On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land
№ 396
Структура закона
Статьи0 элементов
Загрузка структуры...
396
On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of Agricultural Land
Ordinance of the Government of Georgia
01/07/2020
--
396_2020.html
Ordinance of the Government of Georgia
On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from
Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of
Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of
Agricultural Land
Номер: 396
Тип закона: Ordinance of the Government of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 01/07/2020
Дата вступления в силу: --
TITLE: On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption
from Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of
Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of
Agricultural Land No.: 396 DATE: 01/07/2020 TYPE: Ordinance of the Government of
Georgia
On the Approval of the Procedure and Conditions for Payment and Exemption from
Payment of Compensation for Changing the Designated Purpose of a Plot of
Agricultural Land, as well as for Changing the Category of a Plot of
Agricultural Land
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №396
2020 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილების საკომპენსაციო თანხის გადახდისა და მისი გადახდისგან გა
მუხლი 1.
მუხლი 1.
შემდგომში – საკომპენსაციო თანხა
რეგულირების სფერო
ეს დანართი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი
დანიშნულების ცვლილების დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკომპენსაციო
თანხების ოდენობას საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების
ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე ამ საკომპენსაციო თანხების () გადახდისა და მისი
გადახდისგან გათავისუფლების წესსა და პირობებს.
მუხლი 2.
მუხლი 2.
--
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების
საკომპენსაციო თანხის გაანგარიშება
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების
საკომპენსაციო თანხა გადაიხდება, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების
საკომპენსაციო თანხა გადაიხდება მიწის ნაკვეთის ფართობის პროპორციულად და შეადგენს:
ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთის
შემთხვევაში – 100 000 ლარს ერთ ჰექტარზე;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – 34 001 ლარს ერთ
ჰექტარზე.
მუხლი 3.
მუხლი 3.
--
საკომპენსაციო თანხის გადახდისგან გათავისუფლება
საკომპენსაციო თანხის გადახდისგან გათავისუფლებულია სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება.
მუხლი 4.
მუხლი 4.
--
საკომპენსაციო თანხის გადახდის წესი
საკომპენსაციო თანხის გადახდა წარმოებს მიწის ნაკვეთზე მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაიხდება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში.
დანართი №2
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების წესი და
პირობები
მუხლი 1.
მუხლი 1.
--
რეგულირების სფერო
ეს დანართი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის
ცვლილების წესსა და პირობებს, კატეგორიის ცვლილების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირებს.
მუხლი 2.
მუხლი 2.
მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილება
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია:
ა) საძოვარი;
ბ) სათიბი;
გ) სახნავი ();
დ) საკარმიდამო.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დასაშვებია
შემდეგი წესით:
ა) საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის
სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან
საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;
ბ) სათიბის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის
სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს
კატეგორიის მინიჭებით;
გ) სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) კატეგორიის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის საკარმიდამოს კატეგორიის
მინიჭებით.
მუხლი 3.
მუხლი 3.
შემდგომში – სააგენტო
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილებაზე
უფლებამოსილი ორგანო
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ()
მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის (მონაცემების)
საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
3. თუ სააგენტოში დაცული ინფორმაციით ან/და მიწის ნაკვეთზე გაცემული უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული
კატეგორიის შესაბამისად.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება
რეგისტრირდება მესაკუთრის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
Cancel
Save
Annotat