Law of Georgia
on the Georgian Intelligence Service
TITLE: on the Georgian Intelligence Service No.: 2984 DATE: 27/04/2010 TYPE: Law of Georgia საქართველოს კანონი დაზვერვის სააგენტოს შესახებ საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი I. ზოგადი დებულებები საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ეს კანონი განსაზღვრავს დაზვერვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, სააგენტოს მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სხვა, თანამდევ საკითხებს. 2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 2. სააგენტო სააგენტო არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ − უსაფრთხოების სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროები 1. სააგენტო სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. 2. სააგენტო ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზნები სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, აგრეთვე ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 5. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სახელმწიფოებრივი ინტერესების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვა; გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ე) ანგარიშვალდებულება, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია; ზ) მიზანმიმართულობა; თ) ოპერატიულობა; ი) უწყვეტობა; კ) გეგმურობა; ლ) ფარულობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი II. სააგენტოს საქმიანობა და უფლებამოსილება საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები 1. სააგენტო ანგარიშვალდებულია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. სააგენტოს უფლებამოსილება, ორგანიზება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 2. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სააგენტოს სახელწოდებით, აგრეთვე საკუთარი სიმბოლოები, რომელთა ნიმუშებსა და გამოყენების წესს შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სააგენტოს ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. 4. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საზღვრების გარეთ, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 5. სააგენტო ამზადებს სადაზვერვო ინფორმაციას მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე და მას წარუდგენს/აწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს. 6. სააგენტო თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად: ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებსა და სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს; ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელ, სპეციალურ პროგრამებს; გ) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს პირებთან; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით იგი ახორციელებს ოპერატიულ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს; ე) სააგენტოს მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყენებს აუცილებელი ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსს; ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს სააგენტოს დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფვრას, მათ შორის, სათანადო დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნებისა და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით; ზ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს; თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისგან იცავს სააგენტოს მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას; ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; კ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას; ლ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს; მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის ან/და იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს; ნ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, დებს ხელშეკრულებებს საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა); ო) სააგენტოს ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეების დაცვის უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან; პ) სააგენტოს ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისთვის გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს; ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან; რ) მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით ქმნის, აგზავნის, იღებს და ინახავს ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, საარქივო მასალას), აგრეთვე იყენებს პირად ხელმოწერას, ელექტრონულ ხელმოწერას/ელექტრონულ შტამპს და ელექტრონულ სანდო მომსახურებას. 7. სააგენტოს დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს სააგენტოს საკადრო შემადგენლობისა და იმ პირების ან/და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სააგენტოსთან, აგრეთვე მონაცემებს სააგენტოს მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების თაობაზე, სააგენტოს არქივში ინახება და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. 8. სააგენტო უფლებამოსილია თავისი საქმიანობის განხორციელებისას შეიძინოს, შექმნას და დაამზადოს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები და სისტემები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ. 9. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე სხვა საქმიანობას, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ კანონიდან. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4330 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 7. პასუხისმგებლობა სადაზვერვო ინფორმაციის გამჟღავნებისათვის საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებსაც წარედგინება სადაზვერვო ინფორმაცია, კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებისათვის და ინფორმაციის წყაროების გაშიფვრისათვის. თავი III. სააგენტოს შემადგენლობა, ორგანიზება და სტრუქტურა საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 8. სააგენტოს შემადგენლობა 1. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას სააგენტოს უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2. სააგენტოს მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება (სააგენტოს მოხელე), სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სააგენტოს მოხელე), აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე მისი ქვედანაყოფების უფლებები და მოვალეობები და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5151 - ვებგვერდი, 10.06.2016წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 9. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2. სააგენტოს უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს ეროვნული სადაზვერვო პროგრამისა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელებას; ბ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისთვის წარდგენას/მიწოდებას; გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მისავლენად უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების კანდიდატურებს; დ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას; ე) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას დასამტკიცებლად წარუდგენს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს; ვ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით: ვ.ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და ამტკიცებს სადაზვერვო დავალებებსა და სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს; ვ.ბ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს; ვ.გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს; ვ.დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ვ.ე) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ვ.ვ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობას; ვ.ზ) აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს მოსამსახურეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების გაცემის შესახებ; ვ.თ) დადგენილი წესით წაახალისებს სააგენტოს მოსამსახურეებს ან სააგენტოს მოსამსახურეებს აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას; ვ.ი) წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; ვ.კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეებს ანიჭებს მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით; ზ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. არ შეიძლება სააგენტოს უფროსს ეკავოს სხვა თანამდებობა ან იგი ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1835 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 10. სააგენტოს უფროსის მოადგილეები 1. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, პირველი მოადგილე. 2. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. სააგენტოს უფროსის მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 11. სააგენტოს მოსამსახურეები 1. სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით, სააგენტოში სამსახურის გავლის წესის შესახებ სამართლებრივი აქტით ან/და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სააგენტოში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სააგენტოს უფროსის წარდგინებით გამოსცემს. ამ აქტით შეიძლება განისაზღვროს სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე მოწესრიგდეს მის წახალისებასთან, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 3. სპეციალური შემოწმების შემდეგ სააგენტოში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პირადი და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება. 4. სააგენტოში სამუშაოდ მიღებული პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით. იგი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსი. პირის სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და ამ კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხი შეიძლება განისაზღვროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. 5. სააგენტოს სადაზვერვო-ოპერატიული ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი ან დაზვერვის ოფიცრის მეექვსე ან უფრო მაღალი კატეგორია შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც აქვს: ა) საქართველოს სადაზვერვო დაწესებულებაში სადაზვერვო-ოპერატიული ფუნქციის ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ბ) უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვითი ფუნქციის ან/და ანალიტიკური ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. 6. სააგენტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება მივლენილ იქნეს პირი, რომელსაც აქვს სააგენტოში სადაზვერვო-ოპერატიული ფუნქციის, სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის ან/და ტექნიკური დაზვერვის ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. 7. სააგენტოს მოსამსახურის შერჩევის, პირის სპეციალური შემოწმებისა და სააგენტოში მისი სამუშაოდ მიღების წესსა და პირობებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით, სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ამ აქტით აღნიშნული წესი და პირობები „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისგან ან/და სხვა შესაბამისი აქტისგან (აქტებისგან) განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს. 8. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, სააგენტოს შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 9. სააგენტოს მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება. 10. სააგენტოში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან. 11. სააგენტოს მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, მისი სააგენტოში სამსახურის გაუმჟღავნებლად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, რომელიმე საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში შეიძლება ეკავოს თანამდებობა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი მას შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. 12. დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სტატუსის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც არ უკავშირდება მის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. 13. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს, სააგენტოს უფროსის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფო უზრუნველყოფს საწვავითა და სასაუბრო დროით. 14. სააგენტოს მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სააგენტო. 15. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტოში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულების თანამშრომელი აღნიშნული სადაზვერვო დაწესებულების კადრში დატოვებით. სააგენტოს მოსამსახურე შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 16. სააგენტოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ხელფასი მოიცავს სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივ სარგოს. სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს განაკვეთები, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურისთვის მისაცემი დანამატები და მათი განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 17. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 18. სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესი განისაზღვრება და უწყებრივი სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშები მტკიცდება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3398 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 111. (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3589 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. მუხლი 112. (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი IV. (ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 12. (ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. . მუხლი 13. (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3352 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 14. (ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 15. (ამოღებულია) საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1835 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 16. (ამოღებულია) საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1731 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3352 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6920-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 17. (ამოღებულია) საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 171. (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 18. (ამოღებულია) საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი V. სააგენტოს მოსამსახურეთა სამართლებრივი დაცვა საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 19. (ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. . მუხლი 20. სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა და მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიები 1. დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით უფლებამოსილი არ არიან, ჩაერიონ სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით. 2. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში ახორციელებს, ნამსახურობის 1 დღე 2 დღედ ეთვლება. სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. 3. სადაზვერვო საქმიანობის საქართველოს საზღვრების გარეთ განხორციელებისთვის სააგენტოს მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მის/მათ გათავისუფლებას. 4. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის საზღვარგარეთ იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, სრულად უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის 1 დღე ნამსახურობის 3 დღედ ეთვლება. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო მიეცემა შესაბამისად ორმაგი ოდენობითა და სამმაგი ოდენობით. 6. სააგენტოს მოსამსახურისგან დამოუკიდებელი მიზეზით ან მისი გამოაშკარავების შედეგად მის მიერ პროფესიული ვარგისობის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული გარემოების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის დასაქმებას ან უქმნის მას პირობებს პროფესიული გადამზადებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VI. (ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. . მუხლი 21. (ამოღებულია) საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1835 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 22. (ამოღებულია) საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №851 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VII. იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 23. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან 1. სააგენტო უფლებამოსილია სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს იმ პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა მასთან სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე. აღნიშნულ პირთან სააგენტოს თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით. 2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, უფლება აქვს: ა) სააგენტოსთან დადოს კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ან მასთან სხვა ფორმით ითანამშრომლოს; ბ) სააგენტოს მოსამსახურეებისგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სააგენტოს მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები); დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება; ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სააგენტოსთან მისი თანამშრომლობის პერიოდში. 3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სააგენტოსთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები; ბ) არ მიაწოდოს სააგენტოს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია; გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 24. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან 1. იმ პირის სოციალური დაცვის საკითხი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით. 2. იმ პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, მას სააგენტოსთან თანამშრომლობის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. 4. არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირის ან/და ორგანიზაციის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირისა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VIII. სააგენტოს დაფინანსება მუხლი 25. სააგენტოს დაფინანსება 1. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. სააგენტოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ასიგნებები გაითვალისწინება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცალკე პროგრამული კოდით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი IX. სააგენტოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 26. სააგენტოს საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა სააგენტოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მისი მოადგილე. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 27. საპარლამენტო კონტროლი სააგენტოს საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3892- ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 28. (ამოღებულია) საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3808 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. მუხლი 29. ფინანსური კონტროლი სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 30. გარდამავალი დებულება სამსახურმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 301. სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში 1. 2025 წლის 1 იანვრამდე: ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მსახურობს, სამხედრო სამსახურს გადის თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით; ბ) სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით; გ) სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; დ) წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას. 2. წვევამდელს სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 3. იმ პირის მიერ, რომელიც სამსახურში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. მუხლი 31. დასკვნითი დებულება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 27 აპრილი. №2984–რს
ზოგადი დებულებები
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
ზოგადი დებულებები
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 1.
კანონის რეგულირების სფერო და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ეს კანონი განსაზღვრავს დაზვერვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, სააგენტოს მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სხვა, თანამდევ საკითხებს.
2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 2.
შემდგომ − უსაფრთხოების სამსახური
სააგენტო
სააგენტო არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის () მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 3.
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროები
1. სააგენტო სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.
2. სააგენტო ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 4.
--
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზნები
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, აგრეთვე ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 5.
--
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) სახელმწიფოებრივი ინტერესების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
ე) ანგარიშვალდებულება, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია;
ზ) მიზანმიმართულობა;
თ) ოპერატიულობა;
ი) უწყვეტობა;
კ) გეგმურობა;
ლ) ფარულობა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სააგენტოს საქმიანობა და უფლებამოსილება
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სააგენტოს საქმიანობა და უფლებამოსილება
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 6.
სააგენტოს საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები
1. სააგენტო ანგარიშვალდებულია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. სააგენტოს უფლებამოსილება, ორგანიზება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
2. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სააგენტოს სახელწოდებით, აგრეთვე საკუთარი სიმბოლოები, რომელთა ნიმუშებსა და გამოყენების წესს შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სააგენტოს ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.
4. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საზღვრების გარეთ, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
5. სააგენტო ამზადებს სადაზვერვო ინფორმაციას მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე და მას წარუდგენს/აწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს.
6. სააგენტო თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად:
ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებსა და სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს;
ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელ, სპეციალურ პროგრამებს;
გ) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს პირებთან;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით იგი ახორციელებს ოპერატიულ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს;
ე) სააგენტოს მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყენებს აუცილებელი ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს სააგენტოს დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფვრას, მათ შორის, სათანადო დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნებისა და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით;
ზ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისგან იცავს სააგენტოს მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
კ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;
ლ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;
მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის ან/და იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს;
ნ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, დებს ხელშეკრულებებს საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა);
ო) სააგენტოს ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეების დაცვის უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;
პ) სააგენტოს ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისთვის გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
რ) მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით ქმნის, აგზავნის, იღებს და ინახავს ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, საარქივო მასალას), აგრეთვე იყენებს პირად ხელმოწერას, ელექტრონულ ხელმოწერას/ელექტრონულ შტამპს და ელექტრონულ სანდო მომსახურებას.
7. სააგენტოს დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს სააგენტოს საკადრო შემადგენლობისა და იმ პირების ან/და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სააგენტოსთან, აგრეთვე მონაცემებს სააგენტოს მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების თაობაზე, სააგენტოს არქივში ინახება და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
8. სააგენტო უფლებამოსილია თავისი საქმიანობის განხორციელებისას შეიძინოს, შექმნას და დაამზადოს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები და სისტემები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ.
9. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე სხვა საქმიანობას, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ კანონიდან.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4330 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 7.
--
პასუხისმგებლობა სადაზვერვო ინფორმაციის გამჟღავნებისათვის
საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებსაც წარედგინება სადაზვერვო ინფორმაცია, კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებისათვის და ინფორმაციის წყაროების გაშიფვრისათვის.
სააგენტოს შემადგენლობა, ორგანიზება და სტრუქტურა
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სააგენტოს შემადგენლობა, ორგანიზება და სტრუქტურა
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 8.
სააგენტოს შემადგენლობა
1. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას სააგენტოს უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2. სააგენტოს მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება (სააგენტოს მოხელე), სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სააგენტოს მოხელე), აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე მისი ქვედანაყოფების უფლებები და მოვალეობები და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5151 - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 9.
სააგენტოს უფროსი
1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს ეროვნული სადაზვერვო პროგრამისა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისთვის წარდგენას/მიწოდებას;
გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მისავლენად უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების კანდიდატურებს;
დ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;
ე) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას დასამტკიცებლად წარუდგენს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს;
ვ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით:
ვ.ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და ამტკიცებს სადაზვერვო დავალებებსა და სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს;
ვ.ბ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს;
ვ.გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს;
ვ.დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ვ.ე) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;
ვ.ვ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობას;
ვ.ზ) აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს მოსამსახურეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების გაცემის შესახებ;
ვ.თ) დადგენილი წესით წაახალისებს სააგენტოს მოსამსახურეებს ან სააგენტოს მოსამსახურეებს აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;
ვ.ი) წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;
ვ.კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეებს ანიჭებს მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;
ზ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. არ შეიძლება სააგენტოს უფროსს ეკავოს სხვა თანამდებობა ან იგი ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1835 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 10.
სააგენტოს უფროსის მოადგილეები
1. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, პირველი მოადგილე.
2. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. სააგენტოს უფროსის მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 11.
სააგენტოს მოსამსახურეები
1. სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით, სააგენტოში სამსახურის გავლის წესის შესახებ სამართლებრივი აქტით ან/და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სააგენტოში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სააგენტოს უფროსის წარდგინებით გამოსცემს. ამ აქტით შეიძლება განისაზღვროს სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე მოწესრიგდეს მის წახალისებასთან, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
3. სპეციალური შემოწმების შემდეგ სააგენტოში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პირადი და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
4. სააგენტოში სამუშაოდ მიღებული პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით. იგი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსი. პირის სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და ამ კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხი შეიძლება განისაზღვროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
5. სააგენტოს სადაზვერვო-ოპერატიული ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი ან დაზვერვის ოფიცრის მეექვსე ან უფრო მაღალი კატეგორია შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც აქვს:
ა) საქართველოს სადაზვერვო დაწესებულებაში სადაზვერვო-ოპერატიული ფუნქციის ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
ბ) უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვითი ფუნქციის ან/და ანალიტიკური ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
6. სააგენტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება მივლენილ იქნეს პირი, რომელსაც აქვს სააგენტოში სადაზვერვო-ოპერატიული ფუნქციის, სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის ან/და ტექნიკური დაზვერვის ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
7. სააგენტოს მოსამსახურის შერჩევის, პირის სპეციალური შემოწმებისა და სააგენტოში მისი სამუშაოდ მიღების წესსა და პირობებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით, სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ამ აქტით აღნიშნული წესი და პირობები „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისგან ან/და სხვა შესაბამისი აქტისგან (აქტებისგან) განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს.
8. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, სააგენტოს შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
9. სააგენტოს მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება.
10. სააგენტოში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან.
11. სააგენტოს მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, მისი სააგენტოში სამსახურის გაუმჟღავნებლად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, რომელიმე საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში შეიძლება ეკავოს თანამდებობა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი მას შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.
12. დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სტატუსის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც არ უკავშირდება მის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
13. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს, სააგენტოს უფროსის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფო უზრუნველყოფს საწვავითა და სასაუბრო დროით.
14. სააგენტოს მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სააგენტო.
15. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტოში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულების თანამშრომელი აღნიშნული სადაზვერვო დაწესებულების კადრში დატოვებით. სააგენტოს მოსამსახურე შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. სააგენტოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ხელფასი მოიცავს სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივ სარგოს. სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს განაკვეთები, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურისთვის მისაცემი დანამატები და მათი განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
17. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
18. სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესი განისაზღვრება და უწყებრივი სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშები მტკიცდება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3398 – ვებგვერდი, 26.09.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 111.
ამოღებულია
()
საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3589 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
მუხლი 112.
ამოღებულია
()
საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
(ამოღებულია)
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
(ამოღებულია)
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 12.
ამოღებულია
()
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
.
მუხლი 13.
ამოღებულია
()
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3352 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 14.
ამოღებულია
()
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 15.
ამოღებულია
()
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1835 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 16.
ამოღებულია
()
საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1731 - ვებგვერდი, 25.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3352 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6920-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 17.
ამოღებულია
()
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 171.
ამოღებულია
()
საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 18.
ამოღებულია
()
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სააგენტოს მოსამსახურეთა სამართლებრივი დაცვა
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სააგენტოს მოსამსახურეთა სამართლებრივი დაცვა
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 19.
ამოღებულია
()
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
.
მუხლი 20.
სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა და მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიები
1. დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით უფლებამოსილი არ არიან, ჩაერიონ სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით.
2. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში ახორციელებს, ნამსახურობის 1 დღე 2 დღედ ეთვლება. სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
3. სადაზვერვო საქმიანობის საქართველოს საზღვრების გარეთ განხორციელებისთვის სააგენტოს მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მის/მათ გათავისუფლებას.
4. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის საზღვარგარეთ იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, სრულად უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის 1 დღე ნამსახურობის 3 დღედ ეთვლება.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო მიეცემა შესაბამისად ორმაგი ოდენობითა და სამმაგი ოდენობით.
6. სააგენტოს მოსამსახურისგან დამოუკიდებელი მიზეზით ან მისი გამოაშკარავების შედეგად მის მიერ პროფესიული ვარგისობის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული გარემოების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის დასაქმებას ან უქმნის მას პირობებს პროფესიული გადამზადებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
(ამოღებულია)
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
.
(ამოღებულია)
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
.
მუხლი 21.
ამოღებულია
()
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1835 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 22.
ამოღებულია
()
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №851 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 23.
იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან
1. სააგენტო უფლებამოსილია სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს იმ პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა მასთან სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე. აღნიშნულ პირთან სააგენტოს თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით.
2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, უფლება აქვს:
ა) სააგენტოსთან დადოს კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ან მასთან სხვა ფორმით ითანამშრომლოს;
ბ) სააგენტოს მოსამსახურეებისგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სააგენტოს მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);
დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება;
ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სააგენტოსთან მისი თანამშრომლობის პერიოდში.
3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, ვალდებულია:
ა) არ გაამჟღავნოს სააგენტოსთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები;
ბ) არ მიაწოდოს სააგენტოს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია;
გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 24.
იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან
1. იმ პირის სოციალური დაცვის საკითხი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით.
2. იმ პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, მას სააგენტოსთან თანამშრომლობის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.
4. არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირის ან/და ორგანიზაციის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირისა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს დაფინანსება
მუხლი 25.
სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. სააგენტოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ასიგნებები გაითვალისწინება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცალკე პროგრამული კოდით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სააგენტოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სააგენტოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 26.
--
სააგენტოს საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა
სააგენტოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მისი მოადგილე.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 27.
--
საპარლამენტო კონტროლი
სააგენტოს საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3892- ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 28.
ამოღებულია
()
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3808 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
მუხლი 29.
--
ფინანსური კონტროლი
სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 30.
--
გარდამავალი დებულება
სამსახურმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 301.
სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში
1. 2025 წლის 1 იანვრამდე:
ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მსახურობს, სამხედრო სამსახურს გადის თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით;
ბ) სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით;
გ) სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
დ) წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.
2. წვევამდელს სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
3. იმ პირის მიერ, რომელიც სამსახურში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
მუხლი 31.
--
დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№2984–რს