Law of Georgia
Law of Georgia on State Property
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) (ამოღებულია - 09.02.2023, №2564);
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის ან მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის ან მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით;
გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
დ) „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
დ1) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე;<
ე) „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა) და სახელმწიფო ტყეზე (გარდა ამ კანონის 291 მუხლისა და 36-ე მუხლის 11 პუნქტისა);
ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში ფიზიკური პირებისათვის შესყიდულ საქონელზე, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან მიქცეული ქონებისა) დარიგება-გადაცემაზე;
თ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქონების გაგზავნა-გადაცემაზე, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს სახით ქონების გადაცემაზე;
ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების (მათ შორის, ამ ქონების ჩამოწერის ან/და უტილიზაციის შედეგად მიღებული ქონების) უტილიზაციაზე, გასხვისებაზე და სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით;
კ) საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და მის ბალანსზე რიცხული ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის გადაცემაზე;
ლ) სისხლის კომპონენტების განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
მ) (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);
ნ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დროებით ბანკზე, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილზე, რომელთან დაკავშირებული ურთიერთობებიც რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
61. ქონების სააგენტო ახორციელებს აგრეთვე მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხელს უწყობს დაინტერესებული ფიზიკური პირებისა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვას. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას ქონების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესს, მომსახურების სახეებსა და მომსახურების საფასურის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო, გარდა ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
71. ქონების სააგენტო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოში აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებას სამინისტროსგან, საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელმწიფო უწყებისგან დამოუკიდებლად ახორციელებს.
8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სამინისტროში ან საქართველოს საერთო სასამართლოში, გარდა სახელმწიფო საწარმოს აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოში საჩივრდება.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2475 - ვებგვერდი, 04.06.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5156 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1702 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3053 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5502 – ვებგვერდი, 18.12.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5671 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №382 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2564 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3869 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №95 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №115 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
მუხლი 2.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, გაცვლა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) პრივატიზება − ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;
გ1) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა;
დ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა – სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას;
ვ) მართვის უფლებით გადაცემა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების () მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის;
ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციისადმი დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი;
თ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება − განსაკარგავად გადაცემული ქონების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება − განსაკარგავად გადაცემული ქონების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი1) განსაკარგავად გადაცემული ქონება − სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და რომელიც მისი განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა ქონების სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით;
კ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეწყობას;
ლ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია – ქონების სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით;
მ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები;
ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსა და მუნიციპალიტეტისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
ო) (ამოღებულია - 22.05.2020, №5960).
პ) (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);
ჟ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 2005 წლის 25 იანვრისათვის არ ყოფილა იჯარით გაცემული;
რ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოქმედებს საიჯარო ხელშეკრულება;
ს) (ამოღებულია - 22.05.2020, №5960).
ტ) (ამოღებულია);
უ) უძრავი ნივთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყე და ტყის მიწა, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია;
უ1) უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა - ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
უ2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე;
ფ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – სახელმწიფო ქონების განკარგვისას წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
ქ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას;
ღ) (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);
ყ) საპრივატიზებო შემოსულობა – სახელმწიფო ქონების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემისა და გაცვლის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში;
შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჩ) საწყისი საპრივატიზებო თანხა − სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;
ც) (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);
ძ) მომსახურების საფასური − ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის, მათ შორის, დაინტერესებული ფიზიკური პირებისა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისთვის, დადგენილი თანხა, რომელიც სრულად ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე;
წ) საპრივატიზებო თანხა − თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჭ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური − სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;
ხ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერსარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება სარგებლობაში გადაცემის თანხისა დაქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჯ) ქონების სააგენტოს ანაზღაურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ნაწილი, რომელიც ქონების სააგენტოს მიერ განხორციელებული პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას/სარგებლობაში გადაცემისას ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ამ კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული თანხა;
ჰ) სარგებლობაში გადაცემის თანხა − ქონების სარგებლობაში გადაცემისას შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;
ჰ1) ქონების მმართველი − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისა), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ფორმით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმIII,№66,03.12.2010წ.,მუხ.414
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5063 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5156 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4852 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4930 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7171 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
მუხლი 3.
1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
11. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის შესაძლებელია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – უსასყიდლოდ.
3. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი.
4. (ამოღებულია).
5. ქონების სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს სახელმწიფო ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) გაცვლას ფიზიკური პირის ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაში. სახელმწიფო ქონების გაცვლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს 2021 წლამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4852 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1104 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1351 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.
მუხლი
31
.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის
პრივატიზებისას
გარიგების
გაფორმების წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის აქტი (გადაწყვეტილება) ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
4. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებულ ი განკარგვის/სარგებლობის უფლებით გა და ცემის შემთხვევებზე).
5. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
6. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
7. საინვესტიციო პირობების არარსებობისას ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2274 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
მუხლი 32.
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლაზე ვრცელდება ამ კანონის 31 მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებითა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული წესები.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გაცვლისას გამოიყენება ამ კანონის 31 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-20 მუხლით, 42-ე მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებითა და 452 მუხლის მე-7−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესები.
3. გაცვლისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
მუხლი 4.
1. პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება :
ა) წიაღი;
ბ) წყლის რესურსები;
[
ბ) წყლის რესურსები, მდინარის კალაპოტი, ასევე ბუნებრივი ტბის ფსკერი;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
გ) ტერიტორიული წყლები;
დ) კონტინენტური შელფი;
ე) სახელმწიფო ტყე, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ვ) საჰაერო სივრცე;
ზ) სახელმწიფო ნაკრძალი;
თ) ეროვნული პარკი;
ი) ბუნების ძეგლი;
კ) აღკვეთილი;
კ1) (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);
ლ) კულტურული ფასეულობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობა-ნაგებობები, შესაბამისი პირობებისა და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;
მ) რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული;
ნ) ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები;
ო) კინო-, ფოტო- და ფონომასალების სახელმწიფო ფონდები;
პ) საქართველოს სამინისტროების/უწყებების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არქივები და ფონდები, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი (მოძრავი ძეგლი);
ჟ) სამუზეუმო კოლექციები და ფონდები;
რ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები;
ს) ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელი ქონება;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული ქონება, რომელშიც ფუნქციონირებს საჯარო სკოლები, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები;
უ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია;
ფ) საავტომობილო გზები (ალტერნატიული მნიშვნელობის გზის არარსებობისას);
ქ) საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებები;
ღ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ - დასაფრენი ზოლები;
ყ) სიხშირეთა სპექტრი;
შ) საქართველოს პოზიცია გეოსტაციონარულ ორბიტაზე;
ჩ) სახელმწიფო პანთეონები;
ც) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებისათვის გადაცემული ქონება;
ძ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ძ.ა) საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე;
ძ.ბ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები;
ძ.გ) წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა);
ძ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწა;
ძ.ე) დაცული ტერიტორიების მიწა, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;
ძ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწები;
ძ.ზ) საქართველოს მდინარეების – ენგურის, რიონის, ყვირილის, მტკვრის, ხრამის, თერგის, ქსნის, არაგვის, სუფსის, ბახვისწყლის, ხობის (ხობისწყლის), ტეხურის, ცხენისწყლის, ძირულის, ნენსკრის, კინტრიშის, ჯეჯორის, ხანისწყლის, გუბაზეულის, ფარავნის, სტორის, ნაკრის, ხელედულის, ჯონოულის, საკაურის, ჩაქვისწყლის, წაბლარასწყლის, სამყურისწყლის, მაგანის, პირიქითის ალაზნის, ავანისხევის, დუმალის, ჩელთის, ჩვეშურის (ჩაშურის), დურუჯის, ჩხოროწყუს, ივრის, ლებარდეს, წაჩხურის, ბჟოლისხევის, ჭანისწყლის, მერისის (აკავრეთის), შავი წყლის, ურაველის, ხუმფრერის, ყვირილისწყლის, ჯუთისწყლის (ჯუთის), სნოსწყლის, ხდის (ხდისწყლის), ამალის, ჩხერის, ქესიის, მნაისისწყლის, ჭოროხის და აჭარის - წყლის – მიმდებარე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობა და რომელთა X და Y კოორდინატები დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“−„ძ.დ“ და „ძ.ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება დასაშვებია მხოლოდ სანიტარიული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“ და „ძ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება აგრეთვე უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
4. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);
5. (ამოღებულია).
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4519 - ვებგვერდი,15.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4957 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3965 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1702 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3053 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3229 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №382 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3427 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3869 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №95 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
მუხლი 5.
1. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge), რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსების წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
2. (ამოღებულია - 22.05.2020, №5960).
3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
მუხლი 51.
1. სამინისტრო და ქონების სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.
2. სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, აგრეთვე ამ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ პუნქტით დადგენილი წესით გამოცემული/გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
3. სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
4. (ამოღებულია - 21.04.2017, №657).
5. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური საშუალებით ან/და ელექტრონული საშუალებით.
6. სამინისტრო და ქონების სააგენტო მათთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებენ ასლის დედანთან იგივეობას.
7. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ოფიციალური ვებგვერდის შესაბამისი ბმულების საშუალებით. სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.economy.gov.ge ან www.moesd.gov.ge) გამოქვეყნება, ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად – მისი ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოქვეყნება. გამოქვეყნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის მომენტიდან.
8. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღები პირის/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
Выберите статью в документе для работы с ней