Ordinance of the Government of Georgia
On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land
--
--
მუხლი 1
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხები საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე ამ საკომპენსაციო თანხის გადახდისა და მისი გადახდისგან გათავისუფლების წესი და პირობები ().
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების წესი და პირობები (დანართი №2).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
დანართი №1
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხები საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე ამ საკომპენსაციო თანხის გადახდისა და მისი გადახდისგან გათავისუფლების წესი და პირობები
მუხლი 1.
რეგულირების სფერო
ეს დანართი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკომპენსაციო თანხების ოდენობას საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე ამ საკომპენსაციო თანხების () გადახდისა და მისი გადახდისგან გათავისუფლების წესსა და პირობებს.
მუხლი 2.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხის გაანგარიშება
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა გადაიხდება, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა გადაიხდება მიწის ნაკვეთის ფართობის პროპორციულად და შეადგენს:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – 100 000 ლარს ერთ ჰექტარზე;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – 34 001 ლარს ერთ ჰექტარზე.
მუხლი 3.
საკომპენსაციო თანხის გადახდისგან გათავისუფლება
საკომპენსაციო თანხის გადახდისგან გათავისუფლებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება.
მუხლი 4.
საკომპენსაციო თანხის გადახდის წესი
საკომპენსაციო თანხის გადახდა წარმოებს მიწის ნაკვეთზე მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
დანართი №2
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების წესი და პირობები
მუხლი 1.
რეგულირების სფერო
ეს დანართი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების წესსა და პირობებს, კატეგორიის ცვლილების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირებს.
მუხლი 2.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილება
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია:
ა) საძოვარი;
ბ) სათიბი;
გ) სახნავი ();
დ) საკარმიდამო.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დასაშვებია შემდეგი წესით:
ა) საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;
ბ) სათიბის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;
გ) სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით.
მუხლი 3.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო () მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
3. თუ სააგენტოში დაცული ინფორმაციით ან/და მიწის ნაკვეთზე გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული კატეგორიის შესაბამისად.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება რეგისტრირდება მესაკუთრის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
Cancel
Save
Annotate
Выберите статью в документе для работы с ней