Order of Minister of Georgia
On Approval of the Procedures for Drafting, Adopting (Issuing), Sending, Registering, Systematising, and Publishing
TITLE: On Approval of the Procedures for Drafting, Adopting (Issuing), Sending, Registering, Systematising, and Publishing Normative Acts (Draft Normative Acts) by Means of Automated Management Tools No.: 158 DATE: 29/12/2011 TYPE: Order of Minister of Georgia საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №158 2011 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის ), გ აგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი. 2. 201 2 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით შედგენის , მიღების (გამოცემის ), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში მოქმედებს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესი, ხოლო მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე შედგენის , მიღების (გამოცემის ), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში – „ ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებით დამტკიცებული წესი. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანება. 4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. 5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან. ზ. ადეიშვილი მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გადაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე. 2. წესის მიზანია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენასთან, მიღებასთან (გამოცემასთან), გადაგზავნასთან ან გადაცემასთან, აგრეთვე აღრიცხვასთან, სისტემატიზაციასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება. 3. წესის მოქმედება ვრცელდება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ. 4. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენას, მიღებას (გამოცემას), სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნას ან გადაცემას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – მაცნე) პორტალის მეშვეობით. 5. ამ წესით განსაზღვრულ პროცედურებსა და ნორმატიული აქტების საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) არსებულ პროცედურებს შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისტემაში არსებულ პროცედურებს. ასეთი შეუსაბამობის წარმოქმნიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უნდა უზრუნველყოს წესში შესაბამისი ცვლილებების შესატანად კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყება. 6. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (პროექტის) შედგენისათვის, მიღებისათის (გამოცემისათვის), გადაგზავნისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე აღრიცხვის, სისტემატიზაციის და გამოქვეყნებისათვის სავალდებულოა სისტემის გამოყენება. მუხლი 2. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი 1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, მაცნე აწარმოებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრს). 2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით მაცნეს ვებგვერდზე. 3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 3. სისტემაში რეგისტრაცია 1. სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოსათვის (თანამდებობის პირისთვის). ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანომ (თანამდებობის პირმა) დადგენილი წესით უნდა გაიაროს რეგისტრაცია სისტემაში. 2. სისტემაში რეგისტრაციის დროს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) წარმომადგენელმა ამ წესის შესაბამისად უნდა შეავსოს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი №4). 3. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. მაცნე პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი ან განთავსებული ინფორმაციისა თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ან აღნიშნული ინფორმაციის ან დოკუმენტის სისტემაში შეყვანის ან განთავსების შედეგად წარმოშობილ ზიანზე. 4. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ასახოს აღნიშნული ცვლილება სისტემაში. 5. სისტემაში შესვლით რეგისტრირებული მომხმარებელი ეთანხმება სისტემის გამოყენების პირობებს . მუხლი 4. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა 1. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მართვის ავტომატური საშუალების – სისტემის მეშვეობით. 2. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენისას სისტემაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ნორმატიული აქტის სათაური; ბ) ნორმატიული აქტის სახე; გ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი); დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული. 3. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, მაცნეს ვებპორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად, შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ „11“ ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიული აქტი შედგება სქემების, ცხრილებისა და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია „11“ ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება. 4. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით, შრიფტით არანაკლებ „9“ ზომისა. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა. შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია. 5. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა სისტემაში უნდა განხორციელდეს მისი სტრუქტურის შესაბამისად, კარებად (კოდექსში – წიგნებად), თავებად, მუხლებად, პუნქტებად (კოდექსში – ნაწილებად) და ქვეპუნქტებად. 6. ტექსტის შემცველი დანართი ასევე უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად. 7. სქემების, ცხრილების, ნუსხების და სურათების შემცველი დანართი სისტემაში უნდა აიტვირთოს ცალკე დოკუმენტად, ნებისმიერ ფორმატში. მუხლი 5. ნორმატიული აქტის (პროექტის) სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა ნორმატიული აქტის (პროექტის) საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა, სამართლებრივი დასკვნის შედგენა და გადაგზავნა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით, სისტემის საშუალებით. მუხლი 6. ნორმატიული აქტების გამოქვეყნება 1. ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში არეგისტრირებს და აქვეყნებს მაცნე. 2. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა. 3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. 4. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში. 5. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას - მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა, გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს მაცნეს. 6. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნე აქვეყნებს ნორმატიული აქტის მისთვის გადაცემიდან/მიღებიდან 5 დღის ვადაში. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა. 8. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით. 9. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში. 10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა. 11. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა. 12. ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად გადაეგზავნება სისტემის მეშვეობით, გარდა „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტისა. 13 . გამოქვეყნებისათვის გადმოგზავნილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-7– მე-11 პუნქტებში მითითებული, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა ) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა. მუხლი 7. ნორმატიული აქტის რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში 1. მაცნეს ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისი მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. 2. ერთობლივ ნორმატიულ აქტს ენიჭება იმ უწყების (მიმღების) სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში. 3. ნორმატიული აქტები , მათი სახისა და მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიხედვით რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში . 4. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილება ამ მუხლით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. 5. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება; გ) ნორმატიული აქტის სათაური; დ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული; ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; ვ) იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი; ზ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი; თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი. 6. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი მაცნეს სარეგისტრაციოდ გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით, 2 ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. 7. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში (დანართი №1). 8. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიულ აქტს ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილს დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით. 9.სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს (დანართი №2-ის შესაბამისად), მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს) (დანართი №3-ის შესაბამისად), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი ნაწილის მიხედვით. მუხლი 8. ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია 1. მაცნეს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა. 2. ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვას იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას. 3. მაცნე ნორმატიული აქტის სისტემატიზაციას უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. 4. ნორმატიული აქტის სისტემატიზაციის შედეგად, ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილების რეკვიზიტები (ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი) ნორმატიულ აქტში მიეთითება პეტიტის სახით. 5. მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. 6. მაცნე უფლებამოსილია არ განახორციელოს ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია, თუ შეუძლებელია ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვა იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და აღნიშნულის თაობაზე პეტიტის სახით მიეთითება სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტში. დანართი №1 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა № ნორმატიული აქტის სახე ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი დანართი№2 ნორმატიული აქტის სახის ციფრობრივი კოდები 1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები: № ნორმატიული აქტის სახე კოდი 1 საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი 01 2 საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება 02 3 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 03 4 საქართველოს ორგანული კანონი 04 5 საქართველოს კანონი 05 6 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 06 7 საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი 07 8 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08 9 საქართველოს პარლამენტის დადგენილება 09 10 საქართველოს მთავრობის დადგენილება 10 11 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 11 12 ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება 13 13 აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება 14 14 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 15 15 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 16 16 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება 17 17 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 18 18 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 19 19 საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება 20 20 საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 21 21 საქართველოს მინისტრის ბრძანება 22 22 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება 25 23 თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება 41 24 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება 42 25 საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება 43 26 აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება 44 27 სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება 45 28 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება 46 30 საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ს – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება 48 31 სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 54 32 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 55 33 სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი 40 2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები: № ნორმატიული აქტის სახე კოდი 1 ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია 29 2 ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 30 3 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 31 4 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 32 5 ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 33 6 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 34 7 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი 51 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები: № ნორმატიული აქტის სახე კოდი 1 მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 35 2 ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება 36 3 ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება 37 4 ქ. თბილისის მერის ბრძანება 52 5 ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება 53 დანართი №3 ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ციფრობრივი კოდები 1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი: № ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) კოდი 1 საქართველოს პარლამენტი 001 2 საქართველოს პრეზიდენტი 002 3 საქართველოს მთავრობა 003 4 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო 004 5 ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია 006 6 აუდიტორული საქმიანობის საბჭო 007 7 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 008 8 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 009 9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 010 10 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 011 11 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 012 12 საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 013 13 საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე 014 14 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი 017 15 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 022 16 საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი 023 17 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 024 18 საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 025 19 საქართველოს თავდაცვის მინისტრი 026 20 საქართველოს იუსტიციის მინისტრი 027 21 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი 029 22 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 030 23 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 032 24 საქართველოს ფინანსთა მინისტრი 033 25 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 034 26 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 035 27 საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 037 28 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი 038 29 თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი 046 30 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი 047 31 საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი 048 32 აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი 064 33 სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი 050 34 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი 051 35 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 054 36 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი 055 37 საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარე 065 38 სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი 066 39 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი 067 40 სხვა ადმინისტრაციული ორგანო 036 2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი: № ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) კოდი 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 056 2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 057 3 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი 058 4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია 059 5 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 060 6 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 061 7 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი 062 8 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია 063 3. თვითმმართველ ერთეულებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი: № თვითმმართველი ერთეული კოდი 1 საქართველოს დედაქალაქი – თბილისი 101 2 აჟარის მუნიციპალიტეტი 102 3 მესტიის მუნიციპალიტეტი 103 4 წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 104 5 ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 105 6 ხობის მუნიციპალიტეტი 106 7 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 107 8 სენაკის მუნიციპალიტეტი 108 9 მარტვილის მუნიციპალიტეტი 109 10 აბაშის მუნიციპალიტეტი 110 11 თვითმმართველი ქალაქი ფოთი 111 12 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 112 13 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 113 14 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 114 15 ლენტეხის მუნიციპალიტეტი 115 16 ცაგერის მუნიციპალიტეტი 116 17 ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 117 18 ონის მუნიციპალიტეტი 118 19 ხონის მუნიციპალიტეტი 119 20 სამტრედიის მუნიციპალიტეტი 120 21 ვანის მუნიციპალიტეტი 121 22 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 122 23 თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი 123 24 ბაღდათის მუნიციპალიტეტი 124 25 ტყიბულის მუნიციპალიტეტი 125 26 თერჯოლის მუნიციპალიტეტი 126 27 ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 127 28 ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 128 29 ჭიათურის მუნიციპალიტეტი 129 30 საჩხერის მუნიციპალიტეტი 130 31 ქობულეთის მუნიციპალიტეტი 131 32 თვითმმართველი ქალაქი ბათუმი 132 33 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 133 34 ქედის მუნიციპალიტეტი 134 35 შუახევის მუნიციპალიტეტი 135 36 ხულოს მუნიციპალიტეტი 136 37 ადიგენის მუნიციპალიტეტი 137 38 ახალციხის მუნიციპალიტეტი 138 39 ბორჯომის მუნიციპალიტეტი 139 40 ასპინძის მუნიციპალიტეტი 140 41 ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 141 42 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 142 43 ხაშურის მუნიციპალიტეტი 143 44 ქარელის მუნიციპალიტეტი 144 45 თიღვის მუნიციპალიტეტი 145 46 ქურთის მუნიციპალიტეტი 146 47 ერედვის მუნიციპალიტეტი 147 48 გორის მუნიციპალიტეტი 148 49 კასპის მუნიციპალიტეტი 149 50 ახალგორის მუნიციპალიტეტი 150 51 ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 151 52 დუშეთის მუნიციპალიტეტი 152 53 მცხეთის მუნიციპალიტეტი 153 54 თიანეთის მუნიციპალიტეტი 154 55 წალკის მუნიციპალიტეტი 155 56 დმანისის მუნიციპალიტეტი 156 57 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 157 58 ბოლნისის მუნიციპალიტეტი 158 59 მარნეულის მუნიციპალიტეტი 159 60 თვითმმართველი ქალაქი რუსთავი 160 61 გარდაბნის მუნიციპალიტეტი 161 62 ახმეტის მუნიციპალიტეტი 162 63 თელავის მუნიციპალიტეტი 163 64 ყვარლის მუნიციპალიტეტი 164 65 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 165 66 გურჯაანის მუნიციპალიტეტი 166 67 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 167 68 სიღნაღის მუნიციპალიტეტი 168 69 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 169 დანართი №4 მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის ფორმა № სახელი , გვარი მომხმარებლის სახელი ელ.ფოსტა თანამდებობა უფლებები 1 2 შენიშვნა: უფლებების ველში ციფრით ჩაიწეროს შემდეგი უფლებებიდან ერთი ან რამდენიმე: ა) პროექტის შედგენა; ბ) ვიზირება; გ) იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზაზე გადაგზავნა; დ) მაცნეში გაგზავნა (საქმისწარმოების განმახორციელებელი თანამშრომლის უფლება); ე) ხელმომწერის ფუნქცია (ხელმძღვანელი ან/და მოვალეობის შემსრულებელი).