On Approval of the State Strategy on the Repatriation of Persons Internally Displaced by the Former USSR from the Soviet Socialistic Republic of Georgia in the 1940s of the 20th Century
№ 1671
Структура закона
Статьи0 элементов
Загрузка структуры...
1671
On Approval of the State Strategy on the Repatriation of Persons Internally Displaced by the Former USSR from the Soviet Socialistic Republic of Georgia in the 1940s of the 20th Century
Decree of the Government of Georgia
12/09/2014
--
1671_2014.html
Decree of the Government of Georgia
On Approval of the State Strategy on the Repatriation of Persons Internally
Displaced by the Former USSR from the Soviet Socialistic Republic of Georgia in
the 1940s of the 20th Century
Номер: 1671
Тип закона: Decree of the Government of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 12/09/2014
Дата вступления в силу: --
TITLE: On Approval of the State Strategy on the Repatriation of Persons
Internally Displaced by the Former USSR from the Soviet Socialistic Republic of
Georgia in the 1940s of the 20th Century No.: 1671 DATE: 12/09/2014 TYPE: Decree
of the Government of Georgia საქართველოს მთავრობის განკარგულება №1671 2014 წლის
12 სექტემბერი ქ. თბილისი ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში
საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო
სტრატეგიის დამტკიცების შესახებ რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნებისა და
საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „ყოფილი
სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით
გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის
40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის
შესახებ სახელმწიფო სტრატეგია I. პრეამბულა ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის
40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის
შესახებ სახელმწიფო სტრატეგია (შემდგომში _ სტრატეგია) შემუშავდა „ყოფილი სსრკ-ის
მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა
რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომში _ კანონი) და სხვა
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. სტრატეგია ეფუძნება
საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საქართველოს მიერ ნაკისრ
საერთაშორისო ვალდებულებებს. სტრატეგია მიზნად ისახავს რეპატრიანტთა ღირსეული და
ნებაყოფლობითი დაბრუნების ხელშეწყობას და რეპატრირებული მოსახლეობის სამოქალაქო
ინტეგრაციას. სტრატეგია ეფუძნება ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს,
როგორებიცაა: საქართველოს ყველა მოქალაქის თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა
და სამოქალაქო ინტეგრაციიის ხელშეწყობა. სტრატეგია ვრცელდება იმ პირთა ჯგუფზე,
რომლებმაც კანონის შესაბამისად მოიპოვა რეპატრიანტის სტატუსი და პირებზე, რომლებმაც
საქართველოს მოქალაქობა მოიპოვეს ამავე კანონისა და „რეპატრიანტის სტატუსის მქონე
პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის № 87 დადგენილების შესაბამისად
(შემდგომში – რეპატრიანტი). სტრატეგიის იმპლემენტაციის კოორდინაციას ახორციელებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და სპეციალურად რეპატრიაციასთან დაკავშირებულ
პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საქმიანობის
კოორდინაციის მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111
დადგენილების საფუძველზე შექმნილი „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში
საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი
სამთავრობო საბჭო“. II. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები სტრატეგია
განსაზღვრავს სახელმწიფო ხედვასა და ამოცანებს ორი ძირითადი მიმართულებით:
რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
III. რეპატრიანთა ღირსეული დაბრუნება ღირსეული დაბრუნება გულისხმობს
რეპატრიანტების მაქსიმალურ ინფორმირებულობას და მათ ახალ სამართლებრივ გარემოში
ადაპტირებას. აღნიშნული მიზნის რეალიზაციისთვის, განსაზღვრულია შემდეგი ამოცანების
შესრულება: 1. რეპატრიანტთა საჭიროებების შესწავლა; მიზანშეწონილია რეპატრიანტთა
საჭიროებების შესახებ განახლებული ინფორმაციის მოპოვება, რათა შესაძლებელი გახდეს
რეპატრიაციის პროცესის ეფექტურად დაგეგმვა. 2. რეგიონებში არსებული რესურსების
იდენტიფიცირება; აღნიშნულისაშუალებას მისცემს რეპატრიანტებს, სათანადოდ შეაფასონ
საქართველოს რეგიონებში არსებული რესურსები. 3. რეპატრიანტთა ინფორმირებულობა;
რეპატრიანტებისათვის აუცილებელი სამართლებრივი თუ საყოფაცხოვრებო საკითხების
შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება. 4. რეპატრიანტთა ღირსეული
დაბრუნების ხელშეწყობა; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს,
რეპატრიანტთა მიერ, პირადი დანიშნულების ნივთების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის
შეღავათიან პირობებში გადმოტანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების
შემუშავება. IV. რეპატრიანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობა რეპატრიანტთა საინტეგრაციო
პოლიტიკის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ამოცანების შესრულება: 1.
სამართლებრივ საკითხებზე რეპატრიანტთა ცნობიერების ამაღლება ახალ სამართლებრივ
გარემოში რეპატრიანტთა სწრაფი ადაპტირების მიზნით, მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების
ამაღლება საქართველოში მოქმედ ძირითად საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით, რაც
რეპატრიანტებს საკუთარი უფლებებისა და