Law of Georgia
On new Breeds of Animals and Varieties of Plants
Номер: 4066-რს
Тип закона: Law of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 15/12/2010
Дата вступления в силу: --
TITLE: On new Breeds of Animals and Varieties of Plants No.: 4066-რს DATE:
15/12/2010 TYPE: Law of Georgia საქართველოს კანონი ცხოველთა და მცენარეთა ახალი
ჯიშების შესახებ
მუხლი 46.
მუხლი 46.
ამოღებულია
()
საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022წ.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 47
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ
ცენტრთან – „საქპატენტთან“ ერთად ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მოამზადოს
და დაამტკიცოს:
ა) ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით
დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული
ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის
წესი;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით
დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული
ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის
წესი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე,
ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და
გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე,
ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე მცენარის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და
გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის
მე-2 პუნქტის საფუძველზე მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბება და მისი
დებულების დამტკიცება.
5. 2011 წლის 1 მარტამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „თესლისა
და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების
შესახებ“.
6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს წარდგინებით 2022 წლის 31 დეკემბრამდე დადგენილებით დაამტკიცოს:
ა) ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და
სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის
უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე,
ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების საფასურის ოდენობა.
საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022წ.
მუხლი 48
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი „ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის
შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 12.01.2007, მუხ. 60);
ბ) საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის
შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 12.01.2007, მუხ. 61);
გ) საქართველოს 1996 წლის 5 სექტემბრის კანონი „სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“
(პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 43);
დ) საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების
გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29(36), 1999 წელი, მუხ. 157).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული საკანონმდებლო
აქტების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს
იურიდიულ ძალას ამ კანონთან მათ შესაბამისობამდე.
მუხლი 49
--
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4066-რ