On the Procedure for Deprivation of Property for Pressing Social Needs
№ 1054
Структура закона
Статьи0 элементов
Загрузка структуры...
1054
On the Procedure for Deprivation of Property for Pressing Social Needs
Organic Law of Georgia
11/11/1997
--
1054_1997.html
Organic Law of Georgia
On the Procedure for Deprivation of Property for Pressing Social Needs
Номер: 1054
Тип закона: Organic Law of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 11/11/1997
Дата вступления в силу: --
TITLE: On the Procedure for Deprivation of Property for Pressing Social Needs
No.: 1054 DATE: 11/11/1997 TYPE: Organic Law of Georgia საქართველოს ორგანული
კანონი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების
ჩამორთმევის წესის შესახებ
--
--
მუხლი 1.
მუხლი 1.
--
ეს კანონი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას
წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის წესს.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
ორგანული
კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
მუხლი 2.
მუხლი 2.
--
გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც საომარი ან
საგანგებო მდგომარეობის, ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის,
ეპიზოოტიის საშიშროების გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას,
სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის ორგანული კანონი №209 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
მუხლი 3.
მუხლი 3.
--
საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სამინისტრო,
ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო,
რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი,
01.10.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6860-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
მუხლი 4.
მუხლი 4.
--
საკუთრების ობიექტის საფასურს განსაზღვრავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო
წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე. საკუთრების
ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე. ანაზღაურება
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის ორგანული კანონი №209 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი,
01.10.2013წ.
მუხლი 5.
მუხლი 5.
--
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების
ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის
შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი,
01.10.2013წ.
მუხლი 6.
მუხლი 6.
--
წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევისა და
მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლოში ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვითარების შეწყვეტის შემდეგ,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი,
01.10.2013წ.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 11 ნოემბერი.
№1054–I