Ordinance of the Government of Georgia
on the Approval of the Procedure for Performing the Import or Export of Precursors
--
--
მუხლი 1
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესი
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი ადგენს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით განსაზღვრულ IV სიაში () შეტანილი პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები შეესაბამება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს.
3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრეკურსორების გადაადგილების საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
4. ამ წესის დარღვევით საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრეკურსორის გადაადგილებისას, ასევე, როდესაც ვერ ხერხდება პრეკურსორის იდენტიფიცირება რისკის შეფასების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან (შემდგომში - სააგენტო) შეთანხმებით, საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას იმპორტიორის/ექსპორტიორის ხარჯით.
5. პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც პრეკურსორებს იყენებს თავისი საქმიანობისათვის ან/და ახორციელებს მის რეალიზაციას და ამ წესის შესაბამისად, დარეგისტრირებულია სააგენტოს „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრში“ (შემდგომში – რეესტრი).
6. პრეკურსორების (IV სიის №1 და №2 ცხრილები) იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე, იურიდიული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი.
7. IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების საქართველოს საბაჟო საზღვარზე უშუალოდ გადაადგილების დროს, იმპორტიორის/ექსპორტიორის ან საბაჟო დეპარტამენტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტრო, სააგენტოს მეშვეობით, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე, გასცემს წერილობით ნებართვას/თანხმობას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
მუხლი 2.
პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრში იურიდიულ პირთა რეგისტრაცია
1. რეესტრში დარეგისტრირების მიზნით, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს:
ა) დეკლარაცია საქმიანობაში პრეკურსორების გამოყენების თაობაზე, თანდართული ფორმის შესაბამისად ();
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
2. სააგენტო, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას, პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრში პირის რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3. სააგენტო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მიღებამდე გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტე.
4. დაინტერესებული იურიდიული პირის რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის რეესტრში შეტანას დადგენილი ფორმით (დანართი 1) ხოლო რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე სააგენტო აცნობებს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. სააგენტოს მიერ წარმოებული რეესტრი არის საჯარო და მასში შეტანილი ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rama.moh.gov.ge).
6. რეესტრში დარეგისტრირებულმა პირმა, ყოველი საანგარიშო წლის დაწყებამდე 6 თვით ადრე, სააგენტოში უნდა წარადგინოს წერილობითი ინფორმაცია, შესაბამის საანგარიშო პერიოდში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების დასახელებისა და სავარაუდო ოდენობის შესახებ.
მუხლი 3.
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემა
1. პრეკურსორის იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე, რეესტრში რეგისტრირებული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი პრეკურსორების იმპორტზე () ან ექსპორტზე (დანართი №6), რომელსაც გასცემს სამინისტრო სააგენტოს მეშვეობით.
2. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მისაღებად, რეესტრში დარეგისტრირებული პირის მიერ სააგენტოს წარედგინება:
ა) განცხადება-დეკლარაცია პრეკურსორების იმპორტზე (დანართი №3) ან განცხადება-დეკლარაცია პრეკურსორების ექსპორტზე (დანართი №4), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა.ა) იმპორტიორი, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, სააგენტოს რეესტრში რეგისტრაციის ნომერი;
ა.ბ) ტვირთის საბოლოო მიმღები ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;
ა.გ) საიმპორტო/საექსპორტო პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number) და სასაქონლო კოდი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად;
ა.დ) საიმპორტო/საექსპორტო პრეკურსორის რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში, დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული %-ით;
ა.ე) მწარმოებელი (დასახელება, მისამართი);
ა.ვ) ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც ხორციელდება ტვირთის საქართველოში შემოტანა/საქართველოდან გატანა;
ა.ზ) პრეკურსორის იმპორტის/ექსპორტის მიზანი;
ა.თ) განცხადება-დეკლარაციის შევსების თარიღი;
ა.ი) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა;
ბ) მომწოდებელთან (ექსპორტის დროს – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულება (შესაბამისი სპეციფიკაციის ამსახველი ინფორმაციით – ხელშეკრულების დანართი), ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით;
გ) ანგარიშფაქტურის (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
დ) ექსპორტის შემთხვევაში დამატებით წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის დოკუმენტი, რომლის ნომერი და გაცემის თარიღი ფიქსირდება სამინისტროს მიერ სააგენტოს მეშვეობით გაცემულ წინასწარი საექსპორტო შეთანხმების დოკუმენტში.
3. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი იმპორტზე ფორმდება 5 ეგზემპლარად, ინგლისურ და ქართულ ენებზე (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), საიდანაც:
ა) ერთი ეგზემპლარი რჩება იმპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში;
ბ) 4 ეგზემპლარი გადაეცემა იმპორტიორს, საიდანაც ერთი ეგზავნება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს. 2 ეგზემპლარი საიმპორტო ოპერაციების განხორციელებისას უნდა წარედგინოს შემოსავლების სამსახურს, რომელთაგან ერთი დაერთვის საბაჟო დეკლარაციას, ხოლო მეორეს, ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის შესახებ გაფორმების ორგანოს აღნიშვნით, იმპორტიორი უბრუნებს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში. ერთი ეგზემპლარი რჩება იმპორტიორთან.
4. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ექსპორტზე ფორმდება ინგლისურ და ქართულ ენებზე, 5 ეგზემპლარად (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), საიდანაც:
ა) 2 ეგზემპლარი რჩება ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, საიდანაც ერთი, ექსპორტის დადასტურების მიზნით, ეგზავნება იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს;
ბ) 3 ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, საიდანაც 2 ეგზემპლარი საექსპორტო ოპერაციების განხორციელებისას უნდა წარედგინოს შემოსავლების სამსახურს, რომელთაგან ერთი დაერთვის საბაჟო დეკლარაციას, ხოლო მეორეს, ფაქტობრივად განხორციელებული ექსპორტის შესახებ გაფორმების ორგანოს აღნიშვნით, ექსპორტიორი უბრუნებს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში. ერთი ეგზემპლარი რჩება ექსპორტიორთან.
5. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა ერთი ან რამდენიმე დასახელების პრეკურსორის მხოლოდ ერთჯერადად განსახორციელებელი იმპორტის (ექსპორტის) რაოდენობაზე.
6. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთ წლამდე ვადით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის მომწოდებელთან/მიმღებთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.
7. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ყველა ეგზემპლარის დაკარგვისას, იმპორტიორი/ექსპორტიორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. დაკარგული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ითვლება ძალადაკარგულად და მისი დუბლიკატი არ გაიცემა.
მუხლი 4.
პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის კონტროლის ღონისძიებები
1. პრეკურსორის მიმართ ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების შემდეგ, სააგენტო იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან, საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით, გამოითხოვს ინფორმაციას, ფაქტობრივად იმპორტირებული პრეკურსორის დასახელების, რაოდენობისა და იმპორტის განხორციელების თარიღის შესახებ.
2. სააგენტო, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით, აწვდის მას ინფორმაციას, საქართველოში ფაქტობრივად იმპორტირებული პრეკურსორების დასახელებისა და რაოდენობის შესახებ, თარიღის მითითებით.
3. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, აწვდის/იღებს და მოითხოვს ინფორმაციას, პრეკურსორების ბრუნვის შესახებ.
4. პრეკურსორებთან დაკავშირებით გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ნორმები.
დანართი 1
პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრის ფორმა
რეგის ტრაციის
N
რეესტრში გატარების თარიღი
იურიდიული პირის დასახელება
იურიდიული მისამართი
ფაქტობრივი მისამართი
საიდენტი ფიკაციო კოდი
საქმიანობის სახე
პასუხისმგეელი პირის სახელი, გვარი,
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
1
2
3
4
5
6
7
8
დანართი 2
დეკლარაცია
საქმიანობაში პრეკურსორების გამოყენების თაობაზე
იურიდიული პირის დასახელება
მისამართი
საიდენტიფიკაციო კოდი
პასუხისმგებელი პირი ()
პასუხისმგებელი პირის ტელეფონი
პასუხისმგებელი პირის ელექტრონული ფოსტა
ხელმომწერი პირი პასუხისმგებელია მონაცემების სისწორესა და სისრულეზე, მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, თანდართული ყველა დოკუმენტაციის ნამდვილობაზე
პ/პირის ხელმოწერა
თარიღი
ბ.ა. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საქმიანობის სახე (მონიშნეთ შესაბამისი უჯრა
□)
მწარმოებელი
□
წარმოება
□
იმპორტიორი
□
ექსპორტიორი
□
საბოლოო მომხმარებელი
□
პრეკურსორ(ებ)ი, რომელსაც იურიდიული პირი იყენებს
თავისი საქმიანობისათვის
ან სარეალიზაციოდ
(მონიშნეთ შესაბამისი რიგითი ნომერი)
შენიშვნა: ამ სიაში შემავალი ნივთიერების მარილის შემთხვევაში, „შენიშვნის“ შესაბამის ცარიელ უჯრედებში მიეთითება დასახელება და CAS number
№
დასახელება
ლათინურად და ქართულად
HS code
CAS number
შენიშვნა
ცხრილი №1
1
1-Phenyl-2-propanone
1-ფენილ-2-პროპანონი
2914 31
103-79-7
2
3,4-Methylenedioxyphenyl-2-propanone
3,4-მათილენედიოქსიფენილ-2-პროპანონი
2932 92
4676-39-5
3
N-Acetylanthranilic acid
N-აცეტილანტრანილის მჟავა
2924 23
89-52-1
4
alpha-Phenylacetoacetonitrile (APAAN)
ალფა-ფენილაცეტოაცეტონიტრილი
5
Ergometrine
ერგომეტრინი
2939 61
60-79-7
6
Ergotamine
ერგოტამინი
2939.62
113-15-5
7
Isosafrole
იზოსაფროლი
2932.91
120-58-1
8
Potassium permanganate
კალიუმის პერმანგანატი
2841.61
7722-64-7
9
Piperonal
პიპერონალი
2932.93
120-57-0
10
Safrole
საფროლი
2932.94
94-59-7
11
Phenylaceticacid
ფენილძმარმჟავა
2916.34
103-82-2
12
Acetic anhydride
ძმარმჟავა ანჰიდრიდი
2915.24
108-24-7
№
ცხრილი №2
1
Anthranilic acid
ანტრანილის მჟავა
2922.43
118-92-3
2
Acetone
აცეტონი
2914.11
67-64-1
3
Sulphuric acid
გოგირდმჟავა კონცენტრირებული
2807.00
7664-93-9
4
Ethyl ether
ეთილის ეთერი
2909.11
60-29-7
5
Hydrochloric acid
ქლორწყალბადმჟავა
2806.10
7647-01-0
6
Methyl ethyl ketone
მეთილ ეთილ კეტონი
2914.12
78-93-3
7
Piperidine
პიპერიდინი
2933.32
110-89-4
8
Toluene
ტოლუოლი
2902.30
108-88-3
საქმიანობის პროფილი
საქმიანობის მოკლე აღწერილობა
დანართი 3
სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტოს უფროსს
______________________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
პრეკურსორების იმპორტზე
1. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სააგენტოს რეესტრში რეგისტრაციის ნომერი:
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
2. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
3. ტვირთის საბოლოო მიმღები ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
4. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული %-ით:
• ______________________________________________________________________________________

და ა.შ.
5. იმპორტის მიზანი:
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
6. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საიმპორტო ოპერაცია:
____________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
7. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი)
_____________________________________________________________________________________
8. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა _________________________________________________
„____“ _____________ 201
დანართი 4
სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტოს უფროსს
______________________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
პრეკურსორების ექსპორტზე
1. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სააგენტოს რეესტრში რეგისტრაციის ნომერი:
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
2. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
3. ტვირთის საბოლოო მიმღები ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:
____________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
4. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული %-ით:
_______________________________________________________________________________

5. ექსპორტის მიზანი:
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
5. იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის დოკუმენტის № და გაცემის თარიღი:
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
6. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საექსპორტო ოპერაცია:
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
7. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი)
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
8. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
__________________________________________________________________________________
„____“ _____________ 201
დანართი 5
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა
1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ
პრეკურსორების იმპორტზე
(წინა გვერდი)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ „სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“
0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.
№144 საქართველო
Ministry of Labor, Health and Social
Affairs of Georgia
LEPL “State Regulation Agency for
Medical Activities”
AK. TSERETELI AVENUE 144, 0119,
TBILISI, GEORGIA
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების იმპორტზე
DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON IMPORT OF PRECURSORS SPECIFIED BY CONVENTION 1988
No 000000
სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორებზე, ადასტურებს, რომ
LEPL „State Regulation Agency for Medical Activities” on duty to implement “United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances of 1988” content requests on precursors confirms that
იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები
Importing country, name, juridical and factual addresses of importing organization
უფლება აქვს შემოიტანოს საქართველოში
Has the right to import into Georgia
ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები
Exporting country, name and juridical address of exporting organization
შემდეგი ნივთიერებები:
The following substances:
პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული %-ით;
Name of the Precursor, Chemical Abstracts Service Registry Number,
Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor;
in case of mixture containing precursor, the amount of the precursor (%)
ტრანსპორტის სახეობა
Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––
აღნიშნული ნივთიერებები გამოყენებული იქნება
Which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემის თარიღი
Date of issue ––––– ––––––––––––– 201
მოქმედების ვადა
Date of expiry ––––– ––––––––––––– 201
ბ.ა
სააგენტოს უფროსი
Chief of the Agency
(უკანა გვერდი)
იმპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით
გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ
Endorsement by relevant organ of revenue service of importing country on import of actual amount
of substances specified by present document
გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:
სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“
0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144. საქართველო.
Please, return filled and certified form to:
LEPL ”State Regulation Agency for Medical Activities”
AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA
დანართი 6
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა
1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ
პრეკურსორების ექპორტზე
(წინა გვერდი)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ „სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“
0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.
№144 საქართველო
Ministry of Labor, Health and Social
Affairs of Georgia
LEPL “State Regulation Agency for
Medical Activities”
AK. TSERETELI AVENUE 144, 0119,
TBILISI, GEORGIA
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების ექსპორტზე
DOCUMENT OFPRELIMINARY AGREEMENT ON EXPORT OF PRECURSORS SPECIFIED BY CONVENTION 1988
No 000000
სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორებზე, ადასტურებს, რომ
LEPL „State Regulation Agency for Medical Activities” on duty to implement “United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances of 1988” content requests on precursors confirms that
ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები
Exporting country, name, juridical and factual addresses of exporting organization
უფლება აქვს გაიტანოს საქართველოდან
Has the right to export from Georgia
იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართები
Importing country, name and juridical address of importing organization
შემდეგი ნივთიერებები:
The following substances:
პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული %-ით;
Name of the Precursor, Chemical Abstracts Service Registry Number,
Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor;
in case of mixture containing precursor, the amount of the precursor (%)
ტრანსპორტის სახეობა
Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––
იმპორტზე წინასწარი შეთნხმების დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა:
Number of Import certificate, dates of issue and expiry:
აღნიშნული ნივთიერება გამოყენებული იქნება
Which will be used ––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემის თარიღი
Date of issue ––––– ––––––––––––– 201
მოქმედების ვადა
Date of expiry ––––– ––––––––––––– 201
სააგენტოს უფროსი
Chief of the Agency
ბ.ა
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა
1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ
პრეკურსორების ექპორტზე
(უკანა გვერდი)
ექსპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით
გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ
Endorsement by relevant organ of revenue service of exporting country on export of actual amount of substances
specified by present document
გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:
სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“
0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144. საქართველო.
Please, return filled and certified form to:
LEPL „State Regulation Agency for Medical Activities”
AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA
Endorsement by importing country
Please return to:
LEPL „State Regulation Agency for Medical Activities”
AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA
Cancel
Save
Annotate
Выберите статью в документе для работы с ней