Law of Georgia
Law of Georgia on registration fees
Номер: 1356
Тип закона: Law of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 10/04/2002
Дата вступления в силу: --
TITLE: Law of Georgia on registration fees No.: 1356 DATE: 10/04/2002 TYPE: Law
of Georgia საქართველოს
კანონი სარეგისტრაციო
მოსაკრებლების
შესახებ
--
--
მუხლი 8.
მუხლი 8.
--
სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება
სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) I და II რიგის მემკვიდრეები ნოტარიალური წესით ჩუქებითა და მემკვიდრეობით
მიღებული ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) მუნიციპალიტეტი ძირითადი ქონების რეგისტრაციისას, აგრეთვე მიწის ნაკვეთსა და
მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რაც
მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას,
სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ,
რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1193 - სსმ I, №15, 19.04.2005 წ.,
მუხ.102
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1808 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ.,
მუხ.242
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3882 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ.,
მუხ.324
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4309 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ.,
მუხ.34
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6970-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 81.
მუხლი 81.
გარდამავალი დებულება
1. სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
ამოქმედებამდე ამ უფლებათა მარეგისტრირებელ/აღმრიცხველ დაწესებულებებში არსებული
ყველა ინფორმაცია დამოწმებული სახით, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების
და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, სასამართლოებს, ასევე
მიწის რეგისტრაციის სისტემის ხელშემწყობ იურიდიულ პირებს.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2004 წლის 1 ნოემბრამდე მოამზადოს
კანონპროექტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურის შესახებ.
6. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების
რეგისტრაციას ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული სარეგისტრაციო
მოსაკრებლის გადახდევინების გარეშე ახორციელებს.
7. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოება,
რომლის ყველა წილის/აქციის მესაკუთრეა ის ფიზიკური პირი, რომელიც ამ პუნქტის
ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულია, როგორც
სესხის გამცემი სუბიექტი − ინდივიდუალური მეწარმე, სამეწარმეო საზოგადოების ფორმით
სესხის გამცემ სუბიექტად საქმიანობის გასაგრძელებლად დააფუძნებს სამეწარმეო
საზოგადოებას და მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს სესხის
გამცემი სუბიექტის − ინდივიდუალური მეწარმის უფლებებსა და ვალდებულებებს.
ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ სამეწარმეო
საზოგადოებაზე, რომელიც სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით საქართველოს
ეროვნულ ბანკს მიმართავს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა.
საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3141 - სსმ I, №18, 31.05.2006 წ.,
მუხ.135
საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4999 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ.,
მუხ.233
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5435 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2292 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
მუხლი
9.
დასკვნითი
დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის
მე-2 პუნქტი;
ბ) „საწარმოთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების რეგისტრაციისათვის
სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა
კაბინეტის 1995 წლის 11 აპრილის №196 დადგენილება;
გ) „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების,
მართვის მოწმობებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების, გაცემისა და აღრიცხვის
შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 მაისის №139 განკარგულება;
დ) „სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების საგზაო
პოლიციაში მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია-მომსახურების
ტარიფების ნუსხა“, დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 9
ივლისის №587 ბრძანებით, 1996 წლის 19 აგვისტოს №693 ბრძანებითა და 1997 წლის 30
აპრილის №215 ბრძანებით;
ე) „ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება;
ვ) „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემაში კულტურულ ფასეულობათა
ექსპერტიზის, გატანა-შემოტანის რეგულირების სამმართველოს შექმნის შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 6 დეკემბრის №747
დადგენილება;
ზ) „სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან საბაჟო კონტროლის ზონებში, ტერმინალებში
განთავსებული ხარისხის ინსპექციების მიერ ექსპორტ-იმპორტის დროს გაწეული ფასიანი
მომსახურების პრეისკურანტი“ და „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და
ექსპერტიზის პრეისკურანტი“, დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და
სურსათის მინისტრის 1997 წლის 11 დეკემბრის №2-424 ბრძანებით;
თ) „საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესები“, დამტკიცებული
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 17 სექტემბრის №360/ო
ბრძანებით;
ი) „მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო
სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესებასთან დაკავშირებული ყველა სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი.
№1356-II