Organic Law of Georgia
On the Procedure for Deprivation of Property for Pressing Social Needs
--
--
მუხლი 1.
ეს კანონი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის წესს.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
ორგანული
კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
მუხლი 2.
გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის საშიშროების გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის ორგანული კანონი №209 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
მუხლი 3.
საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6860-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
მუხლი 4.
საკუთრების ობიექტის საფასურს განსაზღვრავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე. საკუთრების ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის ორგანული კანონი №209 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
მუხლი 5.
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საზოგადოებრივი საჭიროებისათვის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
მუხლი 6.
წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვითარების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 11 ნოემბერი.
№1054–Iს
Выберите статью в документе для работы с ней