On the Establishment of an Interagency Commission for Free and Fair Elections and the Approval of the Statute of the Commission
№ 560
Структура закона
Статьи0 элементов
Загрузка структуры...
560
On the Establishment of an Interagency Commission for Free and Fair Elections and the Approval of the Statute of the Commission
Order of Minister of Georgia
30/06/2020
--
560_2020.html
Order of Minister of Georgia
On the Establishment of an Interagency Commission for Free and Fair Elections
and the Approval of the Statute of the Commission
Номер: 560
Тип закона: Order of Minister of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 30/06/2020
Дата вступления в силу: --
TITLE: On the Establishment of an Interagency Commission for Free and Fair
Elections and the Approval of the Statute of the Commission No.: 560 DATE:
30/06/2020 TYPE: Order of Minister of Georgia
On the Establishment of an Interagency Commission for Free and Fair Elections
and the Approval of the Statute of the Commission
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №560
2020 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
მუხლი 1.
მუხლი 1.
შემდგომში − კომისია
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
უწყებათაშორისი კომისიის () უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. კომისიის მიზანია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს
საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და
გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების გზით ხელი შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი
საარჩევნო გარემოს შექმნას.
3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს
საარჩევნო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და
ამ დებულებით.
მუხლი 2.
მუხლი 2.
საარჩევნო სუბიექტები
კომისიის უფლებამოსილება
1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად და ამ დებულების მიზნიდან
გამომდინარე, კომისია:
ა) უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს
საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამ
მიზნით, კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე,
საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან/საარჩევნო ბლოკებთან,
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან და სხვა
დაინტერესებულ პირებთან;
ბ) უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისგან საჯარო მოსამსახურეების
მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაციის, ასევე,
მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმებას;
გ) განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით
გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც
კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები () ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.
2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების
მიზნით, კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო
მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების
მოთხოვნით.
მუხლი 3.
მუხლი 3.
2018 წლის 28 ოქტომბერი და 28 ნოემბერი
კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის
სხდომებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე კომისიის რიგგარეშე სხდომებს.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს კომისიის
თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო
საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში
ერთხელ.
4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის
შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, სხვა
პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებთან. მათი წარმომადგენლები სათათბირო ხმის
უფლებით მონაწილეობენ კომისიის საქმიანობაში და კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას
საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.
6. კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომაზე
შეიძლება მოწვეულ იქნეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური
პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი
ორგანიზაციების, აგრეთვე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვა
დაინტერესებული პირებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების თითო
წარმომადგენელი.
7. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე () ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის 2019 წლის 28 თებერვლის
ანგარიშის XII ნაწილის შესაბამისად, კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეიტანება
მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო
კანონმდებლობის დარღვევის ან სხვაგვარად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების
ფაქტებს ეხება. ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც დაისმება კომისიის წინაშე, დღის
წესრიგში განსახილველად არ იქნება შეტანილი და ის შესაბამის უწყებას შემდგომი
რეაგირებისათვის გადაეგზავნება კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად,
რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას
ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) და პრესასა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
9. კომისიის სხდომის მიმდინარეობა აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს
აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის სხდომის ოქმი იუსტიციის
სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება.
Cancel
Save
Annotat