Law of Georgia
LAW OF GEORGIA ON SPORTS
1. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
1. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
მუხლი 221.
1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო − საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და სამინისტროს მიერ, როგორც სპორტული ორგანიზაცია, და რომელიც ქვეყანაში ხელმძღვანელობს და წარმართავს ანტიდოპინგურ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის განხორციელებისთვის;
ბ) საქართველოს ანტიდოპინგური წესები − მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დადასტურებული და საქართველოს სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ერთობლიობა, რომელიც გამოიცემა სამართლებრივი აქტის სახით და ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;
გ) მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი − მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესების ერთობლიობა, რომელიც „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის დანართია;
დ) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) − საერთაშორისო ანტიდოპინგური ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს და კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო დონეზე;
ე) სპორტის მთლიანობა − სპორტის სფეროში არსებული პრინციპებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს აგრეთვე სპორტის სფეროს დარღვევებისგან დაცვის უზრუნველყოფას.
2. დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ტერმინები, რომლებიც ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული არ არის, განიმარტება მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3830 – ვებგვერდი, 15.12.2023წ
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №112 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
მუხლი 222.
1. დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირებას ახორციელებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული ტესტირებისა და მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტით უფლებამოსილი საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია.
2. პირი, რომელსაც არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი, არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს იმავე პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
მუხლი 223.
1. საქართველოში დოპინგის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ხორციელდება ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“, „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს ანტიდოპინგური წესების, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
2. საქართველოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთო კოორდინაციას უწევს სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია.
3. დოპინგის კონტროლსა და სხვა სახის ანტიდოპინგურ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაუშვან ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინტერესებთან და პატივი სცენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ავტონომიასა და მოქმედების დამოუკიდებლობას.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
მუხლი 224.
1. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე იღებს მიზნობრივ დაფინანსებას სამინისტროსგან. იგი უფლებამოსილია მიზნობრივი დაფინანსება მიიღოს აგრეთვე საერთაშორისო და საქართველოს სპორტული ორგანიზაციებისგან.
3. საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ანტიდოპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ქმედებები ხორციელდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციის ან სპორტული ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
4. საქართველოს ანტიდოპინგური წესები ვრცელდება ყველა ეროვნულ სპორტულ ფედერაციაზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენზე, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
5. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო:
ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიან პროგრამას. ეს პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს;
ბ) ახორციელებს დოპინგის კონტროლს;
გ) საქართველოს ანტიდოპინგური წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის პრევენციას, საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევისა და მასში სპორტსმენების, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის წევრების ან სხვა პირების მონაწილეობის ფაქტების გამოვლენას და უზრუნველყოფს ამ წესების დარღვევის შედეგებზე სათანადო რეაგირებას შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოსთვის მიმართვით;
დ) ყოველი კალენდარული წლის ბოლომდე თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების განახლებულ ნუსხას;
ე) დოპინგის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით მუდმივად უზრუნველყოფს დოპინგის კონტროლის განხორციელებაში ჩართული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ვ) დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ახორციელებს ყველა სხვა ღონისძიებას, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით.
6. ანტიდოპინგური წესების დარღვევის განმხილველი სადისციპლინო და სააპელაციო მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს ანტიდოპინგური წესებითა და შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოს დებულებით, რომელიც დამტკიცებამდე და ძალაში შესვლამდე მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ უნდა დაადასტუროს.
7. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში − დამატებით სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიანი პროგრამის განხორციელების თაობაზე.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
მუხლი 225.
1. დოპინგის სფეროში სპორტული ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს უფლებამოსილებისა და საქართველოს ანტიდოპინგური წესების ავტომატური აღიარება და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა;
ბ) უზრუნველყოს დოპინგის კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მხარდაჭერა მისი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
გ) საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობით უზრუნველყოს დოპინგსაწინააღმდეგო პროპაგანდა, აგრეთვე საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
დ) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ე) სპორტსმენის ან/და სხვა პირის მიმართ შესაბამისი სანქციის მოქმედების პერიოდში მას შეუწყვიტოს ყველა სახის დაფინანსება.
2. სამინისტრო უფლებამოსილია სპორტული ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეუჩეროს ან შეუწყვიტოს დაფინანსება.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
თავი მეექვსე. სპორტის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფა, სპორტის სტიმულირება
მუხლი 23.
1. სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას.
2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. სპორტული ორგანიზაციების წინადადების საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებს სამინისტრო.
4. სპორტის დაფინანსებისათვის გამოიყენება აგრეთვე:
ა) სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცალკეული პირების შენატანები;
ბ) საკუთარი სპორტული, სამეურნეო-კომერციული, სარეკლამო, საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;
გ) სპონსორებისგან და სხვა დახმარებიდან მიღებული სახსრები.
5. არასაბიუჯეტო წყაროებიდან მიღებული სახსრები არავითარ გავლენას არ ახდენს სპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ოდენობაზე.
6. სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს წარდგინებით.
7. ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად და საქართველოს სპორტული დელეგაციების ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, თასების გათამაშებაში, მსოფლიო უნივერსიადებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ამ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს მიზნობრივ სახსრებს.
8. დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად, ისინი უნდა მოხმარდეს მხოლოდ სპორტის განვითარებას.
9. სახელმწიფო ხელს უწყობს სპორტის განვითარებას სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებით, სათანადო დაფინანსებით, გრანტებით, სპორტსმენებისა და ამ დარგის სპეციალისტების მორალური და მატერიალური წახალისებით.
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6913 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
მუხლი 24.
1. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს ყველა სახის სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობა, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა საკუთრება, რომელიც განკუთვნილია სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის.
2. სპორტულ ბაზად ითვლება ობიექტი, რომლის მიზანია სპორტსმენთა წვრთნა და მოსახლეობის გაჯანსაღება ან რომელიც აკმაყოფილებს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების მოთხოვნებს.
3. მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, რომელზეც განლაგებულია სპორტული ბაზები, ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა.
4. დაუშვებელია:
ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა სამინისტროსთან შეუთანხმებლად;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და სასკოლო დაწესებულებების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპორტული ობიექტების გაუთვალისწინებლად;
გ) სპორტული ობიექტების ლიკვიდაცია ან პროფილის შეცვლა სანაცვლო ან ტოლფასი ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე.
5. სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.
6. საქართველოს სახელმწიფო სპორტულ ბაზებზე ვარჯიშის უპირატესი უფლება ეძლევათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს.
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5377 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №504 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6913 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
მუხლი 25.
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის სფეროსათვის კადრების მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2. სპორტის სფეროს სპეციალისტებს ამზადებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ დაწესებულებათა მიზანი უნდა იყოს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, მისი გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური და სამკურნალო პროფილის განვითარება.
3. სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოები ადგენენ სპორტის სპეციალისტებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროფილის სპეციალისტებზე მოთხოვნილებას. ასეთი სპეციალისტების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მომუშავეების, მომზადებისა და გადამზადების ვალდებულება ეკისრებათ დადგენილი წესით აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
4. სპორტის სფეროში პედაგოგიური, სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი მუშაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ სპეციალური განათლების მქონე მოქალაქეებს და პირებს, რომლებსაც აქვთ აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომი.
5. სპორტსმენი სპორტის სფეროს სპეციალისტად მუშაობისთვის სავალდებულო ატესტაციას გადის სამინისტროს და საქართველოს შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით.
6. სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, სპორტის სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დახმარებით ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3830 – ვებგვერდი, 15.12.2023წ
მუხლი 26.
1. სპორტული განმასხვავებელი ნიშანი ადასტურებს სპორტსმენისა და მსაჯის კვალიფიკაციას. მედლითა და სამკერდე ნიშნით აღინიშნება სპორტსმენის, მწვრთნელისა და სპორტის დარგის სხვა სპეციალისტის დამსახურება.
2. სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას.
3. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს სამინისტრო.
4. სპორტული სიმბოლიკის (საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების, სპორტული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები, საერთაშორისო და სხვა სპორტული შეჯიბრებების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები და სხვა) გამოყენების წესს განსაზღვრავს კანონმდებლობა.
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
მუხლი 27.
()
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
მუხლი 28.
პასუხისმგებლობა სპორტის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 20 სექტემბერი.
№400–Iს
Выберите статью в документе для работы с ней