Law of the Republic of Georgia
on cheques
Номер: 721
Тип закона: Law of the Republic of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 19/04/1995
Дата вступления в силу: --
TITLE: on cheques No.: 721 DATE: 19/04/1995 TYPE: Law of the Republic of Georgia
საქართველოს კანონი
ჩეკის შესახებ
ზოგადი განმარტებები
თავი I ჩეკის ფორმა
მუხლი 1.
მუხლი 1.
--
ჩეკის ფორმა
1. ჩეკი შეიცავს:
ა) სიტყვას
„ჩეკი” დოკუმენტის სათაურში და ტექსტში იმ ენაზე‚ რომელზეც შედგენილია ტექსტი;
ბ) უპირობო დათქმას მითითებული თანხის გადახდის შესახებ;
გ) გადამხდელის დასახელებას;
დ) განაღდების ადგილს;
ე) ჩეკის გამოწერის ადგილსა და თარიღს;
ვ) ჩეკის გამოწერის ხელმოწერას.
2. ჩეკს‚ რომელსაც არ გააჩნია ჩამოთვლილი რეკვიზიტები‚ გარდა ამ მუხლში
განსაზღვრული შემთხვევებისა‚ ჩეკის ძალა არა აქვს.
3. რაიმე განსაკუთრებული მითითების უქონლობისას გადამხდელის დასახელების გვერდით
აღნიშნული ადგილი მიიჩნევა განაღდების ადგილად. თუ გადამხდელის დასახელების გვერდით
რამდენიმე ადგილია მითითებული‚ ჩეკის განაღდების ადგილად მიიჩნევა პირველად
დასახელებული ადგილი.
4. თუ არ არსებობს სხვა მითითება‚ ჩეკის განაღდების ადგილად მიიჩნევა გადამხდელის
ძირითადი ადგილსამყოფელი.
5. ჩეკი‚ რომელშიც არ არის ნაჩვენები გამოწერის ადგილი‚ მიიჩნევა გამოწერილად იმ
ადგილას‚ რომელიც მითითებულია გამომწერის დასახელების გვერდით.
მუხლი 2.
მუხლი 2.
აქცეპტს
ჩეკი‚ გამოწერილი მხოლოდ საბანკო დაწესებულებაზე
1. ჩეკი შეიძლება გამოწერილ იქნეს მხოლოდ იმ საბანკო დაწესებულებაზე‚ რომელშიც
ინახება ჩეკის გამოწერის სახსრები‚ რაც მას უფლებას აძლევს საერთო წესით განკარგოს
ეს სახსრები ჩეკის საშუალებით.
2. დოკუმენტი‚ გამოწერილი არასაბანკო დაწესებულებაზე‚ თუნდაც მას ჰქონდეს ჩეკის
სახელწოდება‚ ჩეკად არ ითვლება.
3. ჩეკი არ საჭიროებს თანხმობას განაღდების შესახებ (). ჩანაწერს ჩეკზე აქცეპტის
შესახებ არავითარი ძალა არა აქვს.
მუხლი 3.
მუხლი 3.
საორდერო ჩეკი
ჩეკში მითითებული თანხის მიმღები
1. ჩეკი შეიძლება გამოიწეროს გასანაღდებლად:
ა) კონკრეტული პირის სახელზე
„განკარგულებით” ან მითითების გარეშე ();
ბ) კონკრეტული პირის სახელზე
„არა განკარგულებით” ან სხვა თანაბარი მითითებით (სახელობითი ჩეკი);
გ) წარმდგენზე.
2. ჩეკს‚ რომელიც გამოწერილია კონკრეტული პირის სახელზე ან წარწერით
„ან წარმდგენზე” ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი წარწერით‚ აქვს წარმდგენზე
გამოწერილი ჩეკის ძალა.
3. ჩეკი‚ რომელშიც არ არის მითითებული თანხის მიმღები პირი‚ ითვლება ჩეკად
წარმდგენზე.
მუხლი 4.
მუხლი 4.
--
ჩეკის გამოწერა
1. ჩეკი შეიძლება გამოიწეროს ჩეკის გამცემის განკარგულებით. ის შეიძლება გამოიწეროს
მესამე პირზე.
2. ჩეკი არ შეიძლება გამოიწეროს თვით ჩეკის გამცემის სახელზე‚ გარდა შემთხვევისა‚
როდესაც ჩეკის გამოწერა ხდება თვით ჩეკის გამცემის მიერ ერთი ორგანიზაციიდან მეორე
ორგანიზაციაზე. ასეთი ჩეკი არ შეიძლება გამოიწეროს წარმდგენის სახელზე.
მუხლი 5.
მუხლი 5.
--
ჩეკში აღნიშნული თანხის პროცენტი
ჩეკზე ნებისმიერი წარწერა პროცენტის გადახდის შესახებ ბათილად ითვლება.
მუხლი 6.
მუხლი 6.
--
განსხვავება ჩეკში თანხის აღნიშვნისას
1. თუ ჩეკში თანხა აღნიშნულია სიტყვიერად და რიცხვით‚ მათ შორის განსხვავებისას
ძალაშია სიტყვიერად აღნიშნული თანხა.
2. თუ ჩეკში თანხა აღნიშნულია რამდენჯერმე‚ მათ შორის განსხვავებისას ძალაშია
სიტყვიერად აღნიშნული უმცირესი თანხა.
მუხლი 7.
მუხლი 7.
--
ჩეკზე ხელმოწერა
თუ ჩეკს აქვს იმ პირის ხელმოწერა‚ რომელსაც არ შეუძლია იკისროს ჩეკიდან გამომდინარე
ვალდებულებები‚ ან ყალბი ხელმოწერა‚ ეს გავლენას არ იქონიებს სხვა დანარჩენი
ხელმოწერების ნამდვილობაზე.
მუხლი 8.
მუხლი 8.
--
წარმომადგენელი უფლებამოსილების გარეშე
პირი‚ რომელიც სათანადო უფლებამოსილების გარეშე აწერს ხელს ჩეკს‚ როგორც სხვისი
წარმომადგენელი‚ თვითონ აგებს პასუხს ჩეკისთვის, და ჩეკის განაღდების შემთხვევაში
აქვს ისეთივე უფლებები‚ როგორიც ექნებოდა წარმდგენს. იგივე წესი მოქმედებს
წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების გადაჭარბებისას.
მუხლი 9.
მუხლი 9.
--
ჩეკის გაცემის პასუხისმგებლობა
ჩეკის გამცემი პასუხისმგებელია ჩეკის განაღდებისათვის. ყოველგვარი პირობა‚ რომლითაც
ჩეკის გამცემი იხსნის პასუხისმგებლობას‚ ბათილია.
ჩეკის გადაცემა (ინდოსირება)
ჩეკის გადაცემა (ინდოსირება)
მუხლი 10.
მუხლი 10.
--
ინდოსამენტი
1. კონკრეტულ პირზე გამოწერილი ჩეკი მითითებით –
„განკარგულებით” ან უამისოდ‚ შეიძლება გადაიცეს ინდოსამენტის მეშვეობით.
2. კონკრეტულ პირზე გადასანაღდებლად გამოწერილი ჩეკი მითითებით –
„განკარგულების გარეშე” ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმებით‚ შეიძლება
გადაიცეს მხოლოდ ჩვეულებრივი ცესიის ფორმით.
3. ინდოსამენტი შეიძლება შესრულდეს ჩეკის გამცემის ან ჩეკით ვალდებული სხვა პირის
სასარგებლოდაც. ამ პირებს თავის მხრივ შეუძლიათ ჩეკის შემდგომი ინდოსირება.
მუხლი 11.
მუხლი 11.
--
ინდოსამენტის მოქმედება
1. ინდოსირება უპირობო უნდა იყოს. მისი შემზღუდავი ნებისმიერი პირობა ბათილია.
2. ნაწილობრივი ინდოსირება ბათილია. ასევე ბათილია გადამხდელის ინდოსამენტი.
3. ჩეკის მფლობელისათვის შესრულებული ინდოსამენტი საბლანკო ინდოსამენტის ტოლფასია.
მუხლი 12.
მუხლი 12.
ჩეკზე დართული ფურცელი
ინდოსამენტის გაფორმება
1. ინდოსამენტი შესრულდება ჩეკზე ან დანართზე (). იგი ხელმოწერილი უნდა იყოს.
2. ინდოსამენტში შეიძლება თანხის მიმღები არ აღინიშნოს ან შეიძლება იყოს მხოლოდ
ინდოსამენტის ხელმოწერა (საბლანკო ინდოსამენტი). ამ უკანასკნელ შემთხვევაში
ინდოსამენტის ნამდვილობისათვის იგი უნდა წაეწეროს ჩეკის მეორე გვერდს ან პირველ
ფურცელს.
მუხლი 13.
მუხლი 13.
--
უფლებების გადაცემა ინდოსამენტის საშუალებით
1. ინდოსამენტის ჩეკიდან გამომდინარე ყველა უფლება გადაიცემა.
2. თუ ინდოსამენტი საბლანკოა‚ ჩეკის მფლობელს შეუძლია:
ა) შეავსოს იგი თავისი ან სხვა პირის სახელით;
ბ) მოახდინოს ჩეკის შემდგომი ინდოსირება საბლანკო ინდოსამენტით ან რომელიმე
კონკრეტულ პირზე;
გ) გადასცეს ჩეკი მესამე პირს ბლანკის შეუვსებლად და ჩეკის ინდოსირების გარეშე.
მუხლი 14.
მუხლი 14.
--
ინდოსანტის პასუხისმგებლობა
1. ინდოსანტი პასუხს აგებს ჩეკის განაღდებისათვის იმ შემთხვევაში‚ თუ არ არის ამის
საწინააღმდეგო წარწერა.
2. ინდოსანტს შეუძლია აკრძალოს ჩეკის შემდგომი ინდოსირება. ასეთ შემთხვევაში ის არ
არის პასუხისმგებელი იმათ წინაშე‚ ვის სასარგებლოდაც მოხდება ჩეკის შემდგომი
ინდოსირება.
მუხლი 15.
მუხლი 15.
--
ინდოსირებული ჩეკის მფლობელი
პირი‚ რომელსაც ხელთ აქვს ინდოსირებული ჩეკი‚ ითვლება ჩეკის კანონიერ მფლობელად‚ თუ
იგი დაამტკიცებს თავის უფლებას ინდოსამენტთა უწყვეტი რიგით. ამ შემთხვევაში
გადახაზულ ინდოსამენტებს ძალა არა აქვს.
მუხლი 17.
--
ჩეკის დაკარგვა
თუ პირმა რაიმე მიზეზის გამო დაკარგა ჩეკი‚ ახალი მფლობელი‚ იმისგან დამოუკიდებლად‚
ჩეკი წარმდგენზეა თუ ინდოსირებულია, ამტკიცებს ჩეკზე თავის უფლებას ამ კანონის
მე-15 მუხლის შესაბამისად და მხოლოდ მაშინ არის ვალდებული დააბრუნოს ჩეკი‚ თუ იგი
შეიძინა უპატიოსნო გზით‚ ან არ იცოდა, მაგრამ შეეძლო სცოდნოდა‚ რომ წინა მფლობელს
არ ჰქონდა უფლება ეს ჩეკი სხვისთვის დაეთმო.
მუხლი 18.
მუხლი 18.
--
პრეტენზია ჩეკზე
პირებს‚ რომელთაც წარედგინათ ჩეკიდან გამომდინარე სარჩელი‚ არ შეუძლიათ წარუდგინონ
მფლობელს პრეტენზია‚ დაფუძნებული პირად ურთიერთობაზე ჩეკის მფლობელთან ან წინა
მფლობელთან‚ გარდა იმ შემთხვევისა‚ როდესაც მფლობელი ჩეკის შეძენისას განზრახ
მოქმედებდა დებიტორთა საზიანოდ.
მუხლი 19.
მუხლი 19.
--
ჩეკზე შესაძლო სხვა წარწერები
1. თუ ჩეკზე არის წარწერა
„თანხა გადასახდელად”‚
„ინკასო”‚
„მინდობილობით” ან სხვა სიტყვები‚ რომლებიც გამოხატავენ უბრალო დავალებებს‚ რაც
ჩეკის გადაცემად არ ჩაითვლება‚ ჩეკის წარმდგენს შეუძლია განახორციელოს ჩეკიდან
გამომდინარე ყველა უფლება‚ მაგრამ მისი ინდოსირება შეუძლია მხოლოდ როგორც რწმუნებულ
პირს.
2. ასეთ შემთხვევაში‚ ჩეკით ვალდებულ პირებს შეუძლიათ წარუდგინონ ჩეკის წარმდგენს
მხოლოდ ის პრეტენზია‚ რომელიც ინდოსანტის მიმართ შეიძლებოდა ჰქონოდათ.
მუხლი 20.
მუხლი 20.
ცესიად
ინდოსამენტის ვადა
1. ინდოსამენტი‚ პროტესტის ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელების
შემდეგ‚ ან წარდგენის ვადის დადგომისას‚ ითვლება უბრალო გადაცემად ().
2. ინდოსამენტის დაუთარიღებლობის შემთხვევაში ითვლება‚ რომ იგი შესრულებულია
პროტესტამდე ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელებამდე‚ ან
წარდგენის ვადის დადგომამდე‚ სანამ სხვა რამე არ არის დამტკიცებული.
3. უფლებამოსილი პირის ინდოსამენტი არ კარგავს ძალას არც თავდების გარდაცვალების და
არც სასამართლოს მიერ მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3394 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
თავდებობა (ავალი)
თავდებობა (ავალი)
მუხლი 21.
მუხლი 21.
ავალის
თავდებობა მთელ ან ნაწილობრივ თანხაზე
1. ჩეკის განაღდება შეიძლება გარანტირებულ იქნეს თავდებობის () საშუალებით ჩეკის
მთელ თანხაზე ან თანხის ნაწილზე.
2. თავდებობას აფორმებს მესამე პირი ან თვით ჩეკზე ხელმომწერი პირი‚ გარდა
გადამხდელისა.
მუხლი 22.
მუხლი 22.
--
თავდებობის გაფორმება
1. თავდებობა აღინიშნება ჩეკზე ან მის დანართზე.
2. ის გამოიხატება სიტყვებით
„მიცემულია თავდებობა”‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმებით. მას ხელს აწერს
თავდები.
3. პირი‚ რომელიც ხელს აწერს ჩეკის წინა პირზე, ითვლება თავდებად‚ თუ ის ჩეკის
გამცემი არ არის.
4. თავდებობაში ნაჩვენები უნდა იყოს ვის უდგებიან თავდებად. ასეთი აღნიშვნის
უქონლობისას ითვლება‚ რომ თავდებობა მიცემული აქვს ჩეკის გამცემს.
მუხლი 23.
მუხლი 23.
--
თავდების უფლებები და პასუხისმგებლობა
1. ჩეკისთვის თავდები ისევე აგებს პასუხს‚ როგორც ის‚ ვისაც იგი თავდებად დაუდგა.
თავდებობა მოქმედია მაშინაც‚ როცა ის ძალის არმქონე ჩანს რაიმე სხვა მიზეზით‚ გარდა
გაფორმებისას დაშვებული დეფექტისა.
2. თავდები ჩეკის განაღდების შემთხვევაში იძენს უფლებას იმის მიმართ‚ ვისაც იგი
თავდებად დაუდგა, და ყველა იმათ მიმართ‚ რომლებიც ვალდებული არიან ამ უკანასკნელის
წინაშე ამ კანონის შესაბამისად.
ჩეკის წარდგენა და განაღდება
ჩეკის წარდგენა და განაღდება
მუხლი 24.
მუხლი 24.
წარწერა
ჩეკის განაღდების ვადა
1. ჩეკის განაღდება ხდება წარდგენისთანავე. ნებისმიერი დათქმა ()‚ რომელიც ამას
ეწინააღმდეგება‚ ბათილია.
2. ჩეკი‚ წარდგენილი გასანაღდებლად იმ დღემდე‚ რომელიც ჩეკში ნაჩვენებია როგორც
გადაცემის დღე‚ განაღდდება წარდგენის დღეს.
მუხლი 25.
მუხლი 25.
--
გაცემული ჩეკის მოქმედება
გაცემული ჩეკი ძალაში რჩება როგორც ჩეკის გამცემის გარდაცვალების, ისე სასამართლოს
მიერ მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3394 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 26.
მუხლი 26.
--
განაღდების გაფორმება
ჩეკის განაღდებისას გადამხდელს ჩეკის დაბრუნების შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს
მფლობელის ხელწერილი თანხის მიღების შესახებ.
მუხლი 27.
მუხლი 27.
--
გადაცემული ჩეკის განაღდება
გადამხდელი‚ რომელიც ახდენს გადაცემული ჩეკის განაღდებას‚ ვალდებულია შეამოწმოს
ინდოსამენტთა რიგის თანმიმდევრობის სისწორე‚ მაგრამ არა ინდოსატთა ხელმოწერის
ნამდვილობა.
განსხვავებული და საანგარიშსწორებო ჩეკი
განსხვავებული და საანგარიშსწორებო ჩეკი
მუხლი 28.
მუხლი 28.
ნიშანი დაადოს
ჩეკის ნიშნები
1. ჩეკის შესაძლო გამოყენების შეზღუდვის მიზნით ჩეკის გამცემს ან მფლობელს უფლება
აქვს ჩეკი მონიშნოს () ორი პარალელური დიაგონალური ხაზით ჩეკის წინა პირზე.
2. იმ შემთხვევაში‚ როცა ორ პარალელურ ხაზს შორის არ არის რაიმე ჩანაწერი ან სიტყვა
”ბანკი” კონკრეტული დასახელებით‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სიტყვები‚ ჩეკი
ითვლება უბრალო განსხვავებულ ჩეკად. თუ პარალელურ ხაზებს შორის ჩაწერილია საბანკო
დაწესებულების ზუსტი დასახელება‚ ჩეკი ითვლება სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად.
3. უბრალო განსხვავებული ჩეკი შეიძლება გადაიქცეს სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად.
სპეციალური განსხვავებული ჩეკი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიქცეს უბრალო
განსხვავებულ ჩეკად.
4. პარალელური ხაზების ან საბანკო დაწესებულების დასახელების გადახაზვა ბათილად
ითვლება.
მუხლი 29.
მუხლი 29.
--
მონიშნული ჩეკის განაღდება
1. უბრალო განსხვავებულ ჩეკს გადამხდელი უნაღდებს მხოლოდ საბანკო დაწესებულებას ან
გადამხდელის კლიენტს.
2. სპეციალურ განსხვავებულ ჩეკს გადამხდელი უნაღდებს მხოლოდ ჩეკში მითითებულ
საბანკო დაწესებულებას‚ თუ ეს უკანასკნელი თვითონ არის გადამხდელი‚ მაშინ – მხოლოდ
3. განსხვავებული ჩეკი ბანკმა შეიძლება შეიძინოს მხოლოდ თავისი კლიენტისაგან ან
სხვა ბანკისაგან‚ ამასთან ბანკს შეუძლია ჩეკის ინკასოთი გადაცემა მხოლოდ
ზემოაღნიშნული პირებისათვის.
4. სპეციალურ განსხვავებულ ჩეკში მითითებული თანხა‚ რომელშიც ჩაწერილია არა უმეტეს
ორი ბანკის დაწესებულების დასახელება‚ გადამხდელს შეუძლია გაანაღდოს მხოლოდ მაშინ‚
თუ ერთი მათგანი იძლევა მითითებას საანგარიშსწორებო დაწესებულებაზე ჩეკის ინკასოთი
გადაცემის შესახებ.
5. გადამხდელი ან ბანკის დაწესებულება ზემოაღნიშნული წესების დარღვევისას პასუხს
აგებს მიყენებული ზარალისათვის ჩეკში აღნიშნული თანხის ფარგლებში.
მუხლი 30.
მუხლი 30.
--
საანგარიშსწორებო ჩეკი
1. ჩეკის გამცემს‚ აგრეთვე მის მფლობელს შეუძლიათ აკრძალონ ჩეკის ნაღდი ფულით
განაღდება ჩეკის წინა პირზე დიაგონალური წარწერით
„ანგარიშსწორებისათვის” ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმებით.
2. ასეთი ჩეკის თანხა ჩამოიწერება გადამხდელის ანგარიშიდან და შეიტანება ჩეკის
წარმდგენის ანგარიშზე.
3. გადახაზულ სიტყვას
„ანგარიშსწორებისათვის” არავითარი გავლენა ჩეკის მოქმედებაზე არა აქვს.
4. გადამხდელი ზემოაღნიშნული წესის დარღვევისათვის პასუხს აგებს მიყენებული ზარალის
გამო ჩეკში აღნიშნული თანხის ფარგლებში.
პრეტენზიები ჩეკის გაუნაღდებლობასთან დაკავშირებით
პრეტენზიები ჩეკის გაუნაღდებლობასთან დაკავშირებით
მუხლი 31.
მუხლი 31.
პროტესტით
ჩეკის გაუნაღდებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიის საფუძვლები
ჩეკის მფლობელს შეუძლია პრეტენზია წარუდგინოს ინდოსანტს‚ ჩეკის გამცემს ან ჩეკით
ვალდებულ სხვა პირებს‚ თუ დროულად წარდგენილი ჩეკი არ განაღდებულა და განაღდებაზე
უარი დადასტურებულია:
ა) ოფიციალური აქტით ();
ბ) გადამხდელის დათარიღებული წარწერით იმ ჩეკზე‚ რომელშიც მითითებულია ჩეკის
წარდგენის თარიღი;
გ) საანგარიშსწორებო დაწესებულების დათარიღებული განცხადებით იმის შესახებ‚ რომ
ჩეკი დროულად იყო წარდგენილი‚ მაგრამ არ განაღდებულა.
მუხლი 32.
მუხლი 32.
--
პროტესტი ჩეკზე
1. პროტესტი ან სხვა დამოწმება უნდა გაფორმდეს ჩეკის წარდგენის ვადის გასვლამდე.
2. თუ ჩეკი წარდგენილია წარდგენის ვადის ბოლო დღეს‚ პროტესტი ან სხვა დამოწმება
შეიძლება გაფორმდეს ვადის დადგომის მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 33.
მუხლი 33.
გვარის
შეტყობინება ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ
1. ჩეკის მფლობელი ვალდებულია ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ შეატყობინოს თავის
ინდოსანტსა და ჩეკის გამცემს პროტესტის ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების
განხორციელების დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში‚ ან შენიშვნის
„დაბრუნდეს ხარჯების გარეშე” არსებობის შემთხვევაში – ჩეკის წარდგენის მომდევნო
დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში. ყოველი ინდოსანტი შეტყობინების მიღებისას
მოვალეა ორი სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს ეს თავის ინდოსანტს‚ მათი
დასახელების () და მისამართის ჩვენებით‚ ვისაც ასეთი შეტყობინება უკვე გაეგზავნა.
ეს გრძელდება ჩეკის გამცემის შეტყობინებამდე. ზემოაღნიშნული ვადა გამოიანგარიშება
შეტყობინების მიღების პირველი დღიდან.
2. ზემოაღნიშნული თანამიმდევრობით ჩეკის გაცემისათვის შეტყობინებისას ამავე ვადაში
უნდა ეცნობოს ეს მის თავდებსაც.
3. თუ ინდოსანტს არა აქვს მითითებული თავისი მისამართი ან ჩანაწერი გაურკვეველია‚
საკმარისია ეცნობოს მის წინა ხელმომწერ ინდოსანტს.
4. შეტყობინება შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის‚ მათ შორის ჩეკის უბრალო
დაბრუნების გზითაც. შეტყობინების გამგზავნი ვალდებულია დაამტკიცოს‚ რომ მან
შეტყობინება გაგზავნა დადგენილ ვადაში. ითვლება‚ რომ ვადა არ არის დარღვეული‚ თუ
შეტყობინება ჩაბარდა დადგენილ ვადაში საფოსტო განყოფილებას.
5. პირი‚ რომელმაც შეტყობინება დადგენილ ვადაში ვერ გაგზავნა‚ არ კარგავს თავის
უფლებებს. იგი პასუხისმგებელია თავისი დაუდევრობით მიყენებული ზარალისათვის‚ მაგრამ
მხოლოდ ჩეკზე აღნიშნული თანხის ფარგლებში.
მუხლი 34.
მუხლი 34.
--
შემთხვევა‚ როდესაც პროტესტის გაფორმება არ არის აუცილებელი
1. ჩეკის გამცემს‚ ინდოსანტს ან თავდებ პირს‚ წააწერენ რა ჩეკზე სიტყვას
„დაბრუნდეს ხარჯების გარეშე” ან
„პროტესტის გარეშე”‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებას და მოაწერენ მას ხელს‚
შეუძლიათ გაათავისუფლონ ჩეკის მფლობელი პროტესტის გაფორმებისაგან ან სხვა
თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებისაგან წამოყენებულ მოთხოვნებზე მისი უფლებების
დაცვით.
2. ეს ჩანაწერი არ ათავისუფლებს ჩეკის მფლობელს ჩეკის დაწესებულ ვადაში წარდგენისა
და აუცილებელი შეტყობინების გაგზავნის მოვალეობისაგან. ვადების დაუცველობის
მტკიცების მოვალეობა ეკისრება იმას‚ ვინც დაინტერესებულია ისარგებლოს ამ
გარემოებებით ჩეკის მფლობელის მიმართ.
3. თუ შენიშვნა ჩეკის გამომწერის ჩაწერილია‚ იგი მოქმედია ყველა ხელმომწერისათვის‚
ხოლო თუ იგი შესრულებულია ინდოსანტის ან თავდების მიერ‚ შენიშვნა სავალდებულოა
მხოლოდ ამ უკანასკნელისათვის. თუ ჩეკის გამცემის შენიშვნის მიუხედავად‚ მფლობელი
აფორმებს პროტესტს ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებას‚ მასვე ეკისრება
გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. თუ შენიშვნა ჩაწერილია ინდოსანტის ან
თავდების მიერ‚ პროტესტის გაფორმების ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების
გაფორმების ყველა ხარჯი ეკისრება ჩეკის ყველა ხელმომწერს.
მუხლი 35.
მუხლი 35.
--
ჩეკის განაღდებისათვის პასუხისმგებლობა
1. ჩეკით ვალდებული ყველა პირი სოლიდარულად აგებს პასუხს ჩეკის მფლობელის წინაშე.
მფლობელი უფლებამოსილია წარუდგინოს სარჩელი როგორც ყველა ამ პირს‚ ასევე ერთ
მათგანს‚ ან რამდენიმეს ერთდროულად‚ მიუხედავად იმ თანმიმდევრობისა‚ რომლითაც მათ
ვალდებულება იკისრეს.
2. იგივე უფლებით სარგებლობა შეუძლია ჩეკის ხელმომწერ ყველა პირს‚ რომელმაც ჩეკი
გაანაღდა.
3. ჩეკით ვალდებული ერთ-ერთი პირის მიმართ სარჩელი არ წარმოადგენს დაბრკოლებას სხვა
პირებისაგან სახდელის გადახდევინებისათვის მაშინაც კი‚ თუ თვითონ იკისრეს
ვალდებულება იმ პირის შემდეგ‚ რომელსაც სარჩელი უკვე წარედგინა.
მუხლი 36.
მუხლი 36.
--
სარჩელი ჩეკის გამო
ჩეკის მფლობელს სარჩელის წარდგენით შეუძლია მოითხოვოს განაღდება:
ა) ჩეკის გადაუხდელი თანხისა;
ბ) სარგებლისა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენობით ჩეკის გასანაღდებლად
წარდგენის დღიდან;
გ) ხარჯებისა‚ რომლებიც დაკავშირებულია პროტესტთან ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან
დამოწმებასთან‚ ასევე შეტყობინების გაგზავნასთან.
მუხლი 37.
მუხლი 37.
--
რეგრესის უფლება
ჩეკის გადამხდელ პირს უფლება აქვს წინამორბედ ინდოსანტს მოსთხოვოს:
ა) მის მიერ განაღდებული მთელი თანხა;
ბ) სარგებელი ექვსი პროცენტის ოდენობით ჩეკის გასანაღდებლად წარდგენის დღიდან;
გ) მის მიერ გაწეული ხარჯები.
მუხლი 38.
მუხლი 38.
ბათილამი
ჩეკის გამნაღდებელი პირის უფლებები
1. ჩეკით ვალდებულ ნებისმიერ პირს‚ რომლის მიმართაც შეიძლება წარდგენილ იქნეს
სარჩელი‚ ჩეკის განაღდების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვოს ჩეკის დაბრუნება პროტესტით
ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებასთან ერთად და ხელწერილი ჩეკის განაღდების
შესახებ ().
2. ნებისმიერ ინდოსანტს‚ ჩეკის განაღდების შემდეგ‚ უფლება აქვს ამოშალოს როგორც
მუხლი 39.
მუხლი 39.
რომელიმე სახელმწიფოს კანონი ან სტიქიური უბედურება
დაბრკოლება ჩეკის წარდგენის ან პროტესტის გაფორმებისას
1. თუ დაუძლეველი დაბრკოლების გამო () შეუძლებელი იყო დადგენილ ვადაში წარდგენილიყო
ჩეკი ან გაფორმებულიყო პროტესტი ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება‚ მაშინ
დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს.
2. ჩეკის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს თავის ინდოსანტს ამ მუხლის პირველ
ნაწილში მითითებული დაბრკოლების შესახებ და აღნიშნოს იგი ჩეკში ან მის დანართში‚
მიუთითოს თარიღი და ხელი მოაწეროს. შემდგომი მოქმედება ხორციელდება ამ კანონის 33-ე
მუხლით განსაზღვრული წესით.
3. დაუძლეველი ძალის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ჩეკის მფლობელმა დაუყოვნებლივ
უნდა წარადგინოს ჩეკი გასანაღდებლად და თუ საჭირო იქნება გააფორმოს პროტესტი ან
განახორციელოს სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება.
4. თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გრძელდება თოთხმეტ დღეზე მეტ ხანს იმ დღიდან‚
როცა თვითონ ჩეკის მფლობელმა წარდგენის ვადის გასვლამდე აცნობა თავის ინდოსანტს ამ
დაბრკოლების შესახებ‚ სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს მაშინაც‚ თუ პროტესტი ან
თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება არ იყო გაფორმებული.
5. დაუძლეველ ძალად არ ითვლება გარემოებები‚ რომლებიც ეხება პირადად ჩეკის მფლობელს
ან იმ პირებს‚ რომლებსაც მან მიანდო ჩეკის წარდგენა ან პროტესტის განცხადება ან
სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელება.
ჩეკის ეგზემპლარების შესახებ
ჩეკის ეგზემპლარების შესახებ
მუხლი 40.
მუხლი 40.
--
ჩეკის ეგზემპლარების სიმრავლე
ნებისმიერი ჩეკი‚ გარდა ჩეკისა
„წარმდგენზე”‚ რომლის გამოწერისა და განაღდების ადგილები სხვადასხვა ქვეყანაში ან
სხვადასხვა კონტინენტზე‚ ანდა ერთსა და იმავე ქვეყანაში‚ მაგრამ სხვადასხვა
კონტინენტზე მდებარეობს‚ შეიძლება გამოიწეროს რამდენიმე ერთნაირ ეგზემპლარად. ამ
ეგზემპლარებზე უნდა დაისვას თანმიმდევრობით ნომერი თითოეული ჩეკის ტექსტში‚
წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი ეგზემპლარი დამოუკიდებელ ჩეკად მიიჩნევა.
მუხლი 41.
მუხლი 41.
--
ეგზემპლარის განაღდება‚ პასუხისმგებლობა
1. ერთი ეგზემპლარის განაღდება ძალას უკარგავს დანარჩენ ეგზემპლარებს მაშინაც‚ როცა
ასეთი დათქმა არ ყოფილა.
2. თუ ინდოსანტმა ეგზემპლარები გადასცა სხვადასხვა პირებს‚ ისიც და მომდევნო
ინდოსანტებიც პასუხს აგებენ მათ მიერ ხელმოწერილი ყველა ეგზემპლარისათვის‚ რომლებიც
არ იყო დაბრუნებული.
ცვლილებები ჩეკში
ცვლილებები ჩეკში
მუხლი 42.
მუხლი 42.
--
ცვლილებები ტექსტში
ჩეკის ტექსტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ამ ცვლილებების შეტანის შემდეგ
ხელმომწერი პირები პასუხს აგებენ შეცვლილი ტექსტის შინაარსის შესაბამისად‚ ხოლო ის
პირები‚ რომელთაც ხელი მოაწერეს ცვლილებების შეტანამდე‚ პასუხს აგებენ პირველადი
ტექსტის შინაარსისათვის.
ხანდაზმულობა
ხანდაზმულობა
მუხლი 43.
მუხლი 43.
--
ხანდაზმულობის ვადა
1. მფლობელის მიერ სარჩელის შეტანის ვადა ინდოსანტების‚ ჩეკის გამოწერის და ჩეკით
ვალდებულ სხვა პირთა მიმართ გასულად ითვლება წარდგენის დღიდან ექვსი თვის შემდეგ.
2. სარჩელი ჩეკით ურთიერთვალდებულ პირთა შორის დაფარულად ითვლება ექვსი თვის შემდეგ
იმ დღიდან‚ როცა ვალდებულმა პირმა გაანაღდა ჩეკი ან მის მიმართ სარჩელის წარდგენის
დღიდან.
სპეციალური დებულებები
სპეციალური დებულებები
მუხლი 44.
მუხლი 44.
--
ჩეკის წარდგენისა და პროტესტის დღეები
1. ჩეკის გასანაღდებლად წარდგენა და პროტესტი შეიძლება განხორციელდეს სამუშაო დღეს.
2. თუ ჩეკთან დაკავშირებული რომელიმე მოქმედება‚ კერძოდ, გასანაღდებლად წარდგენა‚
პროტესტი ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება უნდა შესრულდეს განსაზღვრული
ვადის განმავლობაში‚ რომლის უკანასკნელი დღე კანონით დაწესებული უქმე დღეა‚ მაშინ
აღნიშნული ვადა გაგრძელდება მომდევნო სამუშაო დღემდე. უქმე დღე‚ რომელიც ხვდება
ვადის მიმდინარეობის დროს‚ ითვლება ვადის ანგარიშში.
მუხლი 45.
მუხლი 45.
--
ვადების გამოთვლა
ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ ჩაითვლება ის დღე‚ საიდანაც ვადის
მიმდინარეობა იწყება.
მუხლი 46.
მუხლი 46.
გრაციული
შეღავათიანი დღეები
არავითარი შეღავათიანი () დღეების დაწესება არც კანონმდებლობით და არც სასამართლოს
მიერ არ დაიშვება.
დამატებითი წესები
დამატებითი წესები
მუხლი 47.
მუხლი 47.
--
უკანონო გამდიდრება
1. ჩეკის გამომწერი‚ რომლის სარეგრესო ვალდებულება გასანაღდებლად ჩეკის დაგვიანებით
წარდგენის ან ხანდაზმულობის გამო შეწყვეტილია‚ მანამდე რჩება ჩეკის მფლობელის
წინაშე ვალდებულად‚ ვიდრე მისი ზარალით უკანონო სარგებელს იღებს.
2. პრეტენზია ხანდაზმულობის გამო ძალას კარგავს ჩეკის გამოწერიდან ერთ წელიწადში.
მუხლი 48.
მუხლი 48.
--
დაკარგული ჩეკი და პროტესტის აქტი
1. დაკარგული ან განადგურებული ჩეკი გამოცხადების გზით შეიძლება ძალადაკარგულად
ცნონ. გამოცხადების ვადა შეადგენს სულ ცოტა ორ თვეს. ამ მოქმედების დაწყების შემდეგ
უფლებამოსილ პირს‚ თუ ჩეკი დროულად არის გასანაღდებლად წარდგენილი‚ მაგრამ
გადამხდელს არ გაუნაღდებია‚ შეუძლია განაღდება მოსთხოვოს ჩეკის გამომწერს‚ თუ ის
ძალადაკარგულად ცნობამდე იძლევა გარანტიას.
2. დაკარგული ან განადგურებული პროტესტის აქტი შეიძლება შეიცვალოს მოწმობით
პროტესტის განცხადების შესახებ‚ რომელსაც გასცემს დოკუმენტის დამოწმებული ასლის
შემნახავი დაწესებულება. მოწმობაში შეტანილი უნდა იყოს პროტესტის შინაარსი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
– სახელმწიფოს მეთაური
ე. შევარდნაძე
.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი
– ვ. გოგუაძე
.
თბილისი,
1995 წლის 19 აპრილი
№721-II