On Establishing the Legal Entity Under Public Law (LEPL) Called '112' of the Ministry of Internal Affairs of Georgia
№ 5339-IIს
Структура закона
Статьи0 элементов
Загрузка структуры...
5339-IIს
On Establishing the Legal Entity Under Public Law (LEPL) Called '112' of the Ministry of Internal Affairs of Georgia
Law of Georgia
24/11/2011
--
5339_2011.html
Law of Georgia
On Establishing the Legal Entity Under Public Law (LEPL) Called '112' of the
Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер: 5339-IIს
Тип закона: Law of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 24/11/2011
Дата вступления в силу: --
TITLE: On Establishing the Legal Entity Under Public Law (LEPL) Called '112' of
the Ministry of Internal Affairs of Georgia No.: 5339-IIს DATE: 24/11/2011 TYPE:
Law of Georgia (ძალადაკარგულია - 19.12.2019, №5611) საქართველოს კანონი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“
-ის შექმნის შესახებ
მუხლი 1.
მუხლი 1.
შემდგომ – „112“
კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
() შექმნა,
მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა
და მიმართულებების განსაზღვრა.
მუხლი 2.
მუხლი 2.
შემდგომ – მინისტრი
„112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
„112“-ის
საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობა და „112“-ის
დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი ().
ძირითადი დებულებები
ძირითადი დებულებები
მუხლი 3.
მუხლი 3.
--
„112“-ის სამართლებრივი სტატუსი
„112“
არის ამ კანონით დაფუძნებული, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 4.
მუხლი 4.
„112“-ის მიზანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. „112“-ის
მიზანია სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობით საგანგებო
სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით
შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „
112“-ის − საშუალებით.
2. „112“-ის
საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა
შემთხვევების შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება,
შეფასება და მათზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისათვის
ინფორმაციის მიწოდება;
ბ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა
შემთხვევების მართვის მიზნით სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული
საქმიანობა;
გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა
შემთხვევების
აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
დ) „112“-ის
კომპეტენციისთვის
მიკუთვნებულ
საკითხებზე საქართველო
ს და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ე) საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. „112“-ის
საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების
აუცილებლობის სხვა შემთხვევები, „112“-ის
ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“-ის
დებულებით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეიძლება გამოიცეს მინისტრის
ნორმატიული აქტი.
მუხლი 5.
მუხლი 5.
„112“-ის მართვა და წარმომადგენლობა
1. „112“-ს
ხელმძღვანელობს „112“-ის
დირექტორი
, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. „112“-ის
დირექტორი
:
ა) წარმოადგენს „112“-ს
;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს სამართლებრივ აქტს) „112“-ის
კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე;
გ) თანამდებობებ
ზე ნიშნავს და თანამდებობებ
იდან ათავისუფლებს „112“-ის
თანამშრომლებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს „112“-ის
სახსრებსა და ქონებას;
ე) ახორციელებს „112“-ის
დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. „112“-ის
დირექტორს
ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობებ
ზე ნიშნავს და თანამდებობებ
იდან ათავისუფლებს „112“-ის
დირექტორი
.
4. „112“-ის
დირექტორის
მოადგილეების რაოდენობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“-ის
დებულებით.
მუხლი 6.
მუხლი 6.
„112“-ის სტრუქტურა
1. „112“
მეშვეობით.
2. „112“-ის
სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების
კომპეტენცია განისაზღვრება „112“-ის
დებულებით.
მუხლი 7.
მუხლი 7.
„112“-ის ქონება
1. „112“-ს
საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება,
რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. „112“-ის
ქონება შედგება
ძირითადი და საბრუნავი საშუალებების
, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა
და ფინანსური რესურსებისაგან
, რომლებ
იც აისახება „112“-ის
დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 8.
მუხლი 8.
„112“-ის დაფინანსება
1. „112“-ის
დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
გ
) „112“-ის
მომსახურების საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე
) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. „112“-ის
მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელი პირების წრეს და მათთან დაკავშირებულ
სხვა საკითხებს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა
.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად
ხმარდება „112“-ის
მიზნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის
განვითარების ხელშეწყობას
.
მუხლი 9.
მუხლი 9.
--
„112“-ის სახელმწიფო კონტროლი
„112“-ის
სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო.
მუხლი 10.
მუხლი 10.
--
„112“-ის საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი
„112“-ის
საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 11.
მუხლი 11.
გარდამავალი დებულებები
1.
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრმა 2012
წლის 1 იანვრამდე
:
ა) დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
დებულება;
ბ) თანამდებობაზე დანიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
დირექტორი;
გ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
შექმნისათვის აუცილებელი სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
2
. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის
ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით „112“-ისათვის
გადაცემა.
მუხლი 12.
მუხლი 12.
--
კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ნოემბერი.
№
5339-II