Law of Georgia
Law of Georgia on the Recognition of Victims as a Result of Dispersal of Peaceful Assembly for the Independence of Georgia on 9 April 1989 in Tbilisi, and their Social Security Guarantees
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მუხლი 2.
კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად:
ა) დაღუპულთა ოჯახის წევრებზე;
ბ) დაზარალებულებზე, რომელთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. თბილისის №1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ, ამ კანონის მიღებამდე.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
მუხლი 3.
დაზარალებული პირები
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევიან:
ა) დაღუპულთა ოჯახის წევრები: შრომისუუნარო მშობლები; მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა; არასრულწლოვანი შვილი ან/და ნაშვილები;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებული პირები.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №856 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიები
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიები
მუხლი 4.
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვა
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს:
ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ().
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2454 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.435
მუხლი 5.
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ().
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2454 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.435
მუხლი 6.
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური დაცვა
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს:
ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ().
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2454 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.435
მუხლი 7.
1. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
2. მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ სასაფლაოზე ადგილის გამოყოფას გარდაცვლილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6888 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8.
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა.
2. საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე სათანადო სადაზღვევო პოლისების გაცემა.
21. ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან.
3. (ამოღებულია - 23.12.2005, №2454).
4. (ამოღებულია - 23.12.2005, №2454).
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2454 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.435
მუხლი 9.
დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 30 აპრილი.
№1921-IIს
Cancel
Save
Annotate
Выберите статью в документе для работы с ней