Organic Law of Georgia
On Political Associations of Citizens
Номер: 1028
Тип закона: Organic Law of Georgia
Дата принятия: --
Дата подписания: 31/10/1997
Дата вступления в силу: --
TITLE: On Political Associations of Citizens No.: 1028 DATE: 31/10/1997 TYPE:
Organic Law of Georgia საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ
მუხლი 291.
მუხლი 291.
ამოღებულია
()
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41,
30.12.2008წ., მუხ.296
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
მუხლი 30
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების
საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს
პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.
3. პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს
პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული
თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის −
5 ლარის ოდენობით.
4. პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს შესაბამისი
მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მეორე დღიდან
მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის
დღემდე. პარტიას უფლება აქვს, მისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაფინანსების მიღების უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას ამ
დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა
მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
5. პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების
უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს
ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და
შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე
პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ
გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.
6. პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ
მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი
პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ
დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების
წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება
შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55,
27.12.2005წ., მუხ.362
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22,
19.06.2007წ., მუხ.186
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17,
28.07.2008წ., მუხ.119
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41,
30.12.2008წ., მუხ.296
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 7 აგვისტოს ორგანული კანონი №923 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2095 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2097 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 22
ივნისის ორგანული კანონი
№5439
- ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26
ივლისის
ორგანული
კანონი №1276 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 18
აპრილის ორგანული
კანონი №2142
–
ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №671 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
მუხლი 301
ამოღებულია
()
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41,
30.12.2008წ., მუხ.296
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის ორგანული კანონი №2476 - სსმ I, №49,
30.12.2009წ., მუხ.368
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
მუხლი 31
1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება
იმავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დღიდან.
2. საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება
ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.
3. თუ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა წლის
განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილია სულ მცირე 6 კალენდარული თვე, პარტია
ამ წლის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად მიიღებს და თანხა განაწილდება პროპორციულად,
დარჩენილი თვეების მიხედვით, ხოლო თუ წლის ბოლომდე დარჩენილია 6 კალენდარულ თვეზე
ნაკლები, პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ დარჩენილი თვეების ოდენობით, ამ
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემის წესის
შესაბამისად.
4. თუ პარტია უარს იტყვის ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ფულად სახსრებზე,
ისინი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია - 02.07.2020, №6724).
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55,
27.12.2005წ., მუხ.362
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17,
28.07.2008წ., მუხ.119
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41,
30.12.2008წ., მუხ.296
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2095 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №333 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
მუხლი 32
1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ანტიკორუფციულ ბიუროს უგზავნის გასული წლის
საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის
იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოს ეგზავნება
დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში
აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანების ოდენობა, შემოწირულებების
ოდენობა, საწევრო შენატანების განმახორციელებელ პირთა ვინაობა, მონაცემები
შემოწირულებების განმახორციელებელი სუბიექტების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ
გამოყოფილი თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების
დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები),
აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობები, მათი საერთო ღირებულება,
საბანკო დაწესებულებებში რიცხული ფულადი თანხების ოდენობა).
2. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების შემოსავალ-გასავალი პარტიის საფინანსო
დეკლარაციაში ცალკე უნდა იყოს ნაჩვენები.
3. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია პარტიის წლიურ საფინანსო დეკლარაციასა და
საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა
დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.
4. პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს ამ კანონის 261 მუხლით
გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები,
რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა.
5. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას შეიმუშავებს და პარტიის
დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.
6. პარტია ვალდებულია შეინახოს საფინანსო დეკლარაცია და მასთან დაკავშირებული ყველა
დოკუმენტი 6 წლის განმავლობაში, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო
კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო
დოკუმენტების წარმოებასა და შენახვასთან.
7. იმ პარტიას, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს, უფლება
აქვს, წლიური საფინანსო დეკლარაცია წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55,
27.12.2005წ., მუხ.362
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22,
19.06.2007წ., მუხ.186
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი,
15.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4019 - ვებგვერდი,
29.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №495 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
მუხლი 321.
მუხლი 321.
ამოღებულია
()
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
მუხლი 322
--
ამ კანონით გათვალისწინებული პარტიის ფინანსურ მდგომარეობასა და შემოწირულებების
განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს
ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი,
15.12.2022წ.
მუხლი 33
1. პარტია, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პარტიისა,
ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტი.
2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განხორციელების
მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც აკმაყოფილებს
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
3. პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა
წარედგინება ანტიკორუფციულ ბიუროს.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22,
19.06.2007წ., მუხ.186
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი,
15.12.2022წ.
მუხლი 331.
მუხლი 331.
ამოღებულია
()
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
მუხლი 34
--
თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს,
ანტიკორუფციული ბიურო მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის
ვადაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო
დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით
გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო 1 წლის
განმავლობაში.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი,
15.12.2022წ.
მუხლი 341
1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს
ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო.
2. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა და საარჩევნო კამპანიის
ფონდის ანგარიშის ფორმა;
ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები;
გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის
ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება;
დ) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის
უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა
და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე
იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს;
ე) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ განახორციელოს პარტიის ფინანსური საქმიანობის
აუდიტი;
ვ) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში
პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის განხორციელების მოთხოვნით მიმართოს
სასამართლოს;
ზ) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;
თ) მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარტიისგან, განცხადებული საარჩევნო მიზნის
მქონე პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ;
ი) (ამოღებულია - 29.05.2024, №4215);
კ) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების საკითხებზე;
ლ) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის
დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;
მ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს;
ნ) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ
კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე;
ო) პირზე ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე
გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის
შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის დღის
მომდევნო დღის 18 საათამდე;
პ) შეიმუშაოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების
მეთოდოლოგია;
პ1) პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ ამ თავით
გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას
მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის
აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს;
ჟ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
21. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის
მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე
შემდეგი ღონისძიებები:
ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა ამ კანონით დადგენილი წესით;
ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის,
მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური
მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.
3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის
შესახებ, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან ანტიკორუფციულ
ბიუროს.
4. ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ
ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების
საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო იურიდიული პირის
შემთხვევაში − იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, ხოლო ფიზიკური
პირის შემთხვევაში − ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს
მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს
გადაწყვეტილებას. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში
მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი
ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში
სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და
მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული
გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.
5. ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით
გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ
არსებული აღნიშნული ინფორმაცია.
6. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციული
ბიურო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა
არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი,
15.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4019 - ვებგვერდი,
29.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4215 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №495 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
მუხლი 342
1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება
ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის დამალვა −
გამოიწვევს ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში
ჩარიცხვას და პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე
პირის დაჯარიმებას აღნიშნული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.
2. შემოწირულების, საწევრო შენატანის ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი
მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ
კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც მიიღო
შემოწირულება ან საწევრო შენატანი ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან
რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან
ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, −
გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი
სუბიექტისა და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის სხვა პირის
მეშვეობით განმახორციელებელი სუბიექტის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას
აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით.
3. პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის
სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების
ან საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების ან საწევრო შენატანის თაობაზე
ინფორმაციის დამალვა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ შემოწირულების ან საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.
4. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი ან მე-2
პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით ან საქართველოს
ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ინფორმაციის
მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად
პარტიისთვის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის მიცემული შესაბამისი
ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მითითების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური
პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით.
51. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული
ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე
დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
6. (ამოღებულია - 02.07.2020, №6724).
7.
(ამოღებულია - 29.07.2013, №900).
8. ამ კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.
9. ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ან
სხვა პირის მეშვეობით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი
ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენის
შემთხვევაში − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სამართალდამრღვევს შეიძლება
დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.
11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს.
12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააბრკოლოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება,
ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს)
დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის
პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს.
13. სასამართლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. სასამართლოს
გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების
ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის
წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ
ექვემდებარება.
14. წინასაარჩევნო პერიოდში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის მე-11
პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების
საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების
წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 72 საათის განმავლობაში ერთჯერადად საჩივრდება
სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის
წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული
გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების დღის
მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.
15. სასამართლო ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და მის
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს
ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის
წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას
არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის
მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12
საათისა.
16. (ამოღებულია - 15.12.2023, №4019).
17. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალულ შემოწირულებად, აკრძალულ საწევრო შენატანად,
აკრძალულ ხარჯად მიიჩნევა ამავე კანონის რომელიმე მოთხოვნის დარღვევით ან/და
დაუსაბუთებელი ქონების გამოყენებით განხორციელებული შემოწირულება, განხორციელებული
საწევრო შენატანი, გაწეული ხარჯი.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი,
29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი,
15.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4019 - ვებგვერდი,
29.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4215 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №495 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
მუხლი 343
1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ
პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის
ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება
ნებაყოფლობით გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი
აიძულონ, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით,
არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების შესახებ განმარტება
გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის
ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი,
პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.
3. გამოკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა
აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.
4. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა
ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.
5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი
ინფორმაცია მიაწოდოს.
6. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ
ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების
შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.
7. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ შეიძლება იგი
მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად იქნეს დაბარებული.
8. გამოკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური
საშუალების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა
ეცნობოს.
9. გამოსაკითხი პირი შეიძლება დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით
გამოიკითხოს.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4215 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.
პარტიის საქმიანობის შეწყვეტა
პარტიის საქმიანობის შეწყვეტა
მუხლი 35
--
პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 36
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის
დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის
ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის
გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა
ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა)
არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და
საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის ორგანული კანონი №553 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.
მუხლი 37
1. პარტიის საქმიანობა შეიძლება აგრეთვე შეწყდეს რეორგანიზაციის (შერწყმა,
შეერთება, გაყოფა) ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე.
2. პარტიის რეორგანიზაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, ხოლო რეორგანიზაციის
შედეგად შექმნილი პარტიის (პარტიების) რეგისტრაცია – ამ კანონით დადგენილი წესით.
3. რეორგანიზაციის შემთხვევაში პარტიის ქონების განაწილების საკითხს წყვეტს
ყრილობა, დადგენილი წესით.
4. პარტიის თვითლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, წესდებით დადგენილი
წესით.
მუხლი 38
--
პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა
სახელმწიფო ხაზინას.
გარდამავალი დებულებანი
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 39
1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991
წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიები ექვემდებარებიან
ხელახალ რეგისტრაციას, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 1998 წლის 1 მარტამდე.
2. ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში პარტიაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-12
მუხლით, აგრეთვე 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნები.
3.
(ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესი 2011 წლის 1 იანვრამდე არ
ვრცელდება იმ პარტიაზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს 2007 წლის 1
ოქტომბრამდე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით.
8. (ამოღებულია).
9. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება 2007 წლის 1
ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.
10. 2009 წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების შესახებ პარტიებმა წინასწარი
წერილობითი თანხმობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ
არა უგვიანეს 2009 წლის 31 იანვრისა.
11. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე 7
საარჩევნო სუბიექტს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში,
ერთჯერადად მიეცეს საბაზო დაფინანსების ოდენობის ნახევარი. ასეთი საარჩევნო
სუბიექტი დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე,
რომელსაც წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის
ვადაში. თუ პარტიამ დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაბამისი მოთხოვნა, იგი კარგავს
ასეთი დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური
მას წერილობით აცნობებს.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი თანხა შესაბამის სუბიექტებს
მიეცეთ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55,
27.12.2005წ., მუხ.362
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22,
19.06.2007წ., მუხ.186
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5292 - სსმ I, №29,
27.07.2007წ., მუხ.301
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17,
28.07.2008წ., მუხ.119
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41,
30.12.2008წ., მუხ.296
საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის ორგანული კანონი №1026 - სსმ I, №3,
11.03.2009წ., მუხ.13
საქართველოს 2013 წლის 7 აგვისტოს ორგანული კანონი №923 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
მუხლი 391
ამოღებულია
()
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №671 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის ორგანული კანონი №4159 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.
მუხლი 392
--
ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო
დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია
2024 წლის 1 იანვრამდე მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს ამ
ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე
გამოქვეყნება.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი,
15.12.2022წ.
მუხლი 393
1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა 2023 წლის 2
სექტემბრამდე არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის
0.05%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის
მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაადგინა სახელმწიფო
აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას
შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის განმეორებით დარღვევა გამოიწვევს
დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
2023 წლის 1 სექტემბრამდე ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი,
ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან − ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი.
აღნიშნული ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს. ამასთანავე, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე ვრცელდება ამ
კანონის 342 მუხლის შესაბამისი ნორმები, აგრეთვე სხვა სათანადო საკანონმდებლო
ნორმები.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი
ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2476 – ვებგვერდი,
29.12.2022წ.
დასკვნითი დებულებანი
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 40
--
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 401
--
ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55,
27.12.2005წ., მუხ.362
მუხლი 41
საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 591
ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის
1991 წლის 10 აგვისტოს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ().
საქართველოს პრეზიდენტი
ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 31 ოქტომბერი.
№1028–I