Law of Georgia
On Intelligence Activities
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს სადაზვერვო საქმიანობის მიზნებს, სფეროსა და ძირითად მიმართულებებს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურად უფლებამოსილ დაწესებულებებს ან/და მათ სტრუქტურულ დანაყოფებს (), რომლებიც საგარეო საფრთხეებისაგან საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას.
მუხლი 2.
1. სადაზვერვო საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საგარეო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, რეალიზაცია, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ქვეყნის სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა.
2. სადაზვერვო საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა.
3. სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალებისა და სხვა მონაცემების დასაიდუმლოებისა და განსაიდუმლოების წესები და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3.
კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სადაზვერვო ინფორმაცია – მონაცემები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნების, გეგმების, მოქმედებების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენებისა და გარემოებების შესახებ;
ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამა – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია, რომლითაც განსაზღვრულია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნები, მიმართულებები და პრიორიტეტები, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები;
გ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა – სადაზვერვო საქმიანობის სახეობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობისა და მასში მონაწილე პირების, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1236
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1724 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
მუხლი 4.
სადაზვერვო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სადაზვერვო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1236
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 5.
1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. სადაზვერვო საქმიანობის სფერო განსაზღვრულია ამ კანონით და მისი შეზღუდვა ან გაფართოება შეიძლება მხოლოდ კანონით.
3. სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ კანონითა და ეროვნული სადაზვერვო პროგრამით.
მუხლი 6.
1. სადაზვერვო საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა;
გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
ე) ანგარიშვალდებულება;
ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია;
ზ) მიზანმიმართულობა;
თ) ოპერატიულობა;
ი) უწყვეტობა;
კ) გეგმურობა;
ლ) ფარულობა.
2. სადაზვერვო საქმიანობისას გამოიყენება როგორც ღია, ისე ფარული და სპეციალური მეთოდები და საშუალებები, რომელთა განსაკუთრებული ხასიათი განისაზღვრება ამ საქმიანობის პირობებით.
სადაზვერვო დაწესებულებები საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სადაზვერვო დაწესებულებები საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 7.
1. (ამოღებულია).
2. სადაზვერვო დაწესებულებებია: დაზვერვის სააგენტო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები.
3. სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას შემდეგ სფეროებში:
ა) დაზვერვის სააგენტო – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამხედრო-ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროებში.
4. სადაზვერვო დაწესებულებების სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფის მოსამსახურეზე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფის მოსამსახურეზე − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.
6. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სადაზვერვო დაწესებულების მოსამსახურე შეიძლება მივლენილ იქნეს სხვა სადაზვერვო დაწესებულებაში.
7. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის ან სადაზვერვო დაწესებულების მოქმედებებში, გარდა კანონით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.
8. პირი, რომელიც დაიშვება სადაზვერვო დაწესებულების მონაცემებთან, გადის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისათვის აუცილებელ პროცედურას. ეს პროცედურა მოითხოვს პირის მიერ ამ მონაცემთა გაუმჟღავნებლობის შესახებ წერილობითი ვალდებულების აღებას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა
ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. სადაზვერვო დაწესებულებათა ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტები „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისათვის გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –საქართველოს ეროვნულ არქივს.
10. სადაზვერვო დაწესებულებათა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მათი საკადრო შემადგენლობისა და იმ პირთა ან/და ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც მათთან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ), აგრეთვე ამ დაწესებულებათა მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, ინახება ამ დაწესებულებათა არქივებში და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
11. არავის არა
აქვს უფლება,
მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სადაზვერვო დაწესებულებასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა
.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 8.
სადაზვერვო დაწესებულების ამოცანები
სადაზვერვო დაწესებულების ამოცანებია:
ა) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების, გამოწვევებისა და რისკების განსაზღვრა და გამოვლენა;
ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების გეგმების, ზრახვებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და ანალიზის შედეგად ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად;
გ) საფრთხეების პრევენციის ან/და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება, ვითარების შეფასება, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან არსებობის შემთხვევაში ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება, თუ ეს მის უფლებამოსილებებს მიეკუთვნება;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1724 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 9.
1. სადაზვერვო დაწესებულებებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას სადაზვერვო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნების დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1236
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1724 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 10.
1. სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ პირებთან;
ბ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებენ ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;
გ) აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების კონსპირაციის მიზნით ახორციელებენ მათ დაშიფვრას;
დ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებენ ხელშეკრულებებს;
ე) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;
ვ) უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავენ თავიანთ მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას;
ზ) უზრუნველყოფენ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისთვის;
თ) თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.
2. სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით სადაზვერვო დაწესებულებებმა შეიძლება გამოიყენონ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მეთოდები და საშუალებები.
მუხლი 11.
1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებული არიან ყველანაირად დაეხმარონ სადაზვერვო დაწესებულებებს სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებაში. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილებას შეიძლება მიენიჭოს საიდუმლოობის გრიფი.
2. საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) თანამშრომლობენ სადაზვერვო დაწესებულებებთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1724 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან
იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან
მუხლი 12.
1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად სადაზვერვო დაწესებულებას შეუძლია ითანამშრომლოს პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა სადაზვერვო დაწესებულებასთან კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე, სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. ასეთ პირთან თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება იმ სადაზვერვო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით, რომელთანაც პირი კონფიდენციალურად თანამშრომლობს.
2. პირის, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან, და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები.
3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის დროს ან/და თანამშრომლობის შედეგად, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13.
1. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან,
უფლება აქვს:
ა) სადაზვერვო დაწესებულებასთან დადოს ხელშეკრულება კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან მასთან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით;
ბ) სადაზვერვო დაწესებულების მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლება-მოვალეობების შესახებ;
გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სადაზვერვო დაწესებულების მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება;
ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის პერიოდში.
2. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, ვალდებულია:
ა) არ გაამჟღავნოს სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები;
ბ) არ მიაწოდოს სადაზვერვო დაწესებულებას ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია;
გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
მუხლი 14.
1. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან, განისაზღვრება ამ სადაზვერვო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.
2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირს, თუ მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში.
(ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
(ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 15.
()
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1236
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 16.
()
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის
კანონი №3893
– ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
დასკვნითი დებულებანი
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 17.
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12(19), 1999 წელი, მუხ. 38).
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№2983–რს
Выберите статью в документе для работы с ней