, №3990).
10. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულისა და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისთვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისთვის, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისთვის, მსჯავრდებულზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისთვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის), აგრეთვე მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია.
101. სააგენტო ახორციელებს „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
11. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში სააგენტო და პრობაციის ბიუროები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3990 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №341 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
მუხლი 4.
ამოღებულია
()
საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №434 - სსმ I, №31, 12.11.2008 წ., მუხ.204
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №964 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4329 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
მუხლი 5.
პრობაციის ბიურო
1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით.
11. თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი), სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი.
3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი.
31. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას.
4. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
მუხლი 6.
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.
2. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
3. მსჯავრდებულსა და სააგენტოს სხვა ბენეფიციარზე, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიუხედავად, თანაბრად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სააგენტო ვალდებულია დაიცვას მის ბენეფიციართა უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე მათი თანასწორობა.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
მუხლი 7.
--
სააგენტოს მიზანი