Order of Minister of Georgia
On Approval of the Statute of the Investigation Department of the Ministry of
Justice of Georgia
Номер: 378
Тип закона: Order of Minister of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 12/02/2019
Дата вступления в силу: --
TITLE: On Approval of the Statute of the Investigation Department of the
Ministry of Justice of Georgia No.: 378 DATE: 12/02/2019 TYPE: Order of Minister
of Georgia
On Approval of the Statute of the Investigation Department of the Ministry of
Justice of Georgia
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №378
2019 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების
დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე
სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის საქმიანობაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და
2. დეპარტამენტის საქმიანობაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში საპროკურორო
ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს
საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი.
მუხლი 6
--
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომლის
ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 7
--
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №85.
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 8
--
დეპარტამენტის ამოცანაა დეპარტამენტის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ
დანაშაულთა გამოძიება და პრევენცია.
მუხლი 9
შემდგომში – სამსახური
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში დანაშაულის გამოვლენა, გამოძიება და
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედებების ჩატარება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი
და სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური
სამსახურის () სისტემაში დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დანაშაულის ხელშემწყობი
მიზეზების შესწავლა, ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისა და
სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტისათვის მიწოდება;
ე) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა,
აგრეთვე სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან მუშაობა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 10
--
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია დასავლეთის სამმართველო.
მუხლი 11
დასავლეთის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 342 1, 378-ე, 378 1, 378 2, 379-ე, 380-ე და 381-ე () მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე დასავლეთ საქართველოში განლაგებული
პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა,
გამოძიება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება;
ბ) პროკურორის წერილობითი დავალებებისა და მითითებების შესრულება;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დანაშაულის ხელშემწყობი
მიზეზების შესწავლა, ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისა და
სამსახურისათვის მიწოდება;
დ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა,
აგრეთვე სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან მუშაობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 12
წელიწადში არანაკლებ ერთხელ
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ
საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე
დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად
შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;
დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ
წახალისების გამოყენების შესახებ;
ე) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებს
შორის;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას;
თ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დანაშაულის
ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს, რეკომენდაციების შემუშავებასა და
მინისტრისა და სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტისათვის მიწოდებას;
ი) მინისტრს პერიოდულად () წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული
საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული
მიმართულებების თაობაზე.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს
სამმართველოს უფროსი.
მუხლი 13
წელიწადში არანაკლებ ერთხელ
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას, აწესრიგებს
სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, პასუხისმგებელია
სამმართველოსათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს
სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მხრივ
სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) მონაწილეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვაში და ახორციელებს მისი
შესრულების კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ე) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მოსამსახურეების
მიმართ წახალისების გამოყენების შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების,
დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების
შესრულებას;
ზ) დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად () წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ
გაწეული საქმიანობის თაობაზე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
Cancel
Save
Annotat