Law of Georgia
Organic Law of Georgia on the Public Defender of Georgia
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
მუხლი 2
საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2018 წლის
5
სექტემბრის ორგანული
კანონი №3371
–
ვებგვერდი, 21.09.2018წ.
მუხლი 3
1. საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.
1
1.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სახალხო დამცველი ამ კანონითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, ავლენს პირდაპირი დისკრიმინაციისა და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.
12. საქართველოს სახალხო დამცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ზედამხედველობს ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, უზრუნველყოფს მათ მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირებას.
2. საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.
3. საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის ორგანული კანონი №6849 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6862 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 31
1. საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.
2. საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსებით.
3. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ითანამშრომლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის ორგანოებთან და მექანიზმებთან, აგრეთვე საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ ინსტიტუტებთან ან ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა დაცვის უზრუნველყოფა.
4. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად უზრუნველყოფს დისკრიმინაციისაგან პირის ეფექტიან დაცვას.
5. საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.42
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის ორგანული კანონი №425 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.
მუხლი 32
1. საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი წესით ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.
2. ბავშვის უფლებების დაცვისა და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი ამ კანონით, ბავშვის უფლებათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებით იღებს შესაბამის ზომებს.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №5005 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის ორგანული კანონი №5905 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
მუხლი 4
1. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
მუხლი 5
1. საქართველოს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შუქმნას მას მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო პირობები.
2. საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, საქართველოს სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორის მიმართვიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
3. საქართველოს სახალხო დამცველის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისას მისი უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება აღდგება.
4. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც საქართველოს სახალხო დამცველს; ეს უფლება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. არ შეიძლება სახალხო დამცველისათვის განკუთვნილი წერილობითი მასალის დაყადაღება.
5. საქართველოს სახალხო დამცველი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.
6. უზრუნველყოფილია საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. მისი განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სახალხო დამცველისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
7. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №472 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.181
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2013 წლის
30
მაისის
ორგანული
კანონი №669
– ვებგვერდი, 24.0
6
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის
5
სექტემბრის ორგანული
კანონი №3371
–
ვებგვერდი, 21.09.2018წ.
საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა
საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა
მუხლი 6
1. საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.
2. საქართველოს სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905).
4. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905)
.
5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905).
6. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905)
.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1460 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.92
საქართველოს 2013 წლის 18
სექტემბრის
ორგანული
კანონი №1082 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2018 წლის
5
სექტემბრის ორგანული
კანონი №3371
–
ვებგვერდი, 21.09.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6
დეკემბრის ორგანული
კანონი №3905
–
ვებგვერდი, 14.12.2018წ.
მუხლი 7
1. ახლად არჩეული საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ წინა საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.
2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 6 წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.
3. საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
საქართველოს 2018 წლის
5
სექტემბრის ორგანული
კანონი №3371
–
ვებგვერდი, 21.09.2018წ.
მუხლი 8
1. საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, საექსპერტო და სახელოვნებო მოღვაწეობისა. არ შეიძლება საქართველოს სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე თანამდებობრივად ევალება სხვა თანამდებობის შეთავსება.
2. თანამდებობაზე არჩევიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია შეწყვიტოს მის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ დროში არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნებს, მისი უფლებამოსილება წყდება და პარლამენტი აირჩევს ახალ საქართველოს სახალხო დამცველს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის ორგანული კანონი
№4391
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის ორგანული კანონი
№171
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
მუხლი 9
1. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905)
.
2. (ამოღებულია - 06.12.2018, №3905)
.
3. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. ასეთ შემთხვევაში იგი სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებებით, სამართლებრივი გარანტიებითა და ხელშეუხებლობით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 6
დეკემბრის ორგანული
კანონი №3905
–
ვებგვერდი, 14.12.2018წ.
მუხლი 10
1. საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
ვ) ნებაყოფლობით გადადგა;
ზ) გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3398 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის
5
სექტემბრის ორგანული
კანონი №3371
–
ვებგვერდი, 21.09.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6
დეკემბრის ორგანული
კანონი №3905
–
ვებგვერდი, 14.12.2018წ.
მუხლი 11
საგანგებო
ან
საომარი
მდგომარეობის
გამოცხადება
არ
წყვეტს
საქართველოს
სახალხო
დამცველის
საქმიანობას
და
არ
ზღუდავს
მის
უფლებამოსილებას
.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი
საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი
მუხლი 12
საქართველოს
სახალხო
დამცველი
დამოუკიდებლად
ამოწმებს
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობას
, ასევე
მათი
დარღვევის
ფაქტებს
როგორც
მიღებული
განცხადებისა
და
საჩივრის
საფუძველზე
, ისე
საკუთარი
ინიციატივით
.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
მუხლი 13
საქართველოს
სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6862 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 14
1. საქართველოს
სახალხო
დამცველი
განიხილავს
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა
დარღვევის
შესახებ
განცხადებასა
და
საჩივარს
იმ
შემთხვევაში
, თუ
განმცხადებელი
სადავოდ
ხდის
:
ა
) საჯარო
დაწესებულების
გადაწყვეტილებას
;
ბ
) სასამართლო
განხილვის
პროცესში
საქართველოს
კანონმდებლობით
მინიჭებული
უფლებებისა
და
თავისუფლებების
შელახვას
ან
დარღვევას
;
გ
) დაკავებული
, დაპატიმრებული
ან
სხვაგვარად
თავისუფლებაშეზღუდული
პირისთვის
საქართველოს
კანონმდებლობით
უზრუნველყოფილი
უფლებების
დარღვევას
;
დ
) ნორმატიული
აქტების
საქართველოს
კონსტიტუციის
მეორე
თავთან
შესაბამისობას
;
ე
) რეფერენდუმისა
და
არჩევნების
მომწესრიგებელი
ნორმების
და
ამ
ნორმების
საფუძველზე
ჩატარებული
ან
ჩასატარებელი
არჩევნების
(რეფერენდუმის
) კონსტიტუციურობას
.
2. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ განიხილოს განცხადება ან საჩივარი, რომლის თაობაზეც მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, თუ არ წარმოიქმნა ახალი გარემოებანი.
3. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებისა და საჩივრის განხილვამ არ შეიძლება დააბრკოლოს ანალოგიური განცხადების ან საჩივრის განხილვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
მუხლი 141
1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
2. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი ფუნქციების შესასრულებლად:
ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;
ბ) შეისწავლის პირდაპირი დისკრიმინაციის და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;
გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
ე) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;
ვ) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;
ზ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
თ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
თ1) უფლებამოსილია, როგორც მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4550 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.
მუხლი 142
1. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე გამოავლინოს დარღვევა.
2. ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამოვლენისას საქართველოს სახალხო დამცველი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.
Выберите статью в документе для работы с ней