Law of Georgia
on Strict Accounting Forms
ზოგადი დებულებანი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. ეს კანონი ადგენს საქართველოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. კანონის მიზანია, განსაზღვროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (ბლანკების, ბილეთების ან სხვა საბუთების) სახეები, უზრუნველყოს მათი შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება.
მუხლი 2.
კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმა – განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან () დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის, რომელსაც შეიმუშავებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით და რომელიც შემოღებულია სამოქმედოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) სამართალსუბიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო დაწესებულება, უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით;
დ) პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე;
ე) პოლიგრაფიული საწარმო – საწარმო, რომელიც დადგენილი წესით ამზადებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, ახორციელებს მათ აღრიცხვას, შენახვასა და რეალიზაციას.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5990 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
მუხლი 3.
მკაცრი აღრიცხვის ფორმების კატეგორიები
მკაცრი აღრიცხვის ფორმები, მათი დაცვის სირთულეთა გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) პირველი კატეგორია – „განსაკუთრებით დაცული“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 7 ან მეტი დამცავი ნიშანი;
ბ) მეორე კატეგორია – „დაცული“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 4–6 დამცავი ნიშანი;
გ) მესამე კატეგორია – „მარტივი ტიპის“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ არა უმეტეს 3 დამცავი ნიშანი.
მუხლი 4.
1. სამართალსუბიექტი ვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ნიმუში (პროექტი) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში (პროექტი).
11. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი.
12. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხასა და რეგისტრაციის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და რომლის საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოში დამზადება შეუძლებელია, დამკვეთის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია დამზადდეს საქართველოს ფარგლების გარეთ.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1913- სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.223
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3372-სსმI, №40, 20.07.2010., მუხ.250
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4992 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5515 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №349 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №647 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3036 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5990 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №356 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3842 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
მუხლი 5.
პოლიგრაფიული საწარმოების კატეგორიები
პოლიგრაფიული საწარმოები, მათი ტექნოლოგიური პროცესების ხარისხისა და დონის გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) პირველი კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ყველა სახის მკაცრი აღრიცხვის ფორმები;
ბ) მეორე კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ამ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები;
გ) მესამე კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები.
მუხლი 6.
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მოთხოვნებს.
2. პოლიგრაფიული საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული კატეგორიების მიხედვით ჰქონდეთ პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი სპეციალური პოლიგრაფიული მოწყობილობები;
ბ) ფლობდნენ პროდუქციის დამზადების შესაბამის სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს, ორიგინალების, ნიმუშების, საბეჭდი ფორმების ბეჭდვის, მათი ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით (სპეციალური ტექნოლოგიები, მასალები, მოწყობილობები და კონტროლის მეთოდები უნდა უზრუნველყოფდნენ პროდუქ-ციის საჭირო დაცვას გაყალბებისა და არასანქცირებული ტირაჟირებისაგან);
გ) ჰყავდეთ პოლიგრაფიული პროფესიის სპეციალისტები;
დ) უზრუნველყოფდნენ დამზადებული პროდუქციის დაცვას სპეციალური ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალებებით.
3. პოლიგრაფიული საწარმოს ფართობი უნდა აკმაყოფილებდეს საწარმოს დაცვის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) გარდერობი უნდა განლაგდეს და მოეწყოს ისე, რომ გამოირიცხოს საწარმოდან ნაბეჭდი პროდუქციის კონტროლის გარეშე გატანა;
ბ) საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენერგოკვების ალტერნატიული წყაროთი – გენერატორით;
გ) სასაწყობო ფართობები ნედლეულისა და მზა პროდუქციისათვის უნდა იყოს განცალკევებული;
დ) უნდა არსებობდეს კლიენტის მომსახურების ოთახი.
4. პოლიგრაფიულ საწარმოში სამუშაოთა შესრულების სრულყოფილი ციკლი მოიცავს:
ა) ბეჭდვამდელ პროცესებს;
ბ) ბეჭდვის პროცესებს;
გ) ბეჭდვისშემდგომი ოპერაციების უბანს;
დ) წუნმდებელ-მაკონტროლებელ უბანს.
5. საამქროებისა და უბნების შესაძლებლობები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების ციკლი, ნიმუშების, ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით, უნდა შესრულდეს ერთ საწარმოში. საწარ-მოთა კოოპერაცია დაუშვებელია.
5
1
. პოლიგრაფიულ საწარმო
ს
,
რომელსაც შეუძლია
პროდუქციაზე დაიტანოს 3 ან/და მეტი დამცავი ნიშანი
, ესაჭიროება
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებ
ის მიღება
.
6. პოლიგრაფიულ საწარმოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშების დამზადების, აგრეთვე არამართლზომიერი ხელყოფისაგან დამცავი ნიშნების ამსახველი მატერიალური შემცველების შენახვა, დაცვა და განადგურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4523-ვებგვერდი,18.04.2011წ.
მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებისა და შენახვის წესი
მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებისა და შენახვის წესი
მუხლი 7.
მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზება
მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზებას ახორციელებენ სამართალსუბიექტები, რომლებიც:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებენ კონკრეტულ ფორმას მათი ხარისხის დაცვის და სხვა პარამეტრების აღნიშვნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აუცილებელ რაოდენობას და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით ახორციელებენ მათ ტირაჟირებას;
ბ) კანონის შესაბამისად ახორციელებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს.
მუხლი 8.
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვაანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით და შესაბამისი სამართალსუბიექტების მიერ დადგენილი წესის საფუძველზე.
2. სამართალსუბიექტები მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას ახორციელებენ დამოუკიდებლად.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებას სამართალსუბიექტთა შეკვეთების საფუძველზე ახორციელებენ საქართველოში არსებული პოლიგრაფიული საწარ-მოები, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები გაიცემა მხოლოდ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე.
5. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი. მან ყველა მუშაკს, რომელსაც ევალება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის.
6. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.
7. სამართალსუბიექტები უზრუნველყოფენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას.
მუხლი 9.
1. სამართალსუბიექტები პოლიგრაფიულ საწარმოებს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენენ სააგენტოსთან შეთანხმებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშებს.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთა ექვემდებარება აუცილებელ აღრიცხვას პოლიგრაფიული საწარმოს შეკვეთების წიგნში – „მკაცრი აღრიცხვის ფორმები“, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და საწარმოს ბეჭდით დამოწმებული.
3. შეკვეთის წიგნს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) შეკვეთის რიგითი ნომერი;
ბ) დამკვეთის სახელწოდება;
გ) ფორმების დასახელება;
დ) შეკვეთის შემოსვლის თარიღი;
ე) შეკვეთის ტირაჟი;
ვ) საკონტროლო ეგზემპლარების დაგზავნის თარიღი;
ზ) დამკვეთისთვის ფორმების გადაცემის თარიღი;
თ) ფაქტობრივად გაცემული ფორმების რაოდენობა;
ი) ტექნიკური ნარჩენების განადგურების აქტის ნომერი;
კ) არასწორი ჩანაწერების ანულირება;
ლ) შენიშვნა.
4. შეკვეთების წიგნის გრაფები ივსება რეგულარულად, შეკვეთის მიმდინარეობის მიხედვით.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 10.
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუმერაცია ხორციელდება ნუმერატორით მითითებული ნომრებით.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს მისი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა). „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალების გარეშე და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა).
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4992 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5990 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
მუხლი 11.
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სააგენტო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის კანონი
№4193
- ვებგვერდი,
10.09.
2015
წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
კანონი
№445
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
მუხლი 12.
()
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 111.
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური არის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
2. სააგენტოს მიერ განხორციელებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის საფასური წესდება და მისი განაკვეთები განისაზღვრება ამ კანონით.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი იხდის ამ კანონით განსაზღვრულ საფასურს.
4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია მომსახურება გაწეულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილზე უფრო მოკლე ვადაში.
5. სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში დაინტერესებული პირი იხდის ასეთი მომსახურებისათვის განსაზღვრულ შესაბამის საფასურს.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 112.
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებია:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის () რეგისტრაციისათვის – 50 ლარი;
ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 50 ლარი.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 113.
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი ვადები
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის () რეგისტრაციისათვის – 20 სამუშაო დღე;
ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 20 სამუშაო დღე.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 114.
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციისათვის მომსახურების საფასური არის 100 ლარი.
2. ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის მომსახურების საფასური არის 150 ლარი.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 115.
1. მომსახურების საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
4. გადახდილი მომსახურების საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 116.
1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ საფასურის განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მომსახურების საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
გ) სააგენტომ მომსახურება არ გასწია ამ კანონით დადგენილ ვადაში.
3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.
4. გადახდილი მომსახურების საფასური ნაწილობრივ ან მთლიანად ბრუნდება საფასურის გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთო-დეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 117.
მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
ამ თავით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საგადასახადო და საბაჟო ორგანოები.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3372-სსმI, №40, 20.07.2010., მუხ.250
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს
2019
წლის 28
ივნისის
კანონი №4914
– ვებგვერდი, 04.07.201
9
წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6964 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
2. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
2. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 118.
პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება.
2. სამართალსუბიექტებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვეში უზრუნველყონ მათ მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 14.
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები
2005 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის №321 ბრძანებულება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 სექტემბრის №1079 განკარგულება „ლატარიის ბილეთების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 24 აპრილის №50 ბრძანება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების წარმოებისა და გამოყენების წესების შესახებ“.
მუხლი 15.
კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 22 მარტი
№1134-Iს
Выберите статью в документе для работы с ней