On Establishing an Interagency Human Rights Council and Approving its Statute
№ 551
Структура закона
Статьи0 элементов
Загрузка структуры...
551
On Establishing an Interagency Human Rights Council and Approving its Statute
Ordinance of the Government of Georgia
13/12/2016
--
551_2016.html
Ordinance of the Government of Georgia
On Establishing an Interagency Human Rights Council and Approving its Statute
Номер: 551
Тип закона: Ordinance of the Government of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 13/12/2016
Дата вступления в силу: --
TITLE: On Establishing an Interagency Human Rights Council and Approving its
Statute No.: 551 DATE: 13/12/2016 TYPE: Ordinance of the Government of Georgia
On Establishing an Interagency Human Rights Council and Approving its Statute
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №551
2016 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების
დამტკიცების შესახებ
--
--
მუხლი 1.
მუხლი 1.
შემდგომში – საბჭო
ზოგადი დებულებები
1. ადამიანის უფლებების დაცვის უწყებათაშორისი საბჭო () შექმნილია საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
2. საბჭო იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ
დებულებით.
4. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
მუხლი 2.
მუხლი 2.
არაკომერციული
საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. საბჭოს შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა,
სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების,
შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო () იურიდიული
პირების, ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
ექსპერტები და მეცნიერები.
3. საბჭოს მდივნის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახურის) − უფროსი;
4. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირის მიერ, გარდა ექსპერტისა და მეცნიერისა, ამ
დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის
შემთხვევაში, მას შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი
წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
5. საბჭოს ის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებს, საბჭოს წინაშე პასუხისმგებელნი არიან საკუთარი
სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ადამიანის უფლებათა სამთავრობო
სამოქმედო გეგმის შესრულებაზე.
მუხლი 3.
მუხლი 3.
სამსახური
საბჭოს ამოცანები და უფლებამოსილებები
1. საბჭოს ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო
პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ბ) ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხილვა და
დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარდგენა;
გ) სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი შესაბამისი თემატური
სამუშაო ჯგუფების საშუალებით.
2. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭოს უფლებამოსილებებია:
ა) სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მომზადებული წინადადებების და რეკომენდაციების
განხილვა, დამტკიცება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
ბ) თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ფარგლების, შინაარსის განსაზღვრა და
დებულების დამტკიცება;
გ) კოორდინაციის მიზნით, თემატური სამუშაო ჯგუფებისა და სამდივნოს საქმიანობის
ზედამხედველობა;
დ) სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადება,
განხილვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
ე) სამოქმედო გეგმის ეფექტიანად შესრულების მიზნით, დავალებების შემუშავება სამუშაო
ჯგუფებისთვის, შესაბამისი სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
სამდივნოსთვის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში () (შემდგომში − სამდივნო);
ვ) გადაწყვეტილებების მიღება ან/და სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ
დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია ადამიანის უფლებათა
დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის
განხორციელებისთვის და ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად.
მუხლი 4.
მუხლი 4.
--
ანგარიშის წარდგენა
სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ყოველწლიური ანგარიში
წარედგინება საბჭოს, რომელიც განიხილავს და არა უგვიანეს ყოველი წლის 15 მარტისა
წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 31
მარტისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
მუხლი 5.
მუხლი 5.
არაკომერციული
თემატური სამუშაო ჯგუფები
1. საბჭო სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით,
ხმათა უმრავლესობით, ქმნის თემატურ სამუშაო ჯგუფებს ან/და მიმართავს მთავრობას
მოქმედი უწყებათაშორისი კომისიების, საბჭოებისა და თემატური სამუშაო ჯგუფებისათვის
მითითებული ფუნქციების დაკისრებასთან დაკავშირებით.
2. თემატური სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო
უწყებათა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა და შესაბამის სფეროში საქმიანობის
განმახორციელებელი არასამეწარმეო () იურიდიული პირების, არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები, ექსპერტები და
შესაბამისი (თემატური) სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები.
3. თემატური სამუშაო ჯგუფი სამდივნოს ინიციატივის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით
ამტკიცებს მომხსენებელს თემატური სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან, რომელიც თემატური
სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, წინადადებებსა და ანგარიშებს
წარუდგენს საბჭოს.
4. თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, თემატურ სამუშაო ჯგუფზე
დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭოს სამდივნო,
მომხსენებელთან შეთანხმებით. როგორც წესი, თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
ტარდება 3 თვეში ერთხელ მაინც. თემატური სამუშაო ჯგუფის სამდივნოს ფუნქცია შეიძლება
განახორციელოს სამდივნომ ან არსებული კომისიებისა და საბჭოების სამდივნოებმა.
5. თემატური სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) სამდივნოსთან კოორდინაციით მოამზადოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო
გეგმისა და გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციები და ცვლილებები;
ბ) განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებასთან
დაკავშირებით სამდივნოს მიერ მომზადებული ინფორმაცია და მოამზადოს შესაბამისი
წინადადებები და რეკომენდაციები მის შესრულებასთან დაკავშირებით;
გ) განიხილოს სამდივნოს მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში;
დ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც აუცილებელია თემატური სამუშაო ჯგუფების
მიერ მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 6.
მუხლი 6.
სამსახური
საბჭოს მუშაობის ორგანიზება
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს
საბჭოს თანათავმჯდომარე, ან საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, საბჭოს მდივანი.
3. საბჭოს სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით,
განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება 6 თვეში
ერთხელ.
4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს სამდივნო თემატური სამუშაო ჯგუფების
საქმიანობის გათვალისწინებით და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე, რომლის საჯაროდ
ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამდივნო.
5. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას
უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის
სამდივნო ().
6. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს,
აგრეთვე თემატური სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ
არანაკლებ სრული შემადგენლობის ხმათა 1/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის
შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და
მდივანი.
10. სხდომის ჩატარებიდან 1 კვირის ვადაში საბჭოს სამდივნო აქვეყნებს სხდომის ოქმს.
Cancel
Save
Annotat