Law of Georgia
On the Unified State Registry of Information
ზოგადი დებულებები
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო სექტორში არსებული რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნას, ასევე საჯარო სექტორში ინფორმაციის მიღებას, გადაცემასა და თავსებადობას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, მოაწესრიგოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების შექმნის, გამოყენებისა და შეცვლის ძირითადი პრინციპები, განახორციელოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების წესების სტანდარტიზაცია და განსაზღვროს სახელმწიფოს ინფორმაციული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების სფეროში.
მუხლი 2.
კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მონაცემი – ფაქტებისა და იდეების წარმოდგენა ფორმალიზებული სახით, რომელიც მათ გამოსადეგს ხდის საინფორმაციო პროცესში გადაცემისა და დამუშავებისათვის;
ბ) მონაცემის მფლობელი – პირი ან ორგანიზაცია, რომელიც გასცემს კონკრეტული მონაცემის ხელმისაწვდომობის უფლებამოსილებას და ვალდებულია შეინარჩუნოს მონაცემის სისწორე, ერთიანობა და დროულობა;
გ) მონაცემის დამუშავება – მონაცემის შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, ნახვა, ამოღება, გამოყენება, გადაცემა, კომბინირება, დახურვა, წაშლა ან განადგურება, ან ამ ქმედებების ნებისმიერი ერთობლიობა, ქმედების განხორციელების
ან გამოყენებული საშუალების მიუხედავად;
დ) მონაცემთა ბაზა – სისტემური ან მეთოდური წესით დალაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალების კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ეს ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;
ე) მონაცემთა ბაზის წარმოება – მონაცემების დამუშავება, მონაცემების დამუშავების ჩანაწერების შენახვა,
მონაცემთა დაცვა და ამ ქმედებების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
ვ) რეესტრის სუბიექტი – ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო ან ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მონაცემების შექმნას, შეცვლას, წაშლას ან განადგურებას;
ზ) ინფორმაციული სისტემა – საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას;
თ) რეესტრი – საგნების, სახელების, ქმედებების ან სხვა ინფორმაციის ფორმალური ან/და ოფიციალური ჩანაწერი;
ი) მომსახურება – რეესტრის სუბიექტის მიერ შემოთავაზებული მომსახურება (), რომლის დაწესებულებისათვის ან/და მომხმარებლისათვის გამოყენება მოითხოვს მონაცემების დამუშავებას
;
კ) კატალოგი – მონაცემების სისტემატიზებული სია ან ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მათ აღწერილობას;
ლ) ბიზნესპროცესი − ერთმანეთთან დაკავშირებული საქმიანობების ან ამოცანების სტრუქტურირებული ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება გარკვეული პროდუქტი ან მომსახურება მომხმარებლისათვის ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის;
მ)
ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – თანაბარი რესურსების პირობებში ტექნოლოგიის კონკრეტული სახისათვის დაუსაბუთებელი უპირატესობის თავიდან აცილება;
ნ) არქივირება – ისტორიული მნიშვნელობის მქონე ან/და არააქტიური ჩანაწერების, დოკუმენტების ან სხვა მონაცემების არქივში შენახვა.
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი
მუხლი 3.
1. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არის რეესტრის სუბიექტის
მონაცემთა ბაზების,
რეესტრების,
მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების ერთიანი კატალოგი,
რომლის მიზანია საქართველოს საჯარო სექტორში არსებული საინფორმაციო რესურსების აღწერა, ინფორმაციასთან მუშაობის ერთიანი სტანდარტების დადგენა, ინფორმაციული სისტემების კოორდინაცია და თანამიმდევრული განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ერთიანი ინფორმაციული პოლიტიკის ხელშეწყობა და საჯარო რესურსების ეფექტიანად გამოყენება.
2. ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ციფრული მმართველობის სააგენტო (შემდგომ − ციფრული მმართველობის სააგენტო).
3. ციფრული მმართველობის სააგენტო კოორდინაციას უწევს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტების დადგენასა და შესრულებას.
4. ციფრული მმართველობის სააგენტო შესაბამის რეესტრის სუბიექტს უწევს რეკომენდაციებს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის, გამოყენების, შეცვლის, განვრცობის, სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, მომსახურებასთან ან ინფორმაციულ სისტემასთან კომბინირების, თავსებადობის, გაუქმებისა და სხვა საკითხებზე.
5. ციფრული მმართველობის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეესტრის სუბიექტის საქმისწარმოების წესების შეცვლისა და მოდერნიზაციის შესახებ რეკომენდაციებს, რომლებიც ელექტრონული დოკუმენტაციის ბრუნვის გამარტივებას ემსახურება.
6. ციფრული მმართველობის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის მიერ მომსახურების შექმნის, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესახებ.
7. ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში არ შედის ისეთი ინფორმაცია და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო საიდუმლოებაა.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
მუხლი 4.
1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნიდან არაუგვიანეს 30 დღისა ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს.
2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის და ამის შესახებ ამ კანონის თანახმად შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის მომენტად ითვლება მომხმარებლის მიერ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის დანიშნულებისამებრ საწყისი გამოყენება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება
მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის
წარმოებაში ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებაზე
, რომელიც ცვლის მის შინაარსს, აფართოებს ან ავიწროებს მის ფარგლებს, გავლენას ახდენს მასთან ურთიერთობაზე ან თანმდევ ბიზნესპროცესებზე, ამასთანავე, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე მონაცემზე.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
მუხლი 5.
1.
რეესტრის სუბიექტის
ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული
წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც აღწერს ოპერაციულ და საინფორმაციო
-ტექნოლოგიურ გარემოს.
2. ოპერაციული გარემოს შესახებ მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მონაცემის მფლობელის ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია და მისი ძირითადი საქმიანობის აღწერილობა;
ბ)
მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის
აღწერილობა და წარმოების მიზანი;
გ) საქმისწარ
მოების წესი, რომელიც გამოიყენება
მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის
წარმოებისათვის, ინფორმაციის დამუშავების ბიზნესპროცესის მოკლე აღწერილობა
და სხვა ინფორმაცია, რომელიც აღწერს მონაცემთა ბაზის,
რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის
წარმოების პროცესს
.
3. საინფორმაციო-ტექნოლოგიური გარემოს შესახებ მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის
მიმართ გამოყენებადი ტექნიკური სტანდარტები;
ბ)
მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის
ადმინისტრატორის ან სხვა უფლებამოსილი პირის საკონტაქტო მონაცემები;
გ)
მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისათვის
პასუხისმგებელი პირის/ორგანოს
ან უფლებამოსილი პირის მონაცემები, თუ ასეთი არსებობს;
დ) მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ზომები.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მიწოდების პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებს, ფორმატსა და გზებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
მუხლი 6.
1.
რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზა, რეესტრი, მომსახურება ან ინფორმაციული სისტემა შეიძლება განივრცოს ან კომბინირებულ იქნეს სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, მომსახურებასთან ან ინფორმაციულ სისტემასთან, თუ:
ა) განვრცობა ან კომბინირება აუცილებელია რეესტრის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების უფრო ეფექტიანად შესრულებისათვის;
ბ) რეესტრის სუბიექტს ნორმატიული აქტით ეკისრება ახალი ფუნქციის შესრულება, რომლის სათანადოდ შესრულებისათვის აუცილებელია განვრცობა ან კომბინირება.
2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის განვრცობის ან კომბინირების შესახებ შეტყობინება ეგზავნება ციფრული მმართველობის სააგენტოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
მუხლი 7.
1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმებამდე, განადგურებამდე, არქივირებამდე ან გადაცემამდე 30 დღით ადრე შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს, რომელიც გასცემს რეკომენდაციას მისი გაუქმების, განადგურების, არქივირების ან გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
მუხლი 8.
1. ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ ახორციელებს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის რაიმე ფორმით გარჩევას, დამუშავებას ან შეცვლას. იგი ინარჩუნებს ინფორმაციულ ნეიტრალიტეტს.
2. ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ არის პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების შესრულებისთვის იმ ფუნქციების ფარგლებში, რომლებიც გულისხმობს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზებში, რეესტრებში ან ინფორმაციულ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემების ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისთვის ხელმისაწვდომობას.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
მუხლი 9.
1. ციფრული მმართველობის სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შედეგად რეესტრის სუბიექტს გაუწიოს რეკომენდაცია, თავი შეიკავოს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნისგან, შეცვლისგან, განვრცობისგან, კომბინირებისგან, გაუქმებისგან, განადგურებისგან, არქივირებისგან ან გადაცემისგან, თუ აღნიშნული ქმედება შეიძლება სხვა სისტემის ან სისტემების ფუნქციონირების შემაფერხებელ ფაქტორად იქნეს მიჩნეული ან/და თუ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოება ან მასში მონაცემების დამუშავება არ შეესაბამება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს ან/და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
2. რეესტრის სუბიექტის მიერ მისთვის ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის/შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტო შესაბამისი უწყების ინფორმაციის გადაცემისთვის პასუხისმგებელ პირს წერილობით გაფრთხილებას უგზავნის. ინფორმაციის განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტო რეესტრის სუბიექტის ხელმძღვანელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელშიც აღწერილია ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) ფაქტი და მითითებულია რეკომენდაციები მის აღმოსაფხვრელად.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემის წარმოების ძირითადი პრინციპები
მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემის წარმოების ძირითადი პრინციპები
მუხლი 10.
მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში მონაცემების დამუშავების პრინციპები
რეესტრის სუბიექტს უფლება აქვს, მის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში შეაგროვოს () მხოლოდ ისეთი მონაცემები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად, ან მხოლოდ მაშინ, თუ მონაცემების ამგვარი დამუშავება უშუალოდ გათვალისწინებულია ნორმატიული აქტით.
მუხლი 11.
მონაცემთა ბაზაში,
რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში
მონაცემების ხელმისაწვდომობა
რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში შენახული () მონაცემები
საჯაროა და ხელმისაწვდომია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთან წვდომა ან მისი გამოქვეყნება შეზღუდულია კანონით.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 12.
გარდამავალი დებულება
რეესტრის სუბიექტის ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოქმედი მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის
შესახებ წერილობითი შეტყობინება
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს
მიეწოდება ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 90 დღისა.
მუხლი 13.
კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ
. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 5 მაისი.
№4634-
Iს
Выберите статью в документе для работы с ней