Law of Georgia
On Information Technology Zones
Номер: 4064-რს
Тип закона: Law of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 15/12/2010
Дата вступления в силу: --
TITLE: On Information Technology Zones No.: 4064-რს DATE: 15/12/2010 TYPE: Law
of Georgia საქართველოს
კანონი საინფორმაციო
ტექნოლოგიური ზონების შესახებ
--
--
მუხლი 1.
მუხლი 1.
კანონის მიზანი
1.
ამ კანონის
მიზანია
ინვესტიციების მოზიდვა და
მიმზიდველი გარემოს
შექმნა
იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო
ტექნოლოგიების სფეროში
.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები და
ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ
კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2.
მუხლი 2.
--
ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვირტუალური ზონა – ვირტუალური ზონის პირი ან ამ პირთა ერთობლიობა;
ბ)ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო
ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიები –
კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი,
წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.
მუხლი 3.
მუხლი 3.
ვირტუალური ზონის პირის შეღავათები
1. ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
2. არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების:
ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;
ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;
გ)
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით.
3.ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს
ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯები
გამოიქვითება ერთობლივ შემოსავალში საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული
შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.
საქართველოს
2012 წლის 27 მარტის კანონი №5969 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
მუხლი 4.
მუხლი 4.
ვირტუალური ზონის პირის რეგულატორული შეღავათები
1. ვირტუალური ზონის პირი გათავისუფლებულია ყოველგვარი სპეციალური რეგულირებისაგან.
2. ვირტუალური ზონის პირს საქმიანობის განსახორციელებლად არ ესაჭიროება ლიცენზიები,
ნებართვები და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები.
მუხლი 5.
მუხლი 5.
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭება
1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსს დაინტერესებულ პირს ანიჭებს
საქართველოს მთავრობის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
2. დაინტერესებულ პირს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ენიჭება სტატუსის
მინიჭებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სტატუსის მინიჭების
წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3.
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი გაიცემა
სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
მუხლი 6.
მუხლი 6.
--
ვირტუალურ ზონაში
საქმიანობა
ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული
ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება
საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.
მუხლი 7.
მუხლი 7.
--
გარდამავალი დებულება
საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დადგენილებით
განსაზღვროს
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები.
მუხლი 8.
მუხლი 8.
--
დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის
15
დეკემბერი.
№4064–რ