Ordinance of the Government of Georgia
On Requesting Public Information in Electronic Form and Publishing It Proactively
--
--
მუხლი 1
მოქმედების სფერო
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას ().
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებზე:
ა) საქართველოს მთავრობის კანცელარია;
ბ) საქართველოს სამინისტრო;
გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ე) საქართველოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება.
მუხლი 2
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ () ელექტრონულ რესურსზე.
2. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
მუხლი 3
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
მუხლი 4
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 5
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ()
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები).
მუხლი 6
საჯარო ინფორმაციის გვერდი
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ () ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა.
2. ამ დადგენილების დანართის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.
მუხლი 7
გარდამავალი დებულებები
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ () ელექტრონულ რესურსზე 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე.
3. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა
1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ
№
ინფორმაციის დასახელება
განახლების ვადები
1.1
ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.2
ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.3
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად
1.4
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.5
ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში − მათი ხელმძღვანელებისა და მოადგილეების) შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.6
ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი
2.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.2
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.3
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.4
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად
2.5
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
ქვეყნდება კვარტალურად
3. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ
3.1
ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.2
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.3
ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
ქვეყნდება კვარტალურად
4. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ
4.1
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა
ქვეყნდება კვარტალურად
4.2
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით
ქვეყნდება კვარტალურად
4.3
ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ
ქვეყნდება კვარტალურად
4.4
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები
ქვეყნდება კვარტალურად
5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ
5.1
ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები
ქვეყნდება კვარტალურად
5.2
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)
ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად
5.3
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)
ქვეყნდება კვარტალურად
5.4
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)
ქვეყნდება კვარტალურად
5.5
ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.6
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.7
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.8
ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.9
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.10
უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.11
ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.12
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება კვარტალურად
5.13
სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ
ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში
6. სამართლებრივი აქტები
6.1
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
6.2
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
7. სხვა საჯარო ინფორმაცია
7.1
ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
7.2
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
შენიშვნა 1. ნუსხის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებს.
შენიშვნა 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შენიშვნა 3. დადგენილებით გათვალისწინებული პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან.
შენიშვნა 4. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
Cancel
Save
Annotate
Выберите статью в документе для работы с ней