Presidium of the Supreme Council of the Georgian SSR
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ
--
--
მუხლი 2481.
საჰაერო ხომალდით ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებების უკანონო გადაზიდვა
მგზავრის მიერ საჰაერო ხომალდით ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებების გადაზიდვა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილს ციფრს „248“ შემდეგ დაემატოს ციფრი „2481“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1973 წლის 29 ნოემბერი.
Cancel
Save
Annotate
Выберите статью в документе для работы с ней