Law of Georgia
Law of Georgia on Combating Human Trafficking
TITLE: Law of Georgia on Combating Human Trafficking No.: 2944 DATE: 28/04/2006 TYPE: Law of Georgia საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სახელმწიფო ორგანოთა, თანამდებობის პირთა და იურიდიულ პირთა უფლებამოსილებებს, ვალდებულებებსა და მათი საქმიანობის კოორდინაციის წესს, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მუხლი 2. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია: ა) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა უფლებების დაცვით; ბ) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია; გ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები; დ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისათვის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების თანამშრომლობის პრინციპები. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება; ბ) შანტაჟი – პირის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება მისთვის ან მისი ახლობლებისათვის სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურების მუქარით; გ) უმწეო მდგომარეობა – მდგომარეობა, როდესაც პირი სხვა პირზე მატერიალურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული, როდესაც პირს შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლია რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება, როდესაც პირს არ გააჩნია სხვა რეალური საშუალება, გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს მის მიმართ გამოყენებულ ძალადობას; დ) ექსპლუ ატაცია – დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით: დ.ა) შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება; დ.ბ) სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება; დ.გ) პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა; დ.დ) ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება; დ.ე) ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება; ე) იძულებითი შრომა – ნებისმიერი სამუშაო ან მომსახურება, რომელიც მიიღება პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებით, მის მიმართ მუქარის, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით; ვ) სექსუალური ექსპლუატაცია – პირის ჩაბმა პროსტიტუციაში, სხვა სახის სქესობრივ მომსახურებაში ან პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში მის მიმართ მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით; ზ) მონობის მსგავსი მდგომარეობა – „მონობის, მონათვაჭრობისა და მონობის მსგავსი ინსტიტუტებისა და ჩვეულებების გაუქმების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1956 წლის 7 სექტემბრის დამატებითი კონვენციით განსაზღვრული პირის სტატუსი ან მდგომარეობა; თ) ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება − ადამიანისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ის ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის: თ.ა) პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ ხელყოფით; თ.ბ) თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების კონტროლით; თ.გ) ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის, შეზღუდვით ან კონტროლით; თ.დ) იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით; ი) ადამიანით მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად; ლ) წარმოშობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან რომელში მუდმივად მცხოვრები პირი არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი; მ) დანიშნულების სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უწევენ ექსპლუატაციას; ნ) ტრანზიტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის გავლითაც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); ო) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა სახის მომსახურება მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით; პ) დაზარალებული – პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ჟ) არასრულწლოვანი – პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 18 წელს. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2474 - ვებგვერდი, 04.06.2014წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6824 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა განისაზღვრება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა ადამიანის უფლებების დაცვას, მათ დახმარებასა და რეაბილიტაციას, ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. 3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას, ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. თავი II. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები და სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში მუხლი 5. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები არის იმ ორგანიზაციული, სამართლებრივი, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემცირებისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ. 2. სახელმწიფოს საქმიანობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში გულისხმობს: ა) მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ქვეყანაში სიღარიბის, ეკონომიკური განვითარების დაბალი დონის, უმუშევრობისა და შესაძლებლობებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის შემცირებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისათვის; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და შეფასებას; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფორმებისა და გავრცელების მასშტაბის კვლევასა და მონაცემთა შეგროვებას ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების შემუშავების მიზნით; დ) მიგრაციის სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებას, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას; ე) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხის შემცირებას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, მათ შორის, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში „ცხელი ხაზების“
შექმნით, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, საქართველოს საპასპორტო-სავიზო სამსახურების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა
და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა
და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფით საინფორმაციო მასალით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური შრომისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრების შესახებ და სხვა; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას; ზ) სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებას იმ სახელმწიფო მოხელეთათვის, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს; თ) ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ექსპლუატაციის ხელშემწყობი ყველა ფაქტორის წინააღმდეგ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში 1. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ქმნიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის საჭირო პირობებს, ახორციელებენ ამ დანაშაულის შესაძლო რისკის ჯგუფებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას, აგრეთვე ატარებენ შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას. 1 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განხორციელებას. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ტურისტების და დამსვენებლების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. 4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქარ თველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლების გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით –
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში
ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის და მათი საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის აღრიცხვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გატარებასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობას, აგრეთვე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, შეისწავლის და აანალიზებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. 7. სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085 – ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3103 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6820 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3851 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. თავი III. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები მუხლი 7. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამ დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მათთვის სასჯელის შეფარდების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რომლებიც აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისა და დახმარებისათვის. 2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულში ბრალდებული პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. 3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, შეიმუშავებენ სავალდებულო სახელმძღვანელო მითითებებს და თავიანთი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფენ სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ჩატარებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების, მათდამი მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეთა წარმოების თავისებურებებზე. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პირადი უსაფრთხოების დაცვას, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან. 5. საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. 6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს , შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით ამოწმებს შრომის პირობებს და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085 – ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3103 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 8. ერთიანი საინფორმაციო ბანკი 1. ადამიანით მოვაჭრეთა იდენტიფიცირებისა და მათ შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იქმნება ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომელშიც შეიტანება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების, გამოძიების და სასამართლო განხილვის შედეგად ან/და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციიდან (ინტერპოლიდან) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაცია. 2. ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესს, მასში შესატანი ინფორმაციის სახეებსა და შინაარსს, აგრეთვე შესაბამის ინფორმაციასთან დასაშვებ პირთა სიას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 3. ერთიან საინფორმაციო ბანკში შეტანილი ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გაცნობა და გაცემა ხდება საიდუმლო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ერთიან საინფორმაციო ბანკში არსებული ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნება ისჯება კანონით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 მუხლი 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების განხორციელების მიზნით იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. სააგენტოს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. სააგენტო უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსებას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 6. სააგენტოს შემოსავლების წყაროებია: ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები; >ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები; გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულებები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
ტრეფიკინგის
კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის () თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სახელმწიფო ორგანოთა, თანამდებობის პირთა და იურიდიულ პირთა უფლებამოსილებებს, ვალდებულებებსა და მათი საქმიანობის კოორდინაციის წესს, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მუხლი 2.
ტრეფიკინგის
კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია:
ა) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის () თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა უფლებების დაცვით;
ბ) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია;
გ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები;
დ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისათვის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების თანამშრომლობის პრინციპები.
მუხლი 3.
ტრეფიკინგი
ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადამიანით ვაჭრობა () – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება;
ბ) შანტაჟი – პირის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება მისთვის ან მისი ახლობლებისათვის სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურების მუქარით;
გ) უმწეო მდგომარეობა – მდგომარეობა, როდესაც პირი სხვა პირზე მატერიალურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული, როდესაც პირს შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლია რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება, როდესაც პირს არ გააჩნია სხვა რეალური საშუალება, გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს მის მიმართ გამოყენებულ ძალადობას;
დ) ექსპლუ
ატაცია – დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით:
დ.ა) შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება;
დ.ბ) სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება;
დ.გ) პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა;
დ.დ) ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება;
დ.ე) ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება;
ე) იძულებითი შრომა – ნებისმიერი სამუშაო ან მომსახურება, რომელიც მიიღება პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებით, მის მიმართ მუქარის, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით;
ვ) სექსუალური ექსპლუატაცია – პირის ჩაბმა პროსტიტუციაში, სხვა სახის სქესობრივ მომსახურებაში ან პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში მის მიმართ მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით;
ზ) მონობის მსგავსი მდგომარეობა – „მონობის, მონათვაჭრობისა და მონობის მსგავსი ინსტიტუტებისა და ჩვეულებების გაუქმების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1956 წლის 7 სექტემბრის დამატებითი კონვენციით განსაზღვრული პირის სტატუსი ან მდგომარეობა;
თ) ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება − ადამიანისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ის ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის:
თ.ა) პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ ხელყოფით;
თ.ბ) თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების კონტროლით;
თ.გ) ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის, შეზღუდვით ან კონტროლით;
თ.დ) იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით;
ი) ადამიანით მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;
კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად;
ლ) წარმოშობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან რომელში მუდმივად მცხოვრები პირი არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი;
მ) დანიშნულების სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უწევენ ექსპლუატაციას;
ნ) ტრანზიტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის გავლითაც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);
ო) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა სახის მომსახურება მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით;
პ) დაზარალებული – პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ჟ) არასრულწლოვანი – პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 18 წელს.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2014
წლის
29
მაისის კანონი №2474 - ვებგვერდი, 04.06.2014წ.
საქართველოს 2020 წლის
14 ივლისის კანონი №6824 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 4.
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა განისაზღვრება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა ადამიანის უფლებების დაცვას, მათ დახმარებასა და რეაბილიტაციას, ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.
3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას, ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები და სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები და სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში
მუხლი 5.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები არის იმ ორგანიზაციული, სამართლებრივი, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემცირებისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ.
2. სახელმწიფოს საქმიანობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში გულისხმობს:
ა) მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ქვეყანაში სიღარიბის, ეკონომიკური განვითარების დაბალი დონის, უმუშევრობისა და შესაძლებლობებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის შემცირებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისათვის;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და შეფასებას;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფორმებისა და გავრცელების მასშტაბის კვლევასა და მონაცემთა შეგროვებას ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების შემუშავების მიზნით;
დ) მიგრაციის სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებას, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას;
ე) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხის შემცირებას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, მათ შორის, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში
„ცხელი ხაზების“
შექმნით, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, საქართველოს საპასპორტო-სავიზო სამსახურების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა
და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა
და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფით საინფორმაციო მასალით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური შრომისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრების შესახებ და სხვა;
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას;
ზ) სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებას იმ სახელმწიფო მოხელეთათვის, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს;
თ) ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ექსპლუატაციის ხელშემწყობი ყველა ფაქტორის წინააღმდეგ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
მუხლი 6.
სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში
1. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ქმნიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის საჭირო პირობებს, ახორციელებენ ამ დანაშაულის შესაძლო რისკის ჯგუფებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას, აგრეთვე ატარებენ შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას.
1
1.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განხორციელებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ტურისტების და დამსვენებლების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.
4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქარ
თველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლების გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
–
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში
ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის და მათი საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის აღრიცხვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გატარებასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობას, აგრეთვე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, შეისწავლის და აანალიზებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.
7. სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085 – ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3103 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6820 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3851 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები
მუხლი 7.
სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამ დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მათთვის სასჯელის შეფარდების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რომლებიც აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისა და დახმარებისათვის.
2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულში ბრალდებული პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.
3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, შეიმუშავებენ სავალდებულო სახელმძღვანელო მითითებებს და თავიანთი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფენ სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ჩატარებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების, მათდამი მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეთა წარმოების თავისებურებებზე.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პირადი უსაფრთხოების დაცვას, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან.
5. საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს
,
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
7.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით ამოწმებს შრომის პირობებს და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085
– ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3103 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 8.
ერთიანი საინფორმაციო ბანკი
1. ადამიანით მოვაჭრეთა იდენტიფიცირებისა და მათ შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იქმნება ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომელშიც შეიტანება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების, გამოძიების და სასამართლო განხილვის შედეგად ან/და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციიდან (ინტერპოლიდან) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაცია.
2. ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესს, მასში შესატანი ინფორმაციის სახეებსა და შინაარსს, აგრეთვე შესაბამის ინფორმაციასთან დასაშვებ პირთა სიას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. ერთიან საინფორმაციო ბანკში შეტანილი ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გაცნობა და გაცემა ხდება საიდუმლო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ერთიან საინფორმაციო ბანკში არსებული ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნება ისჯება კანონით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
მუხლი 9.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების განხორციელების მიზნით იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. სააგენტოს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. სააგენტო უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსებას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
6. სააგენტოს შემოსავლების წყაროებია:
ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები;
>ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები;
გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულებები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.