Law of Georgia
On Psychosocial Needs Assessment
Номер: 3342-IIს
Тип закона: Law of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 20/03/2015
Дата вступления в силу: --
TITLE: On Psychosocial Needs Assessment No.: 3342-IIს DATE: 20/03/2015 TYPE: Law
of Georgia
On Psychosocial Needs Assessment
3
+
საქართველოს კანონი
ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ
--
--
მუხლი 41.
მუხლი 41.
ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი
საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური,
სოციალური ადაპტაციის და სხვა ასპექტების შეფასებას.
2. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი
ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი
სოციალური ადაპტაციის შეფასება და, აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის
მუხლი 5
--
ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების საფუძველია პირის
შესახებ ფსიქიატრიული, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური
მონაცემების კომპლექსური შეფასება.
მუხლი 6
--
ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე
დასკვნა გამოაქვს ბიუროს.
მუხლი 7
ან პირი, რომელიც ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური თვალსაზრისით ფსიქოსოციალური
საჭიროების მქონე პირებს შერჩეული სპეციფიკური აქტივობების საშუალებით მკურნალობს
ბიუროში ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად იქმნება
მულტიდისციპლინური ჯგუფი 4 წევრის შემადგენლობით. ამ ჯგუფში შედიან ფსიქიატრი,
ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ოკუპაციური თერაპევტი ().
მუხლი 8
--
ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესს შეიმუშავებს
და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3087
– ვებგვერდი,
11
.07.2018წ.
მუხლი 91.
მუხლი 91.
ბიუროს უფლება აქვს, აუცილებლობის შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ
ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობისათვის
მოიწვიოს სხვა შესაბამისი სპეციალისტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალისტის დასკვნას
მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
მუხლი 101.
მუხლი 101.
მულტიდისციპლინური ჯგუფის თითოეული წევრი ცალკე აფასებს სასამართლოს
გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროში პირის მიერ გადაწყვეტილების მხარდაჭერის
გარეშე მიღების შესაძლებლობას.
2. მულტიდისციპლინური ჯგუფი ვალდებულია:
ა) დაადგინოს პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი;
ბ) დაადგინოს პირის მოქმედებების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის
შეზღუდვის ხარისხი;
გ) შეაფასოს პირის გარემოსთან ურთიერთქმედება;
დ) დაადგინოს პირის სოციალური ადაპტაციის ხარისხი;
ე) შეაფასოს პირის მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობა;
ვ) უპასუხოს სასამართლოს მიმართვაში დასმულ კითხვებს;
ზ) დაადგინოს პირის იმ სფეროში მხარდაჭერის აუცილებლობა, რომელიც აღნიშნულია
განცხადებაში;
თ) თუ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია პირის მხარდაჭერა
სხვა სფეროში, გარდა განცხადებაში აღნიშნულისა, მიუთითოს შესაბამისი სფერო;
ი) გამოიკვლიოს და დაადგინოს სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი
ექსპერტიზის ჩასატარებლად.
მუხლი 111.
მუხლი 111.
ბიუროს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან
გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად მოითხოვოს სათანადო მონაცემები, ცნობები
სამედიცინო დაწესებულებიდან, საწარმოდან და ორგანიზაციიდან, მიუხედავად მათი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება, საწარმო და
ორგანიზაცია ვალდებული არიან, გასცენ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
მუხლი 12
--
თუ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ
შეუძლია ბიუროში გამოცხადება, იგი სტაციონარში ან თავის საცხოვრებელ ადგილზე
შემოწმდება.
მუხლი 131.
მუხლი 131.
მულტიდისციპლინური ჯგუფი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გასცემს დადებით ან
უარყოფით დასკვნას.
2. აკრძალულია დადებითი დასკვნის გაცემა მხოლოდ იმ დიაგნოზის საფუძველზე, რომელიც
ადასტურებს პირის გონებრივ/ინტელექტუალურ დარღვევას.
3. დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს მულტიდისციპლინური ჯგუფის
მიერ განხორციელებული საექსპერტო მოქმედებები.
4. დადებით დასკვნაში უნდა მიეთითოს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის
მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ რეკომენდებული ვადა.
5. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა ტარდება სასამართლოს მიერ
მიმართვიდან 1 თვის ვადაში.
6. მულტიდისციპლინური ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
7. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს კენჭისყრისგან თავის შეკავების უფლება არ აქვს.
8. მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად
გაყოფის შემთხვევაში დასკვნას აფასებს სასამართლო.
9. განსხვავებული აზრის მქონე მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი ვალდებულია საკუთარი
მოსაზრება წერილობით დაურთოს დასკვნას.
მუხლი 14
--
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 1
ივნისამდე დაამტკიცოს ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის
ჩატარების წესი და სტანდარტები.
მუხლი 151.
მუხლი 151.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-13 მუხლებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი–მე-13 მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
20 მარტი 2015 წ.
N3342-IIს
Cancel
Save
Annotat