Law of Georgia
On Basic Principles of the System of Fees
--
--
მუხლი 1.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3501 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ. 257
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1700 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ. 183
საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5601 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6972-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
მუხლი 2.
მოსაკრებლების სისტემა
მოსაკრებლების სისტემა მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების () გადახდევინების პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობას.
მუხლი 3.
1. საქართველოში მოსაკრებლების სტრუქტურას, ოდენობასა და შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
2. მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები.
3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.
31. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისთვის გადახდილი ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი მოსაკრებლისგან. დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისთვის გადახდილ ანაზღაურებაზე რაიმე სახის მოსაკრებლის დაწესება, შემოღება და გადახდევინება.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებს აღმასრულებელი ორგანოების წარდგინებით შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1700 - სსმ I, № 29, 12.10.2009 წ., მუხ. 183
საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5601 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1249 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2763 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6972-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
მუხლი 31.
1. მოსაკრებლის გადამხდელის მიერ მოსაკრებელი გადახდილად ითვლება, თუ მოსაკრებლის მიმღებ ორგანოში წარდგენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი საბუთი ან/და დოკუმენტი. ამასთანავე, მოსაკრებლის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) საბუთის ან/და დოკუმენტის მიმართ მოთხოვნებს, მისი წარდგენის წესს და მიღების ან/და აღიარების პროცედურებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1531- სსმ I, №19, 24. 07.2009 წ., მუხ.88
მუხლი 4.
1. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ შედგება ამ კანონისაგან, მის შესაბამისად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2. მოსაკრებლების შესახებ კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონს.
3. მოსაკრებლების თაობაზე კანონების დებულებებსა და კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის მოსაკრებლების დაწესების, შეცვლისა და გაუქმების საკითხებზე კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება მოსაკრებლების შესახებ კანონები.
4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება საქართველოს სხვა კანონმდებლობით, გარდა მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა. ეს წესი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელზე, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელზე, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6809 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3935 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
მუხლი 5.
1. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.
2. საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია:
ა) (ამოღებულია)
;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა);
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი;
დ) სარეგისტრაციო მოსაკრებელი;
ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი;
ვ) სახელმწიფო ბაჟი;
ზ) საკონსულო მოსაკრებელი;
თ) (ამოღებულია
);
ი) (ამოღებულია)
;
კ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი;
ლ) (ამოღებულია)
;
მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი;
მ1) გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებელი;
ნ) საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი;
ო) (ამოღებულია);
პ) საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი;
ჟ) ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
რ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელი.
3. ადგილობრივი მოსაკრებლებია:
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია)
;
დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი;
ე) სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) მოსაკრებელი;
ვ) (ამოღებულია - 20.07.2018, №2319);
ზ) კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი;
თ)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა
ნებართვო
პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების
მოსაკრებელი;
ი) (ამოღებულია - 20.07.2018, №2319);
კ) საკონტეინერო მოსაკრებელი.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტიზო მოსაკრებლები არ ვრცელდება:
ა) „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე;
ბ) „საქჯიშცენტრის“ მიერ მცენარეთა ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1488 - პარლამენტის უწყებანი № 25-26, 15.07.1998 წ., გვ.30
საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1725 - სსმ I, №7, 31.12. 1998 წ., მუხ. 54
საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733- სსმ I, №7, 31.12. 1998 წ., მუხ. 56
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1793 - სსმ I, № 4(11), 23. 02.1999 წ., მუხ. 20
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2207 - სსმ I, № 31(38), 14.07.1999 წ., მუხ. 164
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638- სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.138
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №746 - სსმ I, № 6, 20.03.2001 წ., მუხ. 9
საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1190 - სსმ I, №36, 31.12.2001 წ., მუხ.139
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1545- სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.92
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2211 - სსმ I, № 13, 02. 06.2003 წ., მუხ. 76
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი № 3011 - სსმ I № 29, 18.09.2003 წ., მუხ. 208
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი № 30 44- სსმ I № 29, 18.09.2003 წ., მუხ. 215
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №948- სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.210
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1184- სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ. 99
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1438 - სსმ I, № 25, 02.06.2005 წ., მუხ. 166
საქართველოს 2006 წლის 1 4 აპრილის კანონი №2887 - სსმ I, № 11, 01.05.2006 წ., მუხ. 82
საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3090- სსმ I, №20, 09.06.2006 წ., მუხ.169
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3501- სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.257
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3641- სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.289
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4252- სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.403
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4926- სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.207
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4928- სსმ I, №23, 21.06.2007 წ., მუხ.211
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5128- სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.261
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5134- სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.267
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №220- სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.136
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1937- სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.242
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2208- სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.312
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3546- სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.293
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3775- სსმ I, №63, 10.11.2010წ., მუხ.402
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806- სსმ I, №66, 03. 12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5297 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6542 – ვებგვერდი, 26.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №897 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3219 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6809 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1194 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3520 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4029 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3935 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადამხდელები
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები, რომლებსაც სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები ანიჭებენ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლებას, აგრეთვე რომელთაც სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3501- სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.257
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1700- სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.183
საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5601 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6972-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
მუხლი 7.
1. მოსაკრებლების
განაკვეთები
მათ
ცალკეულ
სახეობებზე
წესდება
ამ
კანონის
შესაბამისად
მიღებული
კანონებით
და
განისაზღვრება
შემდეგი
პრინციპებით
:
ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით;
ბ) განსაკუთრებულ
შემთხვევებში
სახელმწიფოს
პოლიტიკური
და
ეკონომიკური
(მათ
შორის,
მოსალოდნელი
შემოსავლების
გათვალისწინებით)
ინტერესებიდან
გამომდინარე
.
2. მოსაკრებლები
წესდება
ლარებში
ან
ფარდობით
სიდიდეებში
.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3501- სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.257
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1700 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.183
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6972-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
მუხლი 8.
მოსაკრებლებისაგან მიღებული შემოსავლების განაწილება ბიუჯეტებს შორის
მოსაკრებლების ბიუჯეტებში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5601 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 9.
გარდამავალი დებულება
ტერიტორიულ
ერთეულებში
, სადაც
არჩეულნი
არ
არიან
წარმომადგენლობითი
ორგანოები
, მათ
არჩევამდე
ადგილობრივი
მოსაკრებლების
შესახებ
კანონით
დაწესებული
მოსაკრებლების
შემოღების
უფლება
ეძლევათ
„საბიუჯეტო
სისტემისა
და
საბიუჯეტო
უფლებამოსილებათა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
თაობაზე“
საქართველოს
პარლამენტის
1996
წლის
29
მაისის
დადგენილების
მე–5
პუნქტით
განსაზღვრულ
ორგანოებს
.
მუხლი 10.
კანონის ამოქმედება
ეს
კანონი
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე
.
საქართველოს
პრეზიდენტი
ედუარდ
შევარდნაძე
თბილისი
,
1998 წლის
6
თებერვალი
.
№1221–IIს
Выберите статью в документе для работы с ней