Law of Georgia on Legal Principles for the Construction, Operation, Maintenance, Repair and Exploitation of Some Oil Transportation Facilities in the Territory of Georgia and for the Import, Transport, Storage and Export of Oil through Such Facilities
№ 182
Структура закона
Статьи0 элементов
Загрузка структуры...
182
Law of Georgia on Legal Principles for the Construction, Operation, Maintenance, Repair and Exploitation of Some Oil Transportation Facilities in the Territory of Georgia and for the Import, Transport, Storage and Export of Oil through Such Facilities
Law of Georgia
02/04/1996
--
182_1996.html
Law of Georgia
Law of Georgia on Legal Principles for the Construction, Operation, Maintenance,
Repair and Exploitation of Some Oil Transportation Facilities in the Territory
of Georgia and for the Import, Transport, Storage and Export of Oil through Such
Facilities
Номер: 182
Тип закона: Law of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 02/04/1996
Дата вступления в силу: --
TITLE: Law of Georgia on Legal Principles for the Construction, Operation,
Maintenance, Repair and Exploitation of Some Oil Transportation Facilities in
the Territory of Georgia and for the Import, Transport, Storage and Export of
Oil through Such Facilities No.: 182 DATE: 02/04/1996 TYPE: Law of Georgia
საქართველოს კანონი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი
საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და
ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა
და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ საქართველოს აღმასრულებელმა
ხელისუფლებამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობამ, საქართველოს ნავთობის
საერთაშორისო კორპორაციამ და პირველი
1. რატიფიცირებულ იქნეს საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის
1. რატიფიცირებულ იქნეს საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მთავრობის 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება („სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება“)
„ზოგიერთი არსებული მილსადენი საშუალებების სრულყოფისა და განახლების, ახალი
მილსადენი საშუალებების შექმნისა და ამ საშუალებებით ნავთობის საქართველოს
ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ“.
2. მიღებულ იქნეს 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება („ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის
2. მიღებულ იქნეს 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება („ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის
სამთავრობო ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია, ერთი მხრივ, საქართველოს
აღმასრულებელ ხელისუფლებასა და, მეორე მხრივ, ამოკო კასპიან სიი პეტროლიუმ
ლიმითედს: ბპ ექსფლორეიშენ (კასპიან სიი) ლიმითედს; დელტა ნიმირ ჰაზარ ლიმითედს;
დენ ნორსკე შტატს ოლჯესელსკაპ ა.ს.-ს ექსონ აზერბაიჯან ლიმითედს; სააქციო
საზოგადოება ლუკოილის; მაკდერმოტ აზერბაიჯან ინკ.-ს; პენზოილ კასპიან კორპორეიშენს;
რამკო ჰაზარ ენერჯი ლიმითედს; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო
კომპანიას; თურქი პეტროლერი ა.ო.-სა და უნოკალ ჰაზარ ლტდ.-ს და მათი
წარმომადგენლების, სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამოსილი პირების ჩათვლით
(„ნავთობკომპანიები“) შორის და მიეცეს კანონის ტოლფასი ძალა.
3. მიღებულ იქნეს 1996 წლის 8 მარტის ხეშეკრულება („მილსადენის მშენებლობისა და
3. მიღებულ იქნეს 1996 წლის 8 მარტის ხეშეკრულება („მილსადენის მშენებლობისა და
ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია საქართველოს ნავთობის
საერთაშორისო კორპორაციასა და ნავთობკომპანიებს შორის და მიეცეს კანონის ტოლფასი
ძალა.
31. 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულების („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის
31. 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულების („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის
შესახებ ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია ნავთობკომ-პანიებსა და საქართველოს
ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას შორის, ტექსტში „საქართველოს ნავთობის
საერთაშორისო კორპორაცია“-ს ჩაენაცვლოს „შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის
კორპორაცია.
საქართველოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3579-სსმI, №42, 10.11.2006წ., მუხ.283
მუხლი 2
1. თუ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის
1. თუ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის
მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებები ეწინააღმდეგება ან
არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს არსებულ საერთაშორისო
ხელშეკრულებებს ან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და
ნორმებს, მაშინ უპირატესობა ენიჭებათ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებს ან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ
პრინციპებსა და ნორმებს.
2. თუ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის
2. თუ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის
მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებები ეწინააღმდეგება ან
არ შეესაბამება ამ კანონის მიღებისას მოქმედი საქართველოს კანონების,
დადგენილებების, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებებისა და ბრძანებულებების ან
სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებს, მაშინ უპირატესობა ენიჭებათ ტერიტორიის
მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის მშენებლობისა და
ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებებს.
3. ვერც ერთი კანონი, დადგენილება, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანება და
3. ვერც ერთი კანონი, დადგენილება, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანება და
ბრძანებულება, სხვა საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება,
რომელიც მიღებულია ან დაიდო ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღის შემდგომ, ვერ
შეცვლის ან ვერ გააუქმებს ამ კანონს ან პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების
ნებისმიერ სხვა დებულებას, თუ შესაბამისი კანონი, დადგენილება, აღმასრულებელი
ხელისუფლების ბრძანება და ბრძანებულება, სხვა საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულება არ შეიცავს ამის შესახებ ზუსტად განსაზღვრულ მითითებას.
4. პროექტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს უნდა მიეცეთ კანონის ძალა, რისთვისაც
4. პროექტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს უნდა მიეცეთ კანონის ძალა, რისთვისაც
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
მუხლი 3
1. ყველა სამინისტრო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანო, სახელმწიფო
1. ყველა სამინისტრო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანო, სახელმწიფო
საწარმო და იურიდიული პირი, რომლის განთავსებული კაპიტალის მეტი წილი სახელმწიფოს
ეკუთვნის, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო, თუ პროექტთან და
ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებასა და მილსადენის მშენებლობისა
და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რაიმე საქმიანობის
ზედამხედველობა ან კონტროლი ამ ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, ვალდებულია
დაიცვას აღნიშნული პროექტისა და ხელშეკრულებების დებულებებით გათვალისწინებული
პირობები.
2. ყველა სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანომ, სახელმწიფო
2. ყველა სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანომ, სახელმწიფო
საწარმომ და იურიდიულმა პირმა, რომლის განთავსებული კაპიტალის მეტი წილი
სახელმწიფოს ეკუთვნის, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანომ,
საქართველოში მოქმედი კანონებისა და სხვა მარეგულირებელი აქტების თანახმად და მათ
შესაბამისად, ნავთობკომპანიასა და ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო
ხელშეკრულებით განსაზღვრულ საოპერაციო კომპანიას უნდა მისცეს ლიცენზია, ნებართვა,
საბაჟო პრივილეგიების სერტიფიკატი, ვიზა და სხვა უფლებამოსილებანი, სანებართვო და
სხვა მოწმობები, რათა მათ ისარგებლონ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო
ხელშეკრულებითა და მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებით
მათთვის გადაცემული ან მინიჭებული უფლებებით, უფლებამოსილებებით, პრივილეგიებით,
სარგებლითა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებით.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №898 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
მუხლი 4
--
კანონის ეს მუხლი აზუსტებს ზოგიერთ საკითხს:
ა. სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული პროექტის
განხორციელებასთან დაკავშირებული მთელი პერსონალის, ყველა სატრანსპორტო საშუალების,
მოწყობილობისა და სხვა ქონების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის და გასვლის
შეუზღუდავი უფლების რეალიზაციისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო და
საიმიგრაციო კანონმდებლობის ყველა პროცედურა.
ბ. ნავთობკომპანიის მიერ თავისი უფლებების, ვალდებულებებისაგან გათავისუფლებისა და
სარგებლის მიღების უფლებათა ყველანაირი გადაცემა, რაც გათვალისწინებულია ტერიტორიის
მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებით, შეიძლება მხოლოდ იმ პირობით, რომ
მიმღებმა უნდა იკისროს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი
მოვალეობები.
გ. ის ცვლილებები, რაც ამ კანონის მიღების შემდეგ უნდა შევიდეს საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობასა და საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ კანონში, იმ მხრივ, რომ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო
ხელშეკრულების დებულებები შეესაბამებოდეს ზემოხსენებულ კანონებს, ძალაშია
„საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების
მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ
საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის
სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
მუხლი 5
--
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ
შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 2 აპრილი.
№182–II