Order of Minister of Georgia
On Determining Investigative and Territorial Investigative Jurisdiction of
Criminal Cases
Номер: 34
Тип закона: Order of Minister of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 07/07/2013
Дата вступления в силу: --
TITLE: On Determining Investigative and Territorial Investigative Jurisdiction
of Criminal Cases No.: 34 DATE: 07/07/2013 TYPE: Order of Minister of Georgia
On Determining Investigative and Territorial Investigative Jurisdiction of
Criminal Cases
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34
2013 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო
ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-8
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 1891,
190-ე, 192-ე, 1921, 193-ე, 195-ე–201-ე, 205-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ დანართის
მე-6 პუნქტისა), (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა) 216-ე–221-ე მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულებს. 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო
დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს,
აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებში. 7.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (გარდა პროკურატურის
მუშაკისა) მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე,
337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. 8. საქართველოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს
საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 3421, 378-ე, 3781-ე, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების
აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს. 9. თუ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული
რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი. 10. თუ
არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ ბრძანებაში მითითებული რომელიმე ორგანოს
საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა. 11. ერთ
წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას
საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება
საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე. 12. გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი,
რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაულებრივი
ქმედება. 13. თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი,
რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული. 14. თუ
გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას,
იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს
პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის. 15. დავას
საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი.
Cancel Save
Annotate
--
-