Law of Georgia
Law of Georgia on the Georgian National Investment Agency
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის სფეროში არსებული საჯარო მიზნების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს და მათი განხორციელების კონკრეტულ მექანიზმს.
2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება სახელმწიფოს მონაწილეობით შემუშავებულ ყველა სახის საწარმოო-საინვესტიციო პროგრამაზე და მათ განხორციელებაში მონაწილე სუბიექტებზე, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით და საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მუხლი 2.
კანონის მიზნები
ამ კანონის მიზნებია:
ა) საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისი საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ეფექტიანი ხარჯვის მექანიზმის შექმნა და მათი მართვის უზრუნველყოფა;
ბ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებისას საწარმოო-საინვესტიციო პროექტების წარმდგენი ორგანიზაციებისადმი სამართლიანი და არადისკრიმინაციული დამოკიდებულების უზრუნველყოფა;
გ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების საჯაროობის უზრუნველყოფა;
დ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებისა და სახელმწიფო ხელშეწყობის სისტემის შექმნის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებისათვის ხელის შეწყობა და ამ მიზნით სამართლებრივი საფუძვლის შექმნისათვის საჭირო წინადადებების შემუშავების ხელშეწყობა.
მუხლი 3.
კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინვესტიცია – სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის საწარმოში, საწარმოო-საინვესტიციო პროგრამებსა და საწარმოო-საინვესტიციო პროექტებში კაპიტალის დაბანდება, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალური ეფექტიანობით ამოქმედება და წარმოების განვითარების ხელშეწყობით უმუშევრობის დონის შემცირება;
ბ) სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკა – სახელმწიფო ორგანოების მიერ შემუშავებული ძირითადი პრინციპების ერთობლიობა, რომლის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;
გ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამა – ცალკეული დარგისა და საწარმოს განვითარების, აგრეთვე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული საფინანსო-ეკონომიკური გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტებს;
დ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტი – საწარმოო-საინვესტიციო პროგრამით განსაზღვრული დარგის განვითარების მიზნით შემუშავებული კონკრეტული მოქმედებების გეგმა;
ე) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემა – ამ კანონით განსაზღვრული ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებას და განსაზღვრავს მათი განხორციელების პრინციპებს;
ვ) ();
ზ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის წარმდგენი ორგანიზაცია – რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საწარმოო-საინვესტიციო პროექტს წა-რადგენს ამ კანონის შესაბამისად;
თ) პრეტენდენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, მიიღოს დაფინანსება ფონდის სახსრებიდან და ამ მიზნით მონაწილეობს საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევ კონკურსში;
ი) სუბვენცია – განსაზღვრული ოდენობის მიზნობრივი ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გამოყოფს შესაბამისი ღონისძიების ან/და ობიექტის დასაფინანსებლად;
კ) თავდებობა – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების წინაშე იმ საწარმოს თავდებად დადგომა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნებს სამეწარმეო საქმიანობის რისკის ან/და საგარანტიო უზრუნველყოფის შესახებ;
ლ) სუბსიდია – ფულადი ან სხვა მატერიალური სახის დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გასცემს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის გარკვეული ნაწილის დასაფარავად, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით;
მ) მცირე საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა – 500 000 ლარს;
ნ) საშუალო საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 100 დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა – 1 500 000 ლარს;
ო) მცირე და საშუალო საწარმოთა წლიური ბრუნვა – მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი ამონაგები.
2. საწარმო არ ჩაითვლება მცირედ ან საშუალოდ, თუ:
ა) მისი საწესდებო კაპიტალის 25 პროცენტზე მეტი ეკუთვნის პირს (პირებს), რომელიც არ აკმაყოფილებს მცირე და საშუალო საწარმოთათვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსური მომსახურება.
საქართველოს 2006 წლის
2
4
მაის
ის კანონი №
3087
- სსმ I,
№
20
,
09
.
06
.200
6
წ., მუხ.
166
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის
კანონი №1288
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 31.
მცირე ან საშუალო საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა
1. მცირე ან საშუალო საწარმოში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის, შეთავსებით მომუშავეთა () და იურიდიული პირის წარმომადგენლობების თანამშრომელთა გათვალისწინებით, რაც აისახება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის)
ტერიტორიულ ორგანოებში წარდგენილ ფორმებში.
2. წინა ფინანსური წლის არმქონე ახლად შექმნილ საწარმოში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა განისაზღვრება მათი რეგისტრაციიდან წლის ბოლომდე პერიოდისათვის.
3. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რაოდენობის გადამეტების დღიდან საწარმო აღარ ჩაითვლება მცირე ან საშუალო საწარმოდ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით მცირე საწარმოებს არ დაეკისრებათ დამატებითი ანგარიშგების წარმოების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულის გარდა.
საქართველოს 2006 წლის
2
4
მაის
ის კანონი №
3087
- სსმ I,
№
20
,
09
.
06
.200
6
წ., მუხ.
166
საქართველოს 2009 წლის 11
დეკემბრ
ის კანონი №
2293
- სსმ I,
№
45
,
21
.
12
.200
9
წ., მუხ.
324
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
მუხლი 4.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო
1. საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების, კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ().
2.
სააგენტოს
მიერ განხორციელებულ საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მასზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.
3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.
4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სააგენტოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
5. საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით იქმნება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 3 წევრისაგან, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით.
6. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.
7. საქართველოს ეკონომიკის
ა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო სააგენტოს გადასცემს სახელმწიფო ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სააგენტოს უფლება აქვს, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით:
ა) შეიძინოს, გაასხვისოს ან დატვირთოს თავის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება;
ბ) აიღოს სესხი;
გ) დადგეს თავდებად;
დ) განსაზღვროს სააგენტოს საშტატო განრიგი.
81
. სააგენტოს ბიუჯეტი უნდა შეთანხმდეს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობა დამატებით საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.
10. სააგენტოს დაფინანსება ხორციელდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლით;
გ) კერძო ინვესტორებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების სახსრებით, რომელთა მოზიდვა ხდება სახელმწიფო გარანტიებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;
დ) საერთაშორისო დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ მეწარმეობის განვითარების მიზნით გამოყოფილი გრანტებითა და დახმარებებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
11. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.
12. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) ფონდის სახსრების რაციონალური მართვა და განაწილება თავდებობის, სუბვენციისა და სუბსიდიის სახით საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების ან მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად;
ბ) პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის მიზნით;
გ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების ანგარიშების საფუძველზე საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებების მომზადება;
დ) იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო საწარმოო-საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის უფლების მისაღებად;
ე) საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, კონკურსის საფუძველზე საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შერჩევა, რომელთა საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება განხორციელდება ფონდის სახსრებით;
ვ)
სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეკონომიკის
ა და მდგრადი განვითარების
სამინისტროსთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა;
ზ) საინვესტიციო გარემოს შექმნისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება;
თ) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება, გამოცემა და მისი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;
ი) სპეციალური სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, საინვესტიციო ურთიერთობებში მონაწილე პირთათვის, ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირებისათვის სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება;
კ) განხორციელებული საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ლ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის წარმდგენი ორგანიზაციისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა.
13. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწყოს თავის მიერ გაწეული საქმიანობის საჯარო განხილვები და უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის გამოქვეყნება, აგრეთვე დაარსოს სპეციალური პერიოდული ბიულეტენი.
საქართველოს 2003 წლის
2
8
მარტ
ის კანონი №
2038
- სსმ I,
№
8
,
14
.
04
.200
3
წ., მუხ.
47
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6627-ვებგვერდი, 09.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის
კანონი №1288
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 5.
სააგენტოს დირექტორის უფლება-მოვალეობები
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც:
ა) შიგა ორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;
ბ) წყვეტს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) დადგენილი წესით ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობას და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ მიზნობრივ ხარჯვას.
2. სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს სააგენტოს სხვადასხვა ორგანიზაციასა და ინსტანციაში. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული მოადგილე.
3. სააგენტოს დირექტორი პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სააგენტოს დირექტორი ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.
მუხლი 6.
სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო
1. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სს
„საპარტნიორო
ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სს
„საპარტნიორო
ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.
3. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
4. ()
.
5. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) იწვევს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და ადგენს დღის წესრიგს.
6. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
7. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება სააგენტოს საქმიანობის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების შესახებ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ეცნობებათ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე.
8. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ამტკიცებს სააგენტოს დირექტორის მიერ სააგენტოს გამგებლობაში არსებული სახსრების ფარგლებში შემუშავებული თავდებობის, სუბსიდირებისა და სუბვენციის პროგრამების პროექტებს;
ბ) ვალდებულია გაითვალისწინოს სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და საწარმოო-საინვესტიციო საქმიანობაში მონაწილე მხარეებს თავის სხდომაზე შესაძლებლობა მისცეს, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ საკუთარი ინტერესები;
გ) ამტკიცებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი საწარმოო-საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის უფლების მისაღებად;
დ) უფლებამოსილია საწარმოო-საინვესტიციო პროგრამებში მონაწილე ორგანიზაციებს მოსთხოვოს ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესახებ და შეამოწმოს მისი სისწორე;
ე) ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას;
ვ) თავის სხდომაზე განიხილავს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების პროექტებს და მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;
ზ) განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენ ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ)
(ამოღებულია
– 05.07.2012,
№6627)
.
9. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო თავის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6627-ვებგვერდი, 09.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის
კანონი №1288
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
(ამოღებულია) საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1288 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
(ამოღებულია) საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1288 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 7.
()
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის
კანონი №1288
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 8.
(ამოღებულია
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის
კანონი №1288
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობა მ უხლი 9. მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობის ფორმები მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობის ფორმებია: ა) წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით საწარმოო-საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების თავდებობა; ბ) სუბვენცია, რომლის არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში იგი უბრუნდება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს; გ) სუბსიდია.
მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობა მ უხლი 9. მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობის ფორმები მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობის ფორმებია: ა) წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით საწარმოო-საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების თავდებობა; ბ) სუბვენცია, რომლის არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში იგი უბრუნდება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს; გ) სუბსიდია.
მუხლი 10.
წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით საწარმოო-საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების თავდებობა
1. თუ სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას, წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით საწარმოო-საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების ფარგლებში თავდებად დაუდგეს პრეტენდენტს დამფინანსებელი ორგანიზაციის წინაშე, სააგენტოსა და მსესხებელს შორის იდება ხელშეკრულება.
2. სააგენტოსა და მსესხებელს შორის დადებულ ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს მხარეთა ვალდებულებები, სააგენტოს თავდებობის ოდენობა, ხანგრძლივობა, პირობები და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში განსახორციელებელი საჯარიმო სანქციები.
3. სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს საწარმოს მიერ ვალდებულებების შესრულებაზე. საწარმომ სააგენტოს სამ თვეში ერთხელ უნდა წარუდგინოს საბუღალტრო ანგარიშგება სესხის გამოყენების მდგომარეობის შესახებ.
4. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სააგენტოსა და საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დამფინანსებელ ორგანიზაციას შორის იდება თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სააგენტოს თავდებობის ოდენობა;
ბ) თავდებობის თანხის მართვის ძირითადი პრინციპები და პირობები;
გ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენა მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულებათა შესრულების შესახებ;
დ) საგარანტიო უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია;
ე) თავდებობის ამოქმედება.
5. თუ საწარმო ვერ შეასრულებს სესხის დაფარვის ვალდებულებებს და საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაცია ამოწურავს საგარანტიო უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად თანხების მიღების ყველა შესაძლებლობას, კრედიტის ნარჩენი თანხა ანაზღაურდება ფონდის სახსრებიდან.
მუხლი 11.
სააგენტოს მიერ სუბსიდირების განხორციელება
1. საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილი საწარმო-საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) სააგენტოსა და საწარმოს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს მიერ განხორციელებული სუბსიდირების მიზანი, ოდენობა, გაცემის პირობები და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში განსახორციელებელი საჯარიმო სანქციები;
ბ) სააგენტოსა და საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დამფინანსებელ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება საინვესტიციო-საწარმოო პროექტით მოთხოვნილი სუბსიდირების განხორციელებისას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დასაფინანსებელი თანხის სუბსიდირების პირობები, დამფინანსებელი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენა მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესახებ და სხვა პროცედურული საკითხები.
2. საწარმოს მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.
3. საწარმო სააგენტოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას სუბსიდიის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ.
4. საწარმოს მიერ სუბსიდირებული სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდის ვალდებულებების არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს შეწყვიტოს სუბსიდირება.
საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსების სისტემა
საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსების სისტემა
მუხლი 12.
საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შერჩევა
საწარმოო-საინვესტიციო პროექტები შეირჩევა კონკურსის წესით, რომელიც ტარდება ამ კანონითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული წესებით.
მუხლი 13.
საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევ კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობს სააგენტოს დირექტორი.
2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.
3. საკონკურსო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პრეტენდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, პირი, რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის კაპიტალში, და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
4. საკონკურსო კომისიამ ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 14.
განცხადება საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ
1. განცხადებას საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ საკონკურსო კომისია აქვეყნებს კონკურსის დაწყებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
2. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება.
3. განცხადებაში ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს და ეს ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს () კონკურსის დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.
მუხლი 15.
კონკურსის პირობები
1. პრეტენდენტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს საწარმოო-საინვესტიციო პროექტი.
2. საწარმოო-საინვესტიციო პროექტის წარდგენის, განხილვის, კონკურსის წესით შერჩევისა და დაფინანსების წესებს ადგენს სააგენტო.
3. საწარმოო-საინვესტიციო პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა ენიჭება:
ა) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის პრიორიტეტულობას;
ბ) საექსპორტო და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების სტიმულირებას;
გ) მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;
დ) პრეტენდენტის მიერ საკუთარი ფულადი სახსრებით თანაინვესტორობას, სახსრების დაბრუნების გარანტიების ჩათვლით;
ე) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის ფინანსური რისკის დაზღვევას;
ვ) იმ პრეტენდენტს, რომელსაც არა აქვს დავალიანება საფინანსო და საგადასახადო ორგანოების მიმართ, რასაც ადასტურებენ ეს ორგანოები;
ზ) საბიუჯეტო და სოციალური ეფექტის ზრდის უზრუნველყოფას.
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 16.
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტოს ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება უბრუნდება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების
სამინისტროს.
საქართველოს 2003 წლის
2
8
მარტ
ის კანონი №
2038
- სსმ I,
№
8
,
14
.
04
.200
3
წ., მუხ.
47
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
დასკვნითი დებულება
დასკვნითი დებულება
მუხლი 17.
კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 19 ივნისი.
№1519-IIს
Выберите статью в документе для работы с ней