Law of Georgia
On the Procedure for Registering Motor Vehicles Purchased in Good Faith and Brought into the Customs Territory of Georgia Covertly or by Circumventing Customs Control
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწესრიგება, მათი რეგისტრაცია, მათთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლება.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59
43
– ვებგვერდი, 12.04.2012წ.
მუხლი 2.
კანონის რეგულირების სფერო
1. ().
2. ეს კანონი აგრეთვე არეგულირებს 2007−2009 წლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე (რეგისტრაციისას) ან/და პირველადი რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერის განხორციელებისას წარმოშობილ ზოგიერთ სამართლებრივ ურთიერთობას.
მუხლი 3.
()
მუხლი 4.
()
მუხლი 5.
()
დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის წესი
დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის წესი
მუხლი 6.
()
მუხლი 7.
()
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8.
გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა
ამ კანონთან.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, ამ კანონით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის () გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოს
წარუ
დგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.
3.
პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 272
-ე,
289-ე და 291-ე
მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის,
დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში.
4. გათავისუფლდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან სააგენტოს ის უფლებამოსილი თანამშრომლები, რომლებმაც 2007−2009 წლებში განახორციელეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია (რეგისტრაცია) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის გარეშე.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან ან ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები
აღსრულდა
ამ კანონის ამოქმედებამდე.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59
43
– ვებგვერდი, 12.04.2012წ.
მუხლი 9.
დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ
კანონის
მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3−მე-7 მუხლები
მოქმედებს ამ კანონის
ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე
.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 19 აპრილი.
№4
548–
Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59
43
– ვებგვერდი, 12.04.2012წ.
Выберите статью в документе для работы с ней